რატომ არის საჭირო და უფრო მეტი - აუცილებელიც კი ვიდეო ძიძა?

რას აღარ მიაქცევენ ხოლმე ყურადღებას ეს მეცნიერები და როგორ უცნაურ კანონზომიერებებს პოულობენ, ხშირად, დაჯერებაც კი რთულია. ასე მაგალითად, სწავლულებს დაუდგენიათ, თურმე, მაისში დაბადებული ბავშვები ყველაზე ფუმფულები არიანო. უფრო ზუსტად, მაისის ბავშვები საშუალოდ 200 გრამით მეტს იწონიან, ვიდრე დანარჩენ თვეებში დაბადებულებიო...

იმედია, მაისში დაბადებულები არ განაწყენდებიან ამ ამბით და თუ მაინც გაუკრთებათ გულისწყრომა, რას ვიზამთ, მეცნიერები ასე ამბობენ და...

და იმასაც ამბობენ, რომ ბავშვებს დიდი ყურადღება სჭირდებათ, განსაკუთრებული ყურადღება კი - ჩვილებს - მაისში იქნებიან დაბადებულები, გაგანია აგვისტოში თუ შემოდგომისფერ ოქტომბერში.

ასეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისიისთვის კი ვიდეო ძიძა გამოგადგებათ, უაღრესად საჭირო მოწყობილობა, რომლის შეძენასაც Holst.ge-ზე შეძლებთ.

მოდით, ჯერ მოკლედ ჩამოგითვლით, რა უპირატესობებით გამოირჩევა Holst.ge-ზე წარმოდგენილი „ლინუსის“ ვიდეო ძიძა, შემდეგ კი უკვე სხვა დეტალებსაც ჩავუღრმავდეთ:

  • აქვს ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ ისაუბროთ კამერასთან მყოფ ადამიანთან;
  • რეაგირებს ბავშვის ტირილზე და გიგზავნით შეტყობინებებს აპლიკაციაში;
  • აღიქვამს მოძრაობასა და ხმას, შემდეგ კი აპლიკაციის საშუალებით გიგზავნით შეტყობინებას;
  • შეუძლია ადამიანისა და ცოცხალი ორგანიზმის ფოკუსში მოქცევა და მათი მიმართულებით კამერის მიბრუნება;
  • შეგიძლიათ სიგნალიზაციის ფუნქციის ჩართვაც;
  • მოჰყვება 1.5m USB კაბელი.

როდის არის საჭირო ძიძა კამერა

ბუნებრივია, ბავშვს მუდმივი ყურადღება სჭირდება, თუმცა, არც ის არის გასაკვირი, რომ მშობელი შვილთან ყოველწამიერად ვერ იქნება. ძიძა კამერა სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი - ბავშვებს დისტანციურად აქცევს ყურადღებას - მშობლებს გადასცემს ხმებს, აღიქვამს მოძრაობებს, ტირილს, გზავნის შეტყობინებებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ არსებობს როგორც ვიდეო, ისე რადიო ძიძაც და ამ ყველაფერს ზოგად რეკომენდაციებში შევეხებით:

- თუკი მშობლებისთვის საკმარისია მხოლოდ მოსმენა, რადიო ძიძაც გამოდგება. თუმცა, როცა აუცილებელია იმის დანახვაც, რას აკეთებს ბავშვი, ვიდეო ძიძა უნდა შეიძინოთ;

- ორმხრივი კავშირის მქონე მოწყობილობით შესაძლებელია ბავშვთან დალაპარაკება გარკვეული მანძილიდან. ხშირად არის ხოლმე, რომ შვილს უბრალოდ მშობლის ხმის გაგონებაც კი ამშვიდებს;

- უმჯობესია ვაი-ფაი მხარდაჭერის მქონე ძიძა კამერა - ასეთ შემთხვევაში, სიგნალი გაცილებით ძლიერი და სტაბილურია;

- მოწყობილობის კორპუსი უნდა იყოს გამძლე და უმჯობესია, თუ გარეგნულად ბავშვებისთვის არც ისე საინტერესო და მიმზიდველი იქნება;

- ხმოვანი შეტყობინების ქონა გაცილებით მოსახერხებელია. მხოლოდ ვიბრაცია ან ნათება, შესაძლოა, მშობელს გამორჩეს;

- მოწყობილობა მუშაობს როგორც ელექტროქსელში მიერთებით, ისე ელემენტებითა თუ ჩაშენებული აკუმულატორით. უსადენო მოდელი გაცილებით კომფორტულია.

ვიდეო ძიძა საჭირო და აუცილებელიც კია როცა:

- ბავშვს სძინავს, მაგრამ მას ყურადღებას ვერავინ აქცევს, რადგან საშინაო საქმეებია გასაკეთებელი: ჭურჭელია დასარეცხი, სადილია მოსამზადებელი, უბრალოდ, მოსვენება მშობელსაც სჭირდება;

- სახლში ერთზე მეტი ბავშვია და ყურადღება ორივეს, სამივეს ან ოთხივეს სჭირდება;

- ბავშვს მოუსვენრად სძინავს, საბანს ხშირად იხდის ან საწოვარას კარგავს;

- სახლში შინაური ცხოველები არიან, რომლებსაც ბავშვის გაღვიძება შეუძლიათ;

- ბავშვს სუნთქვის პრობლემები აწუხებს;

- ბავშვი უკვე საკმარისად გაზრდილია, რომ დამოუკიდებლად ითამაშოს, თუმცა, პოტენციურ საფრთხეებს ვერ აცნობიერებს;

- სახლი დიდია და ბავშვის ტირილის გაგება ყველა ოთახში ვერ ხერხდება.

LINUS LN-3052 ვიდეო კამერა "ძიძა" 2MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098533
  • წონა (კგ) - 0.37
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 2MP progressive CMOS; 1920(H)x1080(V)
  • ხედვის არეალი - 82(D),70(H),41(V); ჰორიზონტალური:315° & ვერტიკალური:55+20°
  • პროცესორი - AK3918EV300SV
  • სენსორი - SC2336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.264
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

LINUS LN-4074 ვიდეო კამერა "ძიძა" 4MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098748
  • წონა (კგ) - 0.38
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 4MP progressive CMOS; 2568(H) x 1448(V)
  • ხედვის არეალი - 85(D),73(H),40(V); ჰორიზონტალური:333° & ვერტიკალური:55+23°
  • პროცესორი - AK3918AV100N
  • სენსორი - SC4336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.266
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა, ბავშვის ტირილი
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

LINUS LN-5033C ვიდეო კამერა "ძიძა" 3MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098953
  • წონა (კგ) - 0.47
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 3MP progressive CMOS; 2304(H)x1296(V)
  • ხედვის არეალი - 95(D),80(H),3(V); ჰორიზონტალური:315° & ვერტიკალური: 55+20°
  • პროცესორი - AK3918AV100N
  • სენსორი - SC3336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.265
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა, ბავშვის ტირილი
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება