არსებობს კონკრეტული სიტუაციები, როცა ლაზერული თარაზოს გარეშე არაფერი გამოდის. სწორედ ასეთი მოცემულობაა მშენებლობები და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებული მოვლენა. თარაზო სიზუსტით გამოირჩევა. ადამიანის თვალისგან განსხვავებით, ხაზებს ავტომატურად ასწორებს. მშენებლობისას კი მსგავსი საჭიროებები ხშირია. მაგალითად, როცა კუთხეა გასასწორებელი, ან იატაკზე სიზუსტეა დასაცავი.

რითი გამოირჩევა ლაზერული თარაზო ?

სტანდარტული ხელსაწყოსგან განსხვავებით, ლაზერული თარაზო დამოუკიდებლად მუშაობს. ყველაფერს ავტომატურად ასწორებს და თქვენგან მინიმალურ დახმარებას ითხოვს. საქმის უმეტეს ნაწილს თავად ასრულებს. მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშოს ხარისხიც. ხელსაწყო ეფექტურია და ნებისმიერ სირთულეს უმკლავდება.

რა არის თარაზოს კვების წყარო  ?

ლაზერული თარაზო ელემენტის მეშვეობით მუშაობს. ამ დროს კი, თავს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იჩენს. ინსტრუმენტს გამძლე ელემენტი სჭირდება, სხვა შემთხვევაში სწრაფად დაიცლება და საქმეს სანახევრად შეასრულებს. ასე არავის გვაწყობს, ამიტომ ხარისხიან ხელსაწყოებს გთავაზობთ. ჩამოთვლი თარაზოების ელემენტები გამძლეა და დიდხანს მუშაობს.

მოყვება თუ არა თარაზოს დამატებითი ნივთები ?

ინსტრუმენტების ნაწილს კომპლექტაცია ახლავს. მასში კი სხვადასხვა ნივთი შედის, კერძოდ, ქეისი ან ელემენტი. შესაძლოა ორივე ერთად მოყვებოდეს, ან რომელიმე ერთი. ასევე, ისეთი თარაზოებიც არსებობს, რომლებსაც კომპლექტაცია საერთოდ არ ახლავს.

Dewalt DW0811-XJ ლაზერული თარაზო

რამდენიმე მოდელს თვალი გადავავლოთ და ახლოდან გავიცნოთ. Dewalt - ის თარაზოთი დავიწყოთ. პირველ რიგში, ხაზი მის მაღალ მონაცემებს უნდა გავუსვათ. ინსტრუმენტი ნამდვილად გამორჩეულია. პირველი კლასის ლაზერი აქვს და საქმეს პროფესიონალურად ასრულებს. კომპლექტაციაში ქეისი და ელემენტი შედის. ასევე, ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 30 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი       
  • სიზუსტე - ±0.4 mm/m         
  • ლაზერი - I კლასი     
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

კომპლექტაცია:      

  • ქეისი
  • 3x ელემენტი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • პირველი კლასის ლაზერი
  • თვითგასწორების დრო

TOLSEN TOL1572-35141 ლაზერული თარაზო 20M

შემდეგი თარაზო მაღალი დიაპაზონითაა წარმოდგენილი. დამატებით ნივთად სპეციალური ჩანთა მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, ერთ წლიანი გარანტიითაც ისარგებლებთ. ხელსაწყოს წითელი ლაზერი აქვს და სიზუსტეები არასდროს ერევა.

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 20 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.55         
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი       
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m     
  • ლაზერი - 635 Nm Arima       
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • ლაზერის ფერი - წითელი

კომპლექტაცია:

  • ჩანთა 

უპირატესობები:

  • გამძლე ელემენტი
  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • მაღალი სამუშაო რესურსები

CROWN CT44046-ლაზერული თარაზო 15m

ამჯერად, Crown - ის თარაზოთი დავასრულებთ და გეტყვით, რომ ვერაფერში ვერ დავიწუნეთ. მაღალი მონაცემები აქვს და ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესოა. ასევე, მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ Holst.ge - ზე სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 15 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.75         
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი       
  • ლაზერის პროექცია - 1V 1H
  • სიზუსტე - ±2 mm / 10m       
  • ლაზერი - 635 Nm II კლასი   
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • დიაპაზონი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება