რატომ სჭირდება ხელსაწყოების ნაკრები ყველას? |
რატომ სჭირდება ხელსაწყოების ნაკრები ყველას? |
წარმოიდგინეთ, ერთ ყუთში უამრავი ხელსაწყოა მოთავსებული და სხვადასხვა საქმისთვის იყენებთ. კარგი შესაძლებლობაა და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ხელსაწყოების ცალ-ცალკე შეგროვება საკმაოდ რთულია. ნაკრებში კი, ერთმანეთის მსგავსი ინსტრუმენტები ერთიანდება. მაგალითად, შეგიძლიათ ნაწილი კარის შესაკეთებლად გამოიყენოთ, ნაწილიც ონკანის დასამონტაჟებლად და ა.შ. კომპლექტში ისეთი ხელსაწყოებია მოთავსებული, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდება.
ინსტრუმენტების ნაკრებში შემავალი ხელსაწყოები, არაფერში იზღუდება. კონკრეტული ადგილი, თუ სად დაგჭირდებათ და სად არა, რთული განსასაზღვრია. ხელსაწყოები ნებისმიერ დროსა და ადგილას შეიძლება გამოგადგეთ. დასაწყისში კარის შეკეთება და მსგავსი საქმიანობები ვახსენეთ, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ ინსტრუმენტები სახლისთვის აუცილებელია. ხელსაწყოები ასეთი წვრილმანებისთვისაა გამოსადეგი, ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. ასეთი უსიამოვნებები თავს როდის იჩენს, არავინ იცის. ინსტრუმენტების ნაკრები აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ მშენებლობებითა და მსგავსი აქტივობებით ხართ დაკავებული. ასევე, მნიშვნელოვანია სანტექნიკური საქმიანობისთვის, მილების შესაკეთებლად, ხრახნების გადასაჭერად და სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაწყოების ნაკრები ყველასთვის გამოსადეგია და სასურველია რომ სახლში გქონდეთ.
კომპლექტში შემავალ ხელსაწყოებს არ აქვს, სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე, რესურსები და სხვა მსგავსი მახასიათებლები. ხელის ინსტრუმენტები ელექტრო ინსტრუმენტებისგან, სწორედ მსგავსი თვისებებით განსხვავდება. ამ შემთხვევაში მთავარი სხვაობა რაოდენობაა. არსებობს ინსტრუმენტების ნაკრები, რომლებშიც ბევრი ხელსაწყოა თავმოყრილი. ნაწილში კი საშუალო რაოდენობაა ან სულაც მცირე. ძირითადი სხვაობა სწორედ ამ უკანასკნელშია. ამიტომ, შეძენამდე თვალი გადაავლეთ და გაითვალისწინეთ.
ამჯერად მხოლოდ ხელსაწყოების ნაკრებზე ვისაუბრებთ, მაგრამ არსებობს ქანჩის გასაღებების კომპლექტიც. მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთში არ აგერიოთ და შემთხვევით არასწორად არ შეიძინოთ. ორივე სხვადასხვა საქმისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩააბაროთ. ამიტომ, ამ დეტალის გათვალისწინება აუცილებელია.
როგორც უკვე ვთქვით, კომპლექტები ერთმანეთისგან, სხვა დეტალებთან ერთად, ხელსაწყოების რაოდენობით განსხვავდება. თუ კი ინსტრუმენტები უბრალოდ სახლისთვის გინდათ და თადარიგს იჭერთ რომ საჭიროების დროს გვერდით გქონდეთ, მაშინ მცირე რაოდენობიანი ნაკრების შეძენა შეგიძლიათ. ასეთი კომპლექტი ნამდვილად გამოგადგებათ და გასაჭირის ჟამს მხარში ამოგიდგებათ, საუკეთესო დამხარეთ გადაიქცევა. არსებობს მეორე შემთხვევა, სადაც სხვანაირი ნაკრებია საჭირო. თუ ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა და მსგავს ინსტრუმენტებთან ერთად ხშირად საქმიანობთ, მაშინ უმჯობესია არჩევანი მრავაფეროვან ინსტრუმენტებზე შეაჩეროთ. ასეთი სიტუაციისთვის კარგი იქნება, თუ ბევრცალიან კომპლექტს შეიძენთ. ბევრად უფრო მომგებიანი იქნება და უკეთ იმუშავებთ. რაც უნდა დაგჭირდეთ, ყველაფერი ადგილზე გექნებათ. ამაზე მეტი კომფორტი კი რა უნდა იყოს?!
ამ კუთხით დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს. ხელსაწყოების ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე კომოფრტული რამაა. მარტივი გადასაადგილებელია და ეს დიდი უპირატესობაა. თითოეულ კომპლექტს სხვადასხვა წონა აქვს, თუმცა ეს კომოფრტულობას არ ცვლის. საბოლოოდ, მძიმე მაინც არცერთი ნაკრები არ არის. წონა მეტ- ნაკლებად მერყეობს, მაგრამ მოუხერხებელიაო ვერცერთზე ვიტყვით.
ამ უკანასკნელის გარეშე არაფერი გამოდის. თუ კი ნებისმიერი სახის ხელასწყო ხარისხიანი არ იქნება, ყველაფერი მანდვე მთავრდება. ამიტომ, ინსტრუმენტების შერჩევისას სიფრთხილე გვმართებს. თამამად ვიტყვით, რომ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ეს წესი არ ვრცელდება. Holst.ge - ზე მოხვედრა უკვე იმას ნიშნავს, რომ ბრენდი ხარისხიან პროდუქტებს ქმნის. ასე რომ, ამ საკითხზე არ იდარდოთ და შერჩევას ჩვენთან ერთად შეუდექით.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ყველანაირად თქვენზეა მორგებული. ის თუ იცით, რომ ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გიწევთ. დიახ, ციფრულ ეპოქაში უკვე ინსტრუმენტების შეძენაც მარტივია. ასე კი თავიდან მოსაწყენ აქტოვობებს ირიდებთ, ისეთებს როგორებიცაა: მაღაზიამდე მისასვლელი საცობი, რიგში დგომა და ა.შ.
გამოწერის შემდეგ რა ხდება, როგორ მოვა თქვენამდე ნივთები ? ჩვენი კურიერები ხელსაწყოებს მალე და უვნებელს ჩაგაბარებენ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მომსახურება უფასოა. ის არ გამოგვრჩეს, რომ ნივთებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. საკურიერო მომსახურება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვრცელდება.
ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა ხელსაწყოები აცილებლად გჭირდებათ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ. მსგავს მომენტებში თითქოს გამოსავალი არ არსებობს, თუმცა ეს სიმართლე არ არის. ასეთ დროს შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ და გადასახადი თანხა სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილოთ. ჩვენთან არჩევნის საშუალება გაქვთ. შეგიძლიათ საქართველოს ბანკის, თიბისის, კრედოსა და სფეისის შემოთავაზებებიდან ერთ-ერთი აირჩიოთ.
Holst.ge - ზე თითქმის ყველა ხელსაწყოს გარანტია მოყვება. ზოგს ერთ წლიანი, ზოგს კი უფრო მეტი, ან ნაკლებიანი. ხელსაწყოები დაზღვეულია და ეს დიდი უპირატესობაა. მუშაობის პროცესში ზოგჯერ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მხოლოდ ინტენსიური საქმიანობისას ვლინდება. საგარანტიო ტალონი კი ასეთ დროს მშველელია. მსგავს შემთხვევაში ინსტრუმენტი სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, გარანტიაც თან იქონიოთ და ხელსაწყოს მაშინვე შეაკეთებენ.
Schpindel- ი, როგორც ელექტრო ისე ხელის ინსტრუმენტებში, ძლიერი ბრენდია. მასზე კარგის მეტი არაფერი გვსმენია. ხელსაწყოებს მუდამ მაღალი პასუხისმგებლობით აწყობენ, შესაბამისად, კარგ პროდუქტს ვიღებთ. რაც შეეხება კონკრეტულ ხელსაწყოების ნაკრებს, ნამდვილად გამორჩეულია. კომპლექტში 219 ინსტრუმენტი შედის. დიდი რაოდენობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ყველანაირი სახის საქმეზე გამოიყენებთ. მნიშვნელობა არ აქვს, პატარა სამუშაო იქნება თუ უფრო სერიოზული, ამდენი ხელსაწყოდან რომელიმე უპირობოდ დაგეხმარებათ. თუ კი ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა, მაშინ კონკრეტული მოდელი უნდა შეიძინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინსტრუმენტს მოიცავს, კომპაქტურობას მაინც ინარჩუნებს. ამიტომ, გადაადგილება დისკომფორტს არ გამოიწვევს.
უპირატესობები:
შემდეგი ინსტრუმენტების ნაკრები კვლავ Schpindel- საა. ეს მოდელი უფრო ნაკლებ, კერძოდ, 150 ხელსაწყოს მოიცავს. თითოეული ნივთი ზუსტადაა შერჩეული და საქმისთვის კარგად გათვლილია. რთულსა თუ მარტივ დავალებებს, ერთნაირად არაჩვეულებრივად უმკლავდება. კომპლექტი საშუალო წონისაა და ერთი ადგილიდან მეორემდე, უპრობლემოდ გადაიტანთ. ინსტრუმენტები ხელს სხვადასხვა საქმეში გაგიმართავთ. ამ მოდელის შეძენას ნამდვილად არ ინანებთ.
უპირატესობები:
ამჯერად საქმე Tolsen - ის ხელსაწყოების ნაკრებთან გვაქვს. ინსტრუმენტები ხარისხიანია და ყველა გამძლეა. სიმსუბუქე მეტად კომპაქტურს ხდის. ყუთის წაღება ყველგან შეგიძლიათ, თან ისე რომ დისკომფორტს სულაც არ შეგიქმნით. ნაკრები 89 ცალიანია და საუკეთესო ხელსაწყოებს აერთიანებს.
უპირატესობები:
ბოლოს კი 119 ცალიანი კომპლექტით დავასრულოთ. ეს მოდელი როგორც პროფესიონალისთვის, ასევე დამწყებისთვისაც საუკეთესოა. ყველაფერთან ერთად, ნაკრებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. არც ის დავივიწყოთ, რომ Holst.ge - ზე ნივთებს მარტივად, სახლიდან გაუსვლელად იძენთ.
უპირატესობები: