რატომ მიდის ყველა გზა ლაზერულ თარაზოსთან? |
რატომ მიდის ყველა გზა ლაზერულ თარაზოსთან? |
წესი ნომერი პირველი: არასდროს ენდოთ თვალს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა და გეტყვით რატომაც. მშენებლობებისა და სხვა მსგავსი საქმიანობების დროს, ხშირად ყველაფერს თვალის ზომით ასრულებენ, რაც არასწორია. ამის გამო, საქმე სანახევროდ კეთდება. მაგალითად, თუ კედელზე სწორი ხაზის გავლება გვსურს და საკუთარ თავს მივედნობით, ცუდ შედეგს მივიღებთ. სარემონტო სამუშაოები კი, სახუმარო არ არის და სიზუსტეს მოითხოვს. ამისთვის ლაზერული თარაზო არსებობს. ხელსაწყოს მოვალეობა სწორედ ესაა. ინსტრუმენტის მისია ყველაფრის გასწორებაა. აი, მას კი ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ. როგორც წესი, შეცდომებს არასდროს უშვებს და სულ სამუშაო ფორმაშია.
თარაზო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. ინსტრუმენტის გარეშე საქმე კარგად ვერ სრულდება. რიგ სიტუაციებში მართლაც რომ ჰაერივით საჭიროა და აუცილებლად თან უნდა გქონდეთ. თუ კი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებთ, წყალი არ გაუვა რომ დაგჭირდებათ. მეტიც, მის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამთ. უფრო სწორად, გადადგამთ, მაგრამ არასწორი მიმართულებით. ასეთ სიტუაციებში მართლაც კარგად დაგეხმარებათ და სწორ გზას დაგანახებთ. თუ ამ საქმესთან ხშირი შეხება გაქვთ, გეცოდინებათ რაოდენ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სახლშიც შეიძლება დაგჭირდეთ. ლაზერული თარაზო ნებისმიერ ისეთ საქმეს მოერგება, სადაც აზომვითი სამუშაოებია ჩასატარებელი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ადგილას შეიძლება გამოიყენოთ.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაზერულ თარაზოებს ბევრი განსხვავება აქვს. ყველა ხელსაწყო ასეა და გამონაკლისი არც კონკრეტული ინსტრუმენტია. განსხვავებას აუცილებლად გადააწყდებით დიაპაზონსა და თვითგასწორების დროში. თითოეული თარაზო სხვადასხვანაირად მუშაობს. არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც სწრაფად საქმიანობს და მარტივად ასწორებს. ზოგს კი უფრო მეტი დრო სჭიდება, შედარებით ნელი ტემპით მუშაობს. გარდა ამისა, სხვაობას ლაზერის კლასსა და ფერშიც გადააწყდებით. აქვე გეტყვით, რომ მეორე და მესამე კლასის ლაზერი კარგია. რაც შეეხება ფერს, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ისეთივე საყურადღებო არ არის, როგორიც სხვა მახასიათებლები. ინსტრუმენტების ნაწილს კომპლექტაცია მოყვება, ზოგს კი არა. ეს ყველაფერი ხელსაწყოს ტიპზეა დამოკიდებული.
გაკვრით ვახსენეთ და სჯობს ჩავუღრმავდეთ. კომპლექტაცია კარგი რამეა. წარმოიდგინეთ, თარაზოს დამატებითი ნივთები მოყვება, რომლებსაც სხვადასხვა დროსა და ადგილას გამოიყენებთ. ეს შეიძლება იყოს: დამცავი სათვალეები, დამტენი, სატარებელი ღვედი, ქეისი და სამაგრი. შეიძლება ყველა ნივთი მოყვებოდეს, ან მხოლოდ რამდენიმე. ყოველ შემთხვევაში, კომპლექტი საჭირო ნივთებს აერთიანებს. ამიტომ, ისეთი თარაზოს შეძენა, რომელსაც კომპლექტაცია ახლავს, ყოველთვის მომგებიანია.
ამ კითხვაზე ბევრი და სულ კარგი პასუხები გვაქვს. მოდით, იმით დავიწყოთ, რომ Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთების შესაძენად არსად წასვლა არ გიწევთ. დიახ, შეგიძლიათ ხელსაწყოები ნებისმიერი ადგილიდან შეიძინოთ, მათ შორის, აგარაკიდან ან სულაც სამსახურიდან. ამისთვის საიტზე მხოლოდ რამდენიმე მარტივი პროცეურაა გასავლელი. იმით გავაგრძელოთ, რომ საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ისიც აუცილებლად ვახსენოთ, მილიონი წელი ლოდინი რომ არ მოგიწევთ. ინსტრუმენტებს მალე ჩაგაბარებთ, პირობას ვდებთ. რაც შეეხება ბრენდებსა და ხელსაწყოებს, ხარისხიანებზე მეტს ვერაფერს გადააწყდებით. მართლა ასეა და თუ სიტყვაზე არ გვენდობით, თავად დატესტეთ და დარწმუნდებით რომ ასეა.
Crown-ი ის ბრენდია, ბევრს რომ აქებენ და არაფერს უწუნებენ. შეფასება გადაჭარბებული არ არის, რადგან მართლა ასეა, ისევე, როგორც წელიწადში ოთხი დროის არსებობა. კონკრეტული ლაზერული თარაზო, დადებითი თვისებებითაა დატვირთული. პირველ რიგში, გამძლეობითა და სამუშაო რესურსებით. არც დიაპაზონი და თვითგასწორების დრო აკლებს, ასევე, ემატება ხარისხიანი შტატივის ხრახნი და კომპლექტაცია. ამ უკანასკნელში ბევრი ნივთი შედის და თან ყველა საჭიროა. დამატებითი ხელასწყოებია: დამცავი სათვალეები, სატარებელი ღვედი, ქეისი და დამტენი. ყველა გამოსადეგია და შესანიშნავია, რომ თან ახლავს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
რაღა დავმალოთ და Dewalt - ის ლაზერული თარაზო, წინამორბედს არ ჩამოუვარდება. მეორე კლასის ლაზერი საუკეთესოდ მუშაობს. გამძლე ელემენტით კი ყველაფერი ნათქვამია. ზოგადად, ელემეტს დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია რომ ხარისხიანი იყოს, სხვა შემთხვევაში ყველაფერს აზრი ეკარგება. ელემენტმა დიდხანს უნდა გაძლოს და შეფერხებების გარეშე იმუშაოს. ზუსტად ასეთია ეს კონკრეტული. ინსტრუმენტს ლაზერული მიმღები, სამაგრი, ელემენტები და ქეისი მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
საუკეთესო ბრენდების ცვენაა და ამჯერად, Stanley- ის თარაზოს გთავაზობთ. ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსი, წითელი ფერის ლაზერი და სწრაფად თვითგასწორების უნარი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში კი, საგარანტიო ტალონი კარგი გამოსავალია, პრობლემას მოკლე დროში მოგიგვარებთ.
უპირატესობები:
Boschi - ის არაჩვეულებრივი ლაზერული თარაზოთი ვასრულებთ. ზუსტად ისეთია, რა სიტყვითაც დავახასიათეთ. შედარებით უფრო ნაკლები დიაპაზონი აქვს, მაგრამ იქნებ სულაც ასეთი გსურთ? სხვა მხრივ, არაფერს აკლებს. ერთ წლიანი გარანტია მოყვება, გამძლე ელემენტი აქვს და სამუშაოდ მუდამ მზადაა.
უპირატესობები: