| რატომ უნდა გამოვიყენოთ მანქანის მტვერსასრუტი? |
| რატომ უნდა გამოვიყენოთ მანქანის მტვერსასრუტი? |
ერთი შეხედვით, უჩვეულოდაც კი ჟღერს კითხვა: რატომ უნდა გამოვიყენოთ მანქანის მტვერსასრუტი?
აბა, წარმოიდგინეთ, ავტომობილის სალონში რომ ნამცეცები, ნარჩენები, ქვიშა და ხრეში ეყაროს, მოგინდებოდათ, ჩაჯდომა? ნუ, კარგით, ხრეში ნამეტანია, გეთანხმებით, მაგრამ ნამცეცები და ნარჩენებიც არ ჟღერს მთლად საუკეთესოდ.
მოკლედ, თუკი თქვენი „რკინის რაში“ ნამდვილად გიყვართ, სათაურში მოხმობილ კითხვაზე პასუხის გაცემა უმარტივესია: მანქანის მტვერსასრუტი იმიტომ უნდა გამოვიყენოთ, რომ სალონი ყოველთვის სუფთა და მოვლილი გვქონდეს.
აი, ეს უკვე გაცილებით უკეთესი კითხვაა, რომელსაც როგორც ყოველთვის, Holst.ge ამომწურავად უპასუხებს.
დავიწყოთ იმით, რომ მანქანის მტვერსასრუტი კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა, რაც იმის საშუალებას იძლევა, საბარგულში ისე შეინახოთ, რომ დიდი ადგილი არ წაგართვათ, ასევე, გამოიყენოთ სივიწროვეშიც და მოკლედ, ზედმეტი სირთულეების გარეშე განაგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება.
მანქანის მტვერსასრუტის მოდელების უმეტესობა უზრუნველყოფს სალონის მშრალ დასუფთავებას, ანუ შესაძლებელია, მოაშოროთ ქვიშა, ნამცეცები და სხვა წვრილ-წვრილი ნარჩენები. უმეტეს სიტუაციებში ეს აბსოლუტურად საკმარისია. ზოგიერთი მტვერსასრუტი სითხისგან თავის დაღწევის საშუალებასაც იძლევა. ასეთი მოდელი იმ მძღოლს გამოადგება, ვის სალონშიც ხშირად ხვდება გაზიანი სასმელები, ყავა, ჩაი და ასე შემდეგ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სველი დასუფთავების მტვერსასრუტი მნიშვნელოვნად იშვიათად გვხვდება.
უმეტეს შემთხვევაში, მანქანის მტვერსასრუტში კონტეინერი თავსდება. ასეთი მოდელის პლუსები გახლავთ:
ასევე, არსებობს მტვერსასრუტი პატარა ტომსიკით, რომელიც საკმაოდ კომფორტულია. მინუსად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ტომსიკა კონტეინერზე ბევრად პატარა ზომის არის და დაცლაც ხშირად სჭირდება.
ყველა ასეთი მოწყობილობა გათვლილია მშრალი ნარჩენების შეგროვებაზე, როგორიც არის, მაგალითად, საკვების ნამცეცები, მტვერი, ქვიშა, ბუმბული, თმა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი დაბინძურება გვხვდება ავტომობილების უმრავლესობაში. თუმცა, არსებობს ისეთი მოდელებიც, რომელთაც, ჩამოთვლილის გარდა, სითხის შეწოვაც შეუძლიათ, რაც ძალიან დიდ პლუსად ითვლება.
აკუმულატორიანი მოდელი, რომელიც კვებას ელემენტების მეშვეობით იღებს, უნივერსალურია. შესაბამისად, გამოდგება არა მხოლოდ ავტომობილსა და ფარეხში, არამედ, სახლშიც, მაშინ, როცა სავარძლებიდან მოსაშორებელია ცხოველების ბეწვი და დიდი მტვერსასრუტის გამოყენება ზედმეტ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთად, ეს პორტატიული მოწყობილობა გამოსადეგია აგარაკზე, ლაშქრობისას, მოგზაურობისას. ერთი კია, აუცილებლად გასათვალისწინებელია, კონკრეტულად რა სახის დაბინძურებას უმკლავდება ესა თუ ის მოდელი.
ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად გამოიყენებთ, რამდენად დიდია თქვენი ავტომობილის სალონი, სად შეინახავთ მოწყობილობას. უშლანგო მტვერსასრუტის აშკარა უპირატესობა მისი კომპაქტურობა გახლავთ, რადგან შენახვა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელია. თუმცა, ყოველთვის როდი მოხერხდება, რომ მოწყობილობის კორპუსით ვიწრო ადგილებს მიუდგეთ, მაგალითად, სივრცეს სავარძლის ქვეშ. აი, შლანგიანი მოდელი ამ მხრივ გაცილებით პრაქტიკულია, რადგან მოქნილი შლანგი ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებსაც მისწვდება.
სალონის დასასუფთავებელი კომპაქტური მოწყობილობა ნამდვილად სასარგებლო და მომგებიანი შენაძენი იქნება. პირველ რიგში, მისი კონსტრუქცია, როგორც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მიუდგომელი სივრცეების დასუფთავების საშუალებას იძლევა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ მოწყობილობა იშვიათად აღემატება 2 კილოგრამს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასუფთავების პროცესი მარტივი და სასიამოვნო იქნება.
მესამე და ესეც ძალიან საინტერესო მიზეზი - მანქანის მტვერსასრუტის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ ფარეხში, არამედ შორეული მგზავრობის დროსაც. განსაკუთრებით აუცილებელია ეს, თუკი მგზავრებს შორის ბავშვებიც არიან. გზად ნამდვილად აღარ მოგიწევთ სამრეცხაოებში შესვლა და დამატებითი ხარჯების გაღება - თუ პატარები ზედმეტად მოსვრიან სალონს, კომპაქტური მტვერსასრუტით ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ.
საბარგულში მანქანის მტვერსასრუტის ქონით, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, სულ რაღაც 10-15 წუთში სალონი მოაწესრიგოთ და გზა კმაყოფილმა განაგრძოთ.
მოწყობილობა არ არის გათვლილი ადვილად აალებადი და ფეთქებადსაშიში საშუალებების შეგროვებაზე. ამდენად, კატეგორიულად არის აკრძალული მაგალითად, მიაკაროთ დაღვრილ ზეთს, ფერფლს, სიგარეტს. ასეთი დაბინძურებისთვის სპეციალური პროფესიონალური მტვერსასრუტებია განსაზღვრული, რომელთაც ელექტრო დაცვის მაღალი ხარისხი გამოარჩევთ, ასევე, ფილტრაციის რთული სისტემა. ასევე, თუკი მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ მშრალი ნარჩენების მოგროვებაზე, არ შეიძლება თხევადი ნარჩენების მოწმენდა. ამას შეიძლება, სერიოზული დაზიანება მოჰყვეს.


