რატომ სჭირდება დამაგრძელებელი ყველას?

დამაგრძელებელი ის ხელსაწყოა, რომელიც ყველას შეიძლება დასჭირდეს, როგორც დიდს, ასევე ბავშვს. უცნაურია, არა?! ინსტრუმენტი მართლაც უნივერსალურია და ფართო მასშტაბზე გადის. დამაგრძელებელს კარგად გამოიყენებთ როგორც სახლში, ასევე სამუშაო სივრცეებში, სადაც მისი ქონა აუცილებელიც კია. რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი? თუ კომფორტი გიყვართ და თქვენს საყვარელ ადგილს ვერ თმობთ, იმისთვის რომ დენცქვიტასთან ახლოს მოთავსდეთ, რათა ტექნიკა დამუხტოთ, დამაგრძელებელი იდეალური საშუალებაა. ხელსაწყო თავიდან ამ უსიამოვნო მომენტს აგარიდებთ. მისი მეშვეობით, სხვადასხვა მოწყობილობის დამუხტვას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ, ეს კი დაგვეთანხმებით, დიდი უპირატესობაა.

რა უნდა იცოდე დამაგრძელებლების შესახებ?

დამაგრძელებლის შეძენამდე გარკვეული ეტაპებია გასავლელი. განსაკუთრებული არაფერი, ზუსტად ისეთი დეტალები უნდა გაითვალისწინოთ, რომელიც სხვა ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში. დამაგრძელებლებს შორის ბევრი სხვაობაა და სწორედ მსგავს საკითხებს უნდა დაუკვირდეთ. კაბელის სიგრძით დაიწყეთ. ზოგიერთ ხელსაწყოს საკმაოდ გრძელი კაბელი აქვს, იმდენად, რომ ერთი ოთახიდან მეორეშიც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ყველა ინსტრუმენტის შემთხვევაში ასე არ არის. არსებობს ისეთი დამაგრძელებლები, რომლებიც საკმაოდ მოკლე კაბელით ხასიათდება და ძალიან დიდ მანძილს ვერ სწვდება. მოკლედ, აქ ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია, თუ რომელი ტიპის ხელსაწყო უფრო გჭირდებათ. ასევე, გაითვალისწინეთ ჩამრთველების რაოდენობაც. ჩვენთან გადააწყდებით ისეთ ხელსაწყოს. რომელსაც 6 ჩამრთველი აქვს და ასევე, მხოლოდ სამიანსაც. ამ ყველაფერთან ერთად, გირჩევთ გაითვალისწინოთ კვეთა, სიხშირე, ვოლტი და სხვა მსგავსი მახასიათებლები.

რომელ ბრენდებს გთავაზობთ Holst.ge?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი საუკეთესო ბრენდებითაა სავსე. საიტზე განთავსებული ყველა ხელსაწყო ასეთია, რადგან Holst.ge-ზე მოხვედრამდე, შემოწმების ეტაპია გასავლელი და მხოლოდ ტესტირების წარმატებით ჩახურვის შემდეგ თავსდება. ასე რომ, თითოეული ბრენდი ყველანაირად საიმედოა. დამაგრძელებლების კუთხით კი Linus-ი მაინც ლიდერია, რომელიც ხარისხიან ხელსაწყოებთან ერთად, ფართო არჩევნითაც გამოირჩევა.

რატომ Holst.ge?

მთავარი უპირატესობა, რომელიც ხარისხსს უკავშირდება, უკვე ვახსენეთ, მაგრამ Holst.ge მხოლოდ ამ დადებითი ასპექტით გამოირჩევა? რა თქმა უნდა, არა და წინ კიდევ ბევრი კარგი მხარე აქვს. პირველ რიგში, სახლიდან გაუსვლელად ყიდვის შესაძლებლობაზე გაცნობებთ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტიდან სასურველ ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. დიახ, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ სახლიდან გასვლა, რიგში დგომა, საცობში ყოფნა და დროის კარგვა. თუ შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოწერილი ნივთები თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა და უვნებელი ჩაგბარდებათ. Holst.ge-ზე ფართო არჩევანიც დაგხვდებათ. თუ პირველივე ხელსაწყო თქვენს კრიტერიუმებს ვერ მოერგება, ჩვენთან ალტერნატიული გზა ყოველთვის გამოინახება.

LINUS LIN-LE5X3M A+C დამაგრძელებელი ჩამრთველით, დამიწებით, USB-პორტით 5 ადგილიანი 3 მეტრი

Linus-ის დამაგრძელებელი ნამდვილად იმსახურებს ადგილს საუკეთესოთა შორის. ხელსაწყოს დამიწება აქვს, რაც მას სრულიად უსაფრთხოს ხდის. 5 ჩამრთველი კი საშუალებას მოგცემთ 5 სახის ელექტრო მოწყობილობა დამუხტოთ. ინსტრუმენტს საკმაოდ გრძელი კაბელი აქვს და შორ მანძილსაც თავისუფლად სწვდება.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - დამიწებით და ჩამრთველით
  • ჩამრთველების რაოდენობა - 5       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 3       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1       
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081102194         
  • წონა (კგ) - 0.64

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ჩამრთველების რაოდენობა
  • სადენის სიგრძე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სიხშირე
  • მაღალი სამუშაო რესურსი

LINUS LIN-LP6X3 დამაგრძელებელი დამიწებით, ჩამრთველით და დაცვით 6 ადგილიანი 3 მეტრიანი

მეორე დამაგრძელებელი ოდნავ განსხვავებულია. პირველ რიგში, ეს ჩამრთველების რაოდენობაში გამოიხატება. ხელსაწყოს 6 ადგილი აქვს და ერთდროულად, ზუსტად ამ რაოდენობის მოწყობილობას დამუხტავთ.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • ჩამრთველების რაოდენობა - 6       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 3       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1       
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081929074         
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმძლავრე
  • ჩამრთველების რაოდენობა
  • გრძელი კაბელი
  • უსაფრთხოების მაღალი დონე

LINUS LIN-LER3X3M A+C დამაგრძელებელი ჩამრთველით, დამიწებით, USB-პორტით 3 ადგილიანი 3 მეტრი (თეთრი/ნაცრისფერი)

Linus-ის კიდევ ერთ დამაგრძელებელს ვუწევთ რეკომენდაციას, რომელსაც 3 ჩამრთველი აქვს და 3 მ სიგრძისაა. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი გულითადად დაგეხამრებათ. ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - დამიწებით და ჩამრთველით
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 3       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1       
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081102217         
  • წონა (კგ) - 0.5

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • სადენის სიგრძე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება