რატომ გამოიგონა ჭკვიანმა ადამიანმა სარწყავი შლანგი?

შეეძლოთ მცენარეებსაც, მაცივარში ჩააცივონ წყალი და ცხელი ზაფხული ასე გაიგრილონ, უარს არაფრით იტყოდნენ, მაგრამ რადგან გასაგები მიზეზების გამო, მსგავსი არაფერი შეუძლიათ, ადგა ჭკვიანი ადამიანი და ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სარწყავი შლანგი გამოიგონა.

იმის გათვალისწინებით, რომ სარწყავ შლანგს ძალიან მნიშვნელოვანი მისია ეკისრება, ის ერთდროულად გამძლეც უნდა იყოს და მოქნილიც. ამ მიზნისთვის შლანგის არაერთი ტიპია შექმნილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია მასალით, ფორმით, სიგრძით, შესაძლებლობებით, ექსპლუატაციის ვადით და ასე შემდეგ.

ჰოდა, ვნახოთ, რა განსხვავებებია, რა შესაძლებლობები და როცა ყველაფერს გავარკვევთ, მცენარეებსაც ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი სარწყავი შლანგი

სარწყავი შლანგი - შეუცვლელი ატრიბუტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საკუთარი სათბური, ბაღი, ბაღჩა, ყანა, ვენახი და მისი შერჩევისას, პირველ რიგში, დანიშნულება უნდა იყოს გათვალისწინებული, ანუ, რა უნდა მორწყოს, როგორია პირობები, რამდენად ხშირად გამოიყენებს, სად გამოიყენებს და ასე შემდეგ.

არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს უნივერსალური სარწყავი შლანგი არ არსებობს. სინამდვილეში, თუკი ის ხარისხიანია და საიმედო მწარმოებლის მიერ არის შექმნილი, ერთნაირი წარმატებით გამოდგება როგორც ყვავილნარის, ისე ბაღ-ვენახის მოსარწყავად. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, მოირეცხოს ეზო, სახლის ფასადი, სხვენი, ავეჯი და გნებავთ, მანქანა დაკრიალდეს.

თუკი მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთი მრავალფეროვანია, ყურადღება უნდა დაეთმოს მასალის ხარისხს, აგებულებას, მრავალფენიანობას, გადამყვანებს, საცმებს და ასე შემდეგ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მრავალფუნქციური პროდუქტის ფასი ყოველთვის მაღალია.

იმ შემთხვევაში, თუკი შესასრულებელი დავალებები ბევრად მარტივია, ასეთ მრავალფუნქციურ შლანგზე ფიქრი, პრინციპში, შეიძლება, გვერდზეც გადადოთ. თუმცა, არც აქ შეიძლება თვალის დახუჭვა როგორც ხარისხზე, ისე საიმედო მწარმოებელზე. გაურკვეველი ბრენდების იაფფასიანი პროდუქტის შეძენამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგებიც კი მოიტანოს. როგორც მინიმუმ, უხარისხო შლანგი მწყობრიდან ძალიან მალე გამოვა, დასკდება და მოკლედ, კარგი არაფერი მოხდება.

ასე და ამგვარად, როცა არც ისე მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები - როგორი შლანგი ჯობს, ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ:

  • მასალა, რისგანაც ის დაამზადეს (რეზინი, სილიკონი, პოლიქლორვინილი თუ სხვა თანამედროვე მასალები);
  • შესრულების ვარიანტი (გოფრა, არმირება, ფენები და ასე შემდეგ);
  • შლანგის ტიპი და მისი დანიშნულება (სარწყავი, რეცხვისთვის, ბაღისთვის თუ უნივერსალური).

მასალა: რეზინი vs „არარეზინი“

რა მასალისგან არის დამზადებული სარწყავი შლანგი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს და კომფორტულად გამოიყენებთ.

მწარმოებლები შლანგს შემდეგი მასალებისგან ამზადებენ: რეზინი, პოლიქლორვინილი (პევეხას რომ ვუწოდებთ), პლასტიკი, სილიკონი, ნეილონის ქსოვილი, თერმოელასტოპლასტი.

ყველაზე პოპულარული მასალა, რაღა თქმა უნდა, რეზინი გახლავთ. პირველ რიგში, ნაწარმის ფასი დაბალია, ამასთან ერთად, არის მოქნილი, უძლებს ნებისმიერ ამინდს, ასევე, ქიმიური ნივთიერებების გავლენას. ასეთი შლანგი 1-10 ატმოსფეროს უძლებს, ექსპლუატაციის ვადა კი დაახლოებით 10 წელია.

ერთი კია, აქვს ორი მნიშვნელოვანი ნაკლი - წონა, რის გამოც, ხელი მალე დაგეღლებათ და მეორე - ტოქსიკურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ რეზინის შლანგი სასმელ წყალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკაროთ, თუკი დარწმუნებული არ ხართ, რომ შლანგი სპეციალურად ამ მიზნისთვის არის შექმნილი და მწარმოებელმა მისი ყველა ტოქსიკური მასალისგან გაწმენდაზე იზრუნა.

კიდევ ერთი პოპულარული მასალა გახლავთ პოლიქლორვინილი, რომელიც რეზინის ნაწარმისგან განსხვავებით, გაცილებით მსუბუქია. ასეთი შლანგის თვისებები და გამძლეობა პირდაპირ კავშირშია ფენების, შრეების რაოდენობასთან.

ერთფენიანი ნაწარმი არც ისე ხანგრძლივად გამოდგება, ვერ უძლებს ტემპერატურის ცვალებადობას. შესაბამისად, რაც მეტია შრეების რაოდენობა, მით მეტხანს შეძლებთ მის გამოყენებას.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ Holst.ge-ზე შეგიძლიათ, როგორც 3, ისე 5-შრიანი სარწყავი შლანგები შეიძინოთ.

გაითვალისწინეთ, რომ პოლიქლორვინილის შლანგის ცივ ადგილებში შენახვა რეკომენდებული არ არის

- პლასტიკის შლანგს ფასიც ხელმისაწვდომი აქვს და მსუბუქიც არის, თუმცა, არ არის დრეკადი და შესაძლოა, ნადები წარმოიქმნას.

- სილიკონი ასევე მსუბუქი და ამასთან ერთად, ელასტიკური მასალა, თუმცა, ზეწოლის შედეგად, შესაძლოა, მარტივად გაიბეროს და გასკდეს. დიდხანს რომ გაძლოს, შრეების რაოდენობა უნდა იყოს შესაბამისი.

- ნეილონის შლანგი ძალიან მსუბუქი და მოქნილია, აქვს ხელმისაწვდომი ფასი და 3-5 ატმოსფეროს უძლებს, თუმცა, შენახვა და გამოყენება მხოლოდ პლუს ტემპერატურულ პირობებში შეიძლება. ასევე, არ ღირს მისი მიწაზე თრევა - შესაძლოა, იოლად დაზიანდეს.

და რაც შეეხება თერმოელასტოპლასტს - ეს არის მასალა, რომელსაც არც სიცივისა ეშინია, არც მზის, არის მჩატე, უძლებს 8-10 ატმოსფეროს, არ სკდება, ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 15 წელია. რაც შეეხება ნაკლს - ძალიან ძვირია...

Lux Garden LGH-001 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 1/2x15m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 1/2''
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • შტრიხ-კოდი - 5554184849024
  • წონა (კგ) - 2.21
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 10 bar

Lux Garden LGH-011 სარწყავი შლანგი გამჭვირვალე 1/2x25m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 1/2''
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • შტრიხ-კოდი - 5557467232079
  • წონა (კგ) - 2.72
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 5 bar

Lux Garden LGH-004 სარწყავი შლანგი Flexible 1/2x25m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 1/2''
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • შტრიხ-კოდი - 5554184849027
  • წონა (კგ) - 3.62
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 10 bar

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება