რატომ სჭირდება ავტომობილს სპეციალური მტვერსასრუტი

არეული ოთახი, მანქანა და სხვადასხვა რამ, არასასიამოვნოდ გამოიყურება. თუმცა, ზოგჯერ სიზარმაცე გვიტევს და დალაგების თავი არ გვაქვს. ამ დროს ერთადერთს, უხილავი ძალის დახმარებას ვნატრობთ. არადა, ზუსტად ასეთი ვერ, თუმცა, მსგავსი სერვისი უკვე არსებობს და ეს მტვერსასრუტია. ტექნოლოგიები თანდათან იხვეწება და ჭკვიანი ხელსაწყოები იქმნება. ამჯერად კი მანქანის მტვერსასრუტი უნდა გაგაცნოთ. ერთხმად ვთანხმდებით, რომ უწესრიგო ავტომობილი საშინლად გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ხელსაწყოს დახმარება არავის აწყენს. დამოუკიდებლად ვერ მუშაობს, მაგრამ  თქვენგან მხოლოდ მითითებებს ითხოვს. დანარჩენი თავადაც იცის და საქმესაც კარგად უძღვება. მანქანის მტვერსასრუტი სწორედ ის უხილავი ძალაა, რომელიც მეგობრულ დახმარებას გაგიწევთ და თავს კომფრტულად გაგრძნობინებთ.

მტვერსასრუტი ნებისმიერი მანქანისთვის გამოიყენება ?

ხელსაწყოსთვის მანქანის ბრენდი, ფერი და მსგავსი დეტალები ნამვილად უინტერესოა. მისი მთავარი დანიშნულება ნარჩენების შეგროვებაა. შესაბამისად, საქმეს ნებისმიერი ავტომობილის შემთხვევაში, გულდასმით ეკიდება. მხოლოდ ერთი პატარა დეტალია გასათვალისწინებელი. დიდ ავტომობილებს მეტი სივრცე აქვს. ამიტომ, უფრო მძლავრი და ტევადი მტვერსასრუტი სჭირდება. არ იფიქროთ რომ ნაკლები მონაცემების მქონე საქმეს ვერ გაუძღვება. არა, უბრალოდ თქვენთვისაა მოსახერხებელი. ავზის გაცლა ხშირად არ მოგიწევთ და სივრცესაც უფრო სწრაფად დაასუფთავებს. ამიტომ, თუ დიდი ავტომობილისთვის გსურთ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ.

რით განსხვავდება ჩვეულებრივი მტვერსასრუტისგან ?

მტვერსასრუტი სახლში ყველას გვეგულება და მაშინ ცალკე ყიდვა რა საჭიროა ? ეს კითხვა ხშირად ისმის და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. თუმცა, ჩვეულებრივი ინსტრუმენტის ავტომობილისთვის გამოყენება რთულია. ეს არავისთვისაა უცხო. ალბათ, ყველას ბევრჯერ გამოგვიყენებია და იმდენჯერვე ნერვები მოგვშლია. რატომ ? იმიტომ რომ ჩვეულებრივი მტვერსასრუტი დიდი და მძიმეა, მანქანაში კი ვერ გადაადგილდება. ამიტომ, იძულებული ვართ, სადაც მილი მიწვდება, მხოლოდ იმ ადგილს მივხედოთ. დანარჩენს კი საკუთარი ძალით გავუმკლავდეთ. დამეთანხმებით, არც ისე სასიამოვნოა. მანქანის მტვერსასრუტი სწორედ ამიტომ არსებობს. ბევრად კომპაქტურია და მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს. ყველაფერს ერთიანად ასუფთავებს და არც პრობლემებს ქმნის. ასევე, მცირე ადგილს იკავებს. ამიტომ, შეგიძლიათ მანქანაში პატარა სივრცე გამოუყოთ და სასურველ დროს მარტივად იპოვოთ.

არის თუ არა სიმძლავრე მნიშვნელოვანი ?

ეს თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული. ორივე, ძლიეირი და შედარებით სუსტი ხელსაწყოც კარგად მუშაობს. საქმე ამაში არ არის. მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტს, სამუშაოდ ცოტა დრო სჭირდება. სწრაფი ხელსაწყო კი ზედმეტ დროს არც თქვენ გართმევთ. მძლავრი მტვერსასრუტი ნარჩენებსაც მეტად უმკლავდება. ამიტომ, ამ თვალსაზრისითაც უკეთესია.

როგორი უნდა იყოს კარგი მანქანის მტვერსასრუტი ?

პირველ რიგში, ხელსაწყოებს ხარისხი მოეთხოვება. მაღალი სიმძლავრე და ტევადი ავზი არაფერს ნიშნავს, თუ სათანადო გამძლეობა არ ექნება. ბევრნაირი მანქანის მტვერსასრუტი არსებობს და არ ვიცით, როგორია სხვები. თუმცა, ერთი რამ ნათელია. წარმოდგენილ ხელსაწყოებზე დანამდვილებით საუბარი შეგვიძლია. Holst.ge - ზე განთავსებული ნებისმიერი მტვერსასრუტი ხარისხიანია. დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. კონკრეტულად, თუ როგორ მოუვლით და ა.შ.

რა დაგხვდებათ Holst.ge - ზე ?

ონლაინ ჰიპერმარკეტში არა ერთი და ორი, არამედ ბევრად მეტი ხელსაწყო დაგხვდებათ. არჩევანში შეზღუდულები, რა თქმა უნდა, არ ხართ. ამიტომ, რომელი ინსტრუმენტიც მეტად დააკმაყოფილებს საჭიროებებს, იმას გამოიწერთ. ყველაფერი მარტივია. Holst.ge - ზე კი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტებია თავმოყრილი.

რომელი ბრენდის მანქანის მტვერსასრუტია საუკეთეო ?

Holst.ge - ზე ძირითადად, Black and decker -ის მანქანის მტვერსასრუტებია წარმოდგენილი. ამ მიმართულებით ბრენდი საკმაოდ ძლიერია. ხელსაწყოებს არაფერი აკლია. თითოეული ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული. ამიტომ, თავად ინსტრუმენტებიც დიდხანს ძლებს. სხვა მხრივ წარმადობა და კვების წყაროც კარგ მდგომარეობაშია. წონაც ნორმალურია. მძლავრ ინსტრუმენტებს შედარებით მეტი აქვს, მაგრამ მძიმე არცერთზე ითქმის.

B&D PD1200AV-XG-მანქანის მტვერსასრუტი

Black and decker - ის ეს მოდელი საქებარ სიტყვებს იმსახურებს. პირველად სიმძლავრით დავიწყოთ. დასაწუნი ნამდვილად არ აქვს, პირიქით. მძლავრია და სწრაფადაც მუშაობს. მტვერსასრუტი დატვირთვასაც უძლებს. დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები, დიდხნიანი მუშაობის დროს ცხელდება. ზემოთა კორპუსი სრულ დატვირთვას ვერ უძლებს და ნიშანს გვაძლევს. კონკრეტული მოდელი კი ამ მცირედ პრობლემას არ შეგიქმნით. რთულ რეჟიმზე მუშაობასაც მიჩვეულია. მსგავსი მტვერსასრუტები სადისტრიბუციო მანქანებსაც კარგად გამოადგება. ასეთ ავტომობილებში უამრავი ნარჩენი და მტვერი გროვდება. პრობლემა მარტივად მაშინ გადაიჭრება, როცა იქვე მანქანის მტვერსასრუტი გექნებათ. ხელსაწყოს ტევადი ავზი აქვს. როგორც უკვე ვთქვით, ეს უპირატესობაა. ხშირად გაცლა არ მოგიწევთ. ინსტრუმენტი წონითაც ნორმალურია. მართალია უფრო მსუბუქი მტვერსასრუტებიც არსებობს, მაგრამ მძიმე არც ეს მოდელია.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.56 l     
  • წარმადობა - 0.4 l/min

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მოცულობა
  • ხარისხი
  • გარანტია

B&D ADV1200-XK-მანქანის მტვერსასრუტი

მეორე მტვერსასრუტი ოდნავ განსხვავებულია. სიმძლავრე ზუსტად იგივე აქვს, რაც წინა მოდელს. ანალოგიურად, დიდ ავტომობილებსაც კარგად უმკლავდება და პატარებსაც. ავზის მოცულობა კი განსხვავებულია. მეტად ტევადია, კერძოდ, 0.61 l. ეს კი უფრო კარგია. ხელსაწყოს ძლიერი კვების წყარო და წარმადობა აქვს. წონით კი 1. 29 კილოგრამია. საქმეს მსუბუქად შეასრულებთ და დაღლას ვერც კი იგრძნობთ. მტვერსასრუტი ხელით სამართავია, მაგრამ წონა და ზომა გადადგილების პრობლემას აგვარებს. ინსტრუმენტი კომპაქტურია და ნებისმიერ ადგილს სწვდება. ერთი შეხედვით ყველაზე მიუწვდომელ სივრცესაც კი ასუფთავებს. მტვერსასრუტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს კი იმ შემთხვევისთვისაა, თუ  თავს ქარხნული დეფექტი იჩენს.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.29         
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.61 l     
  • წარმადობა - 1053 l/min

უპირტესობები:

  • გამძლეობა
  • ავზის მოცულობა
  • წარმადობა
  • სიმსუბუქე

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

მესამე მტვერსასრუტს ნაკლები ტევადობა აქვს. 0.44 l ცოტა არ არის, მაგრამ განხილულებთან შედარებით, მცირეა. ინსტრუმენტი გამძლეობით სახელგანთქმულია. მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და მტვრის თითოეულ ნაწილაკს ისრუტავს. ხელსაწყოს სხვა ფუნქციებიც განსაკუთრებული აქვს. მაგალითად, ხანგრძლივად მუშაობის უნარი და სწრაფი ბრუნვა. მოქნილი ხელსაწყო დეტალურად წმენდს და მტვრის კვალს აქრობს. პატარა მანქანას ზუსტად ერგება. მცირე სივრცე ხელსაწყოს კომფორტის ზონაა.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.44 l     
  • წარმადობა - 1060 l/min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრ
  • გარანტიაკომფორტულობა

B&D NVB12AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

ბოლოსთვის კი შედარებით დაბალი მონაცემების მქონე მტვერსასრუტი შემოვიტოვეთ. თუმცა, მაინც ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ყურადღება ხელმისაწვდომ ფასზე გავამახვილოთ. ეს ფაქტორი დაბრკოლება აღარ იქნება. Black and decker -   ის მანქანის მტვერსასრუტს დაბალი ფასი აქვს. ხელსაწყო მსუბუქია. დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მეტად. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ავზის მოცულობა მცირეა, მაგრამ მსუბუქი საქმისთვის ზუსტად ასეთი დაგჭირდებათ. გამძლეობაზე კი აღარაფერს ვამბობთ. ნაკლს ვერც ამაში უპოვით.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 9 W       
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 0.61         
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.37 l     
  • წარმადობა - 1122 l/m

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება