რატომ არის ლობზიკი „ჰა და ჰა ჩემპიონი“ და რა შეუძლია ამ ინსტრუმენტს?

ხელსაწყოების კნინობით-ალერსობითი სახელების კონკურსი რომ ჩაატაროს ვინმემ, პირველ ადგილს, რაღა თქმა უნდა, უპირობით ლობზიკი დაიკავებდა - რაღაცნაირი სახელი აქვს შერჩეული, ენის მოჩლექით რომ იტყვი, მიეფერები და გაუღიმებ კიდეც. ნუ, რამდენად ჩვეულებრივი საქციელია ხერხს რომ შესცინებ, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ რა უცნაური სახელიც აქვს შერჩეული ამ ინსტრუმენტს, შესავალიც ზუსტად ეგეთი გამოვიდა. საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც ის არის, რომ უჩვეულო სახელი სულაც არ უშლის ხელს „ჰა და ჰა ჩემპიონს“, ურთულესი და უამრავი დავალება დიდი წარმატებით შეასრულოს.

ელექტრო ლობზიკი, სხვანაირად რომ ვთქვათ, ბეწვა ხერხი არის განსაკუთრებული ტიპის ხერხი, რომელიც განკუთვნილია ხისა და პლასტმასის სწორი და ფიგურული ჭრისთვის და უფრო მეტიც, იგი ლითონსაც დიდი წარმატებით უმკლავდება. მისი მთავარი გამოსარჩევი ნიშანი გრძელი და თხელი ხერხის პირია, რაც საშუალებას იძლევა, ჭრა ნებისმიერი კუთხითა და მიმართულებით განხორციელდეს.

კონსტრუქციის თავისებურებების ხარჯზე მუშაობა განსაკუთრებით კომფორტული და მარტივიც კი ხდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ლობზიკი მუდმივად გამოიყენება სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისას, რაც განსაკუთრებით საინტერესო და აღსანიშნავია, ინსტრუმენტს გამორჩეული ადგილი უკავია საიუველირო ნაკეთობების შექმნის პროცესშიც კი.

ტიპები, მოწყობილობა, გარეგნობა

ბაზარზე სხვადასხვა დიზაინის ელექტრო ლობზიკი გვხვდება და მოუმზადებელი ადამიანისთვის ადვილი ნამდვილად არ არის ასეთ მრავალფეროვნებაში გარკვევა. სწორედ ამისათვის ქვემოთ დეტალური ინფორმაციას მოგაწვდით.

ხელის ბეწვა ხერხი

ხელის ლობზიკი სადურგლო ინსტრუმენტია, რომლის დანიშნულებაცაა მცირე ზომის დეტალების ფიგირული ჭრა, ასევე, ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს.

ხელის ბეწვა ხერხი შემდეგი ელემენტებისგან შედგება:

  • სახელური;
  • ჩარჩო;
  • დამჭერები;
  • ხერხის პირი.

ჩარჩო თხელი უნდა იყოს და ლითონის ან ტიტანისგან დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ამით ხელსაწყო წონაში იმატებს, მსგავსი კონსტრუქცია ბევრად საიმედოა.

სახელური მოსახერხებელი უნდა იყოს და მომხმარებლის ხელში ინსტრუმენტის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფეს. ხარისხიან სახელურებს, როგორც წესი, მაღალი ხარისხის ხის მასალისგან ამზადებენ.

დამჭერების ფუნქცია ხერხის პირის საიმედო ფიქსაციაა.

ლობზიკის პრაქტიკული გამოყენება ოპერატორისგან მოითხოვს, ფლობდეს განსაკუთრებულ უნარებსა და ცოდნას. ამიტომაც, ფიგურული ჭრის დაწყებამდე თუ გვარიანად წაივარჯიშებთ, ურიგო არ იქნება.

ელექტრო ლობზიკი

ელექტრო ლობზიკი, როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, გამოიყენება ხის, პლასტმასის და ლითონის ჭრისთვის. ელექტრომოტორის წყალობით, სადურგლო სამუშაოები მნიშვნელოვბად არის გამარტივებული, პროცესი კი - დაჩქარებული.

როგორ არის მოწყობილი და როგორია მუშაობის პრინციპი

მისი მუშაობის საფუძვლად გამოყენებულია ელექტროენერგიის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნა. ელექტროენერგიის გავლენით მოძრაობს როტორი და მოქმედებაში რედუქტორი მოჰყავს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი განაპირობებს ხერხის პირის მოძრაობას, რომელიც ლობზიკის საყრდენი ზედაპირის პერპენდიკულარულად არის განთავსებული.

ელექტრო ლობზიკის ძირითადი კონსტრუქციული ელემემტებია:

  • კორპუსი - დამზადებულია პლასტიკისგან, დანიშნულება კი ინსტრუმენტის შიდა ელემენტების მექანიკური დაზიანებებისგან დაცვა და ასევე, გარე კომპონენტების დამაგრებაა. შიდა ნაწილში განლაგებულია ელექტრომოტორი და ხერხის პირის მოქმედებაში მოყვანის სისტემა;
  • სახელური - მისი დახმარებით ხდება ინსტრუმენტის ხელში ჭერა და მიმართულების მიცემა;
  • საყრდენი ზედაპირი - გამოიყენება მასალის ზედაპირთან კონტაქტისთვის. ჩვეულებრივ, მზადდება ალუმინის ან სხვა რომელიმე ლითონისგან;
  • ხერხის პირი - მთავარი სამუშაო ელემენტი. დანიშნულება მარტივად მისახვედრია - სასურველი მასალის ჭრა.

ასევე, კორპუსზე განლაგებულია დამხმარე ელემენტები, ისეთი, როგორიცაა: ჩართვის ღილაკი, დამცავი გარსაცმი, ნახერხის ექსტრაქტორი და ხერხის პირის შეღწევის სიღრმის რეგულატორი.

ელექტრო ლობზიკის კომპლექტში შეიძლება შედიოდეს - პარალელური საბჯენი, ლაზერული ინდიკატორები და ასე შემდეგ.

რა არის ვიბრაციული სვლა და რისთვის არის საჭირო?

ელექტრო ლობზიკი უამრავი დამატებითი ფუნქციით არის აღჭურვილი, რომელთა შორის აღნიშვნას იმსახურებს ხერხის პირის ვიბრაციული სვლა.

ვიბრაციული სვლა - ხერხის პირის მოქმედების ამპლიტუდის გაზრდა ელექტრო ლობზიკის გრძივი ღერძის მიმართ.

აღნიშნული ფუნქცია რბილ მასალასთან მუშაობისას გამოიყენება, მაგალითად, ფანერი.

გაითვალისწინეთ, რომ ვიბრაციული სვლის გამოყენება არ არის რეკომენდებული დეკორატიულ მასალაზე მუშაობის დროს.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო ლობზიკი

დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ, რომ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის აპირებთ ამ ხელსაწყოს გამოყენებას.

რაკიღა ამაზე შევთანხმდით, ისიც ვთქვათ, რომ ყველა ლობზიკი არ არის იდეალური ნიმუში, რომელიც მომხმარებელს ყველა პარამეტრით შეესაბამება. ზოგიერთისთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ინსტრუმენტის სიმძლავრე, სიჩქარე და კვეთის მაქსიმალური სიღრმე. სხვებისთვის - წინა პლანზეა ის ფაქტორი, რომელ კლასს მიეკუთვნება აპარატი. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს პლუსებიცა და მინუსებიც. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ბეწვა ხერხი შესაძლოა, გარკვეულ ოპერაციებში პროფესიონალურს აღემატებოდეს.

მოკლედ გამოვყოთ შემდეგი მომენტები:

  • წონა და სიმძლავრე - მძლავრ ინსტრუმენტს წონაც შესაბამისი აქვს, რასაც მუშაობისას მეტი ძალა და დრო სჭირდება. სახლის პირობებში გამოყენებისას აბსოლუტურად საკმარისია საყოფაცხოვრებო კლასის ლობზიკი;
  • დანიშნულება - თუკი მცირე რემონტი დაგეგმეთ, ამ შემთხვევაშიც, არჩევანი საყოფაცხოვრებო მოდელზე უნდა შეაჩეროთ. პროფესიონალურის შეძენა გამართლებული მხოლოდ მაშინ იქნება, თუკი ინსტრუმენტი ხშირად უნდა გამოიყენოთ, ხოლო სტაციონარული - თუკი ავეჯს ამზადებთ.

საიუველირო ბეწვა ხერხი

საიუველირო ლობზიკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინსტრუმენტია. მისი კონსტრუქცია ჩვეულებრივი ხელის ბეწვა ხერხის იდენტურია. განმასხვავებელი ნიშანი, პირველ რიგში, გაცილებით კომპაქტური ზომებია. ასევე, გამორჩეულია ხერხის პირიც, რომელიც გიტარის სიმს უფრო მოგაგონებთ.

ხელსაწყოს, ბუნებრივია, გაცილებით ვიწრო სპეციალიზაცია აქვს და როგორც წესი, პროფესიონალი იუველირები სხვადასხვა სამკაულის შესაქმნელად იყენებენ.

დასასრულისკენ იმას შეგახსენებთ, რომ Holst.ge-ზე სასურველი ინსტრუმენტის შეძენა განვადებითაც შეგიძლიათ, ხოლო 50 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში ადგილზე უფასო მიტანის სერვისითაც ისარგებლებთ.

B&D KS501-QS ელ. ხერხი 400W

BlackDecker bewva xerxi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 400W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048545768
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცვლელი პირი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 5mm

BOSCH ბეწვა ხერხი ლობზიკი 500W GST 700

Bosch bewva xerxi

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი -ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 500W
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06012A7020
  • წონა (კგ) - 2.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 1450-3200min
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 70mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 6mm

CROWN CT25003HX ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 20 V Max

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 20V
  • ელემენტი - 4Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • ზომა - 26mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177424778
  • წონა (კგ) - 2.8
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min
  • მოტორი - უნახშირო
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

Dewalt DCS331N-XJ ელ. ხერხი 18V ელემენტის გარეშე

Dewalt bewva xerxi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 18V
  • ზომა - 26mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048356197
  • წონა (კგ) - 3.1
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება