რატომ იმსახურებს სარწყავი შლანგის გამომგონებელი ნობელის პრემიას...

სინამდვილეში, შლანგის ისტორია საკმაოდ ბევრ ასწლეულს ითვლის და შექმნის ზუსტი თარიღის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ვერ გეტყვით, ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც პირველად მოუვიდა იდეა და პირველმა შეძლო კარალიოკის მორწყვა. ან გნებავთ, ალიბუხარის, კაცმა არ იცის...

დაზუსტებით ის არის ცნობილი, რომ თანამედროვე ტიპის პირველი შლანგი 1840 წელს შეიქმნა, თუმცა, არც მთლად ისე კარგად იყო საქმე, როგორც ეს დღეს არის. მაგალითად, მაშინდელი სარწყავი შლანგი ვერ უძლებდა დიდ წნევას, ადვილად ზიანდებოდა, სკდებოდა და ასე შემდეგ.

პირველად სინთეტიკური კაუჩუკისგან შლანგის წარმოება 1932 წელს სცადეს და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიური გარღვევა 1960-იან წლებს უკავშირდება.

რაც შეეხება სათაურში დასმულ შეკითხვას - რატომ იმსახურებს სარწყავი შლანგის გამომგონებელი ნობელის პრემიას, პასუხი მარტივია: რომ არა ეს იდეა და მისთვის ფრთების შესხმა, მცენარეების მორწყვა გაცილებით რთული იქნებოდა და შესაბამისად, დაიხარჯებოდა კიდევ უფრო მეტი რესურსი. შედეგად კი იმას მივიღებდით, რომ ბაზარში ხომ ისედაც ცეცხლის ფასი ადევს ყველაფერს, სულ მთლად აგიზგიზდებოდა იქაურობა...

აბა, არ იმსახურებს ასეთი ადამიანი ნობელის პრემიას? კარგით, მინიმუმ შექებას და განსხვავებული სასმისით დალოცვას? ჰოდა, ჩვენც მანდა ვართ...

კარგით, ახლა უფრო სერიოზულად გავაგრძელოთ საუბარი და ის ვთქვათ, როგორი სარწყავი შლანგი არსებობს თანამედროვე ბაზარზე და რისთვის არის საჭირო:

რა დანიშნულება აქვს სარწყავ შლანგს და როგორ უნდა შეარჩიოთ

პრინციპში, ისედაც ცხადია - სარწყავი შლანგის დანიშნულება მორწყვაა, მაგრამ ყველა სიტყვაზე გამოკიდება არ ღირს, ასე არ არის?

მოკლედ, სარწყავი შლანგი - ეს არის შეუცვლელი ატრიბუტი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საკუთარი სათბური, ბაღი, ბაღჩა, ყანა, ვენახი და მისი შერჩევისას, პირველ რიგში, დანიშნულება უნდა იყოს გათვალისწინებული, ანუ, რა უნდა მოირწყას, როგორია პირობები, რამდენად ხშირად გამოიყენებს, სად გამოიყენებს და ასე შემდეგ.

არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს უნივერსალური სარწყავი შლანგი არ არსებობს. სინამდვილეში, თუკი ის ხარისხიანია და საიმედო მწარმოებლის მიერ არის შექმნილი, ერთნაირი წარმატებით გამოდგება როგორც ყვავილნარის, ისე ბაღ-ვენახის მოსარწყავად. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, მოირეცხოს ეზო, სახლის ფასადი, სხვენი, ავეჯი და გნებავთ, მანქანა დაკრიალდეს.

თუკი მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთი მრავალფეროვანია, ყურადღება უნდა დაეთმოს მასალის ხარისხს, აგებულებას, მრავალფენიანობას, გადამყვანებს, საცმებს და ასე შემდეგ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მრავალფუნქციური პროდუქტის ფასი ყოველთვის მაღალია.

იმ შემთხვევაში, თუკი შესასრულებელი დავალებები ბევრად მარტივია, ასეთი მრავალფუნქციურ შლანგზე ფიქრი, პრინციპში, შეიძლება, გვერდზეც გადადოთ. თუმცა, არც აქ შეიძლება თვალის დახუჭვა როგორც ხარისხზე, ისე საიმედო მწარმოებელზე. გაურკვეველი ბრენდების იაფფასიანი პროდუქტის შეძენამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგებიც კი მოიტანოს. როგორც მინიმუმ, უხარისხო შლანგი მწყობრიდან ძალიან მალე გამოვა, დასკდება და მოკლედ, კარგი არაფერი მოხდება.

ასე და ამგვარად, როცა არც ისე მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები - როგორი შლანგი ჯობს, ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ:

  • მასალა, რისგანაც ის დაამზადეს (რეზინი, სილიკონი, პოლიქლორვინილი თუ სხვა თანამედროვე მასალები);
  • შესრულების ვარიანტი (გოფრა, არმირება, ფენები და ასე შემდეგ);
  • შლანგის ტიპი და მისი დანიშნულება (სარწყავი, რეცხვისთვის, ბაღისთვის თუ უნივერსალური).

რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

- გარეგნული გაფორმება. შლანგი რომ საგულდაგულოდ შეისწავლოთ, უმჯობესია, გაშალოთ და მთელ სიგრძეზე შეამოწმოთ;

- შეძენამდე გაეცანით ტექნიკურ მახასიათებლებს;

- გაცილებით უსაფრთხოა, შეიძინოთ ცნობილი მწარმოებლების პროდუქცია, რომლის ექსპლუატაციის გარანტირებული ვადა მინიმუმ 10 წელია;

- მისასალმებელია, თუკი პროდუქტს აქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი არმირებული ფენა;

- აუცილებლად დარწმუნდით, რომ შლანგს არ აქვს მკვეთრი, არასასიამოვნო სუნი.

Lux Garden LGH-002 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 3/4x15m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 3/4''
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • შტრიხ-კოდი - 5554184849025
  • წონა (კგ) - 4.33
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 8 bar

Lux Garden LGH-045 სარწყავი შლანგი Anti-Torsion (Plus) 1/2x25m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 1/2''
  • სიგრძე - 25m
  • შტრიხ-კოდი - 5554182689218
  • წონა (კგ) - 4
  • შრეების რაოდენობა - 4 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 10 bar

Lux-Garden LGH-036 სარწყავი შლანგი გამჭვირვალე Clear Braid 3/4x25m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 3/4''
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • შტრიხ-კოდი - 5554109271717
  • წონა (კგ) - 1.5

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება