რატომ უნდა გქონდეს სახლში დამაგრძელებელი ? |
რატომ უნდა გქონდეს სახლში დამაგრძელებელი ? |
წარმოიდგინეთ, მთელი დღე რომ ოცნებობდით, ის დრო დადგა. ლეპტოპთან ერთად, თქვენი საყვარელი ადგილისკენ მიდიხართ. ფილმს უნდა უყუროთ და იტიროთ ან იცინოთ. გააჩნია როგორი დღე გქონდათ. ისე ჩვენ მეორეს გირჩევთ. ეს- ესაა სკამში ეშვებით, მთელი დღის დაღლას ივიწყებთ, წარმოიდგენთ თუ როგორი საამო საათები გელით და გეღიმებათ. პარალელურად, ლეპტოპს რთავთ, მაგრამ შავი ეკრანი და საკუთარი ანარეკლი, ალმაცერად მოგჩერებიათ. და აი, რაშია საქმე! მოსასულიერებელი გყავთ ჯერ ლეპტოპი და მერე საკუთარი თავი. მეორე სევდიანი ამბავი ის იქნება, თუ სახლში დამაგრძელებლები არ მოგეპოვებათ. გამოდის რომ მთელი დღის საოცნობო ადგილი უნდა დავიწყოთ და იქ გადაჯდეთ, სადაც დენის წყაროა. ამის გაანალიზების შემდეგ კი ნამდვილად სასოწარკვეთილი ხართ. მოკლედ, ხომ გახსოვთ სიცილი რომ გირჩიეთ ? ჰოდა, დამაგრძელებლებსაც გირჩევთ და შეიძინეთ, თუ არ გინდათ იგივე გადაგხდეთ. ალბათ, წასაკითხადაც საკმარისი კოშმარი იყო.
ასე ნამადვილად ვერ ვიტყვით. არაობას ყველაფერი სჯობს, მაგრამ უმჯობესია მახასიათებლებს თვალი გადაავლოთ. საქმეს კიდევ უფრო გავამარტივებთ და რამდენიმე მნიშვნელოვან თვისებას გაგანდობთ. პირველ რიგში, ყურადღება ამპერს მიაქციეთ. შემდეგ კი მახასიათებლების გრაფაში, სადენის სიგრძე და ჩამრთველების რაოდენობა იპოვეთ. ყველას სხვადასხვა მონაცემები აქვს, ამიტომ, უმჯობესია თუ გულს კარგად შეაჯერებთ. რაც შეეხება ფერს, გემოვნების საკითხია და წონით კი ყველა მსუბუქია.
Linus - ის დამაგრძელებელი კარგ თვისებებს მაგნიტივით იკრავს. ხელსაწყო დენის ფილტრით, დამიწებითა და ჩამრთველითაა წარმოდგენილი. სადენი გრძელია და დიდ ტერიტორიას სწვდება. დახამრების ხელი მუდამ გამოწვდილი აქვს და გელოდებათ. მართლაც სულ ფორმაშია და შეძენის შემთხვევაში, გპირდებათ, რომ დასაწყისში აღწერილ სიტუაციას არასდროს გამოცდით. ვფიქრობთ, შესანიშნავი შემოთავაზებაა.
უპირატესობები:
ეს დამაგრძელებელი ნაკლებ ამპერიანია. საქმეს კი კარგად ასრულებს, მაგრამ თუ მოწყობილობის სწრაფად დატენვა გსურთ, უმჯობესია მძლავრი შეიძინოთ. ინსტრუმენტს სამი ჩამრთველი აქვს და სიგრძეშიც ამდენივეა. მსუბუქია, ამიტომ სადაც გინდათ იქ წაიღებთ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
უპირატესობები:
ბოლო დამაგრძელებელი დანარჩენებისგან განსხვავებულია. კონკრეტულად იმით, რომ ცალკე ჩამრთველი არ აქვს. ფასიც მეტად ხელმისაწვდომია. ხარისხი და საქმისადმი ერთგულება კი ისევ ძალაშია.
უპირატესობები: