რატომ უნდა შეიძინო ბარგალკა? |
რატომ უნდა შეიძინო ბარგალკა? |
სიტყვა „ბარგალკა“ უკვე ბევრ რამეს გვეუბნება. გაგონებისთანავე ვიცით რომ საქმე ჭკვიან ხელსაწყოსთან გვაქვს. მსგავსი ინსტრუმენტისთვის საჭირო ყველა თვისებას აერთიანებს. ხელსაწყოს წარმატებული მუშაობა მხოლოდ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მანამდე კი გეტყვით რომ კუთხსახეხი მეტალის საჭრელად და დასამუშავებლად გამოიყენება. ახლა კი ნამდვილად იცით, რასთან გაქვთ საქმე. ინსტრუმენტთან, რომელიც პროფესიონალებისთვის აუცილებელი ატრიბუტია. ხელსაწყო სწრაფად და კომფორტულად შესრულებული საქმის გარანტია.
მოდით ყველაფერი მეტად ნათელი გავხადოთ. ამისთვის კი სამ მნიშვნელოვან მახასაითებელს შევეხოთ. მათი მეშვეობით ხელსაწყო უფრო კომპაქტურია. შესაბამისად, მუშაობაც მარტივდება. პირველ რიგში, ყურადღებას ვიზუალი იქცევს. ინსტრუმენტი ერთი შეხედვითაც თვალს უნდა დაამახსოვრდეს. ამას კი დახვეწილობა და სიმარტივე განსაზღვრავს. ჩამოთვლილი ბარგალკები კი ზუსტად ასეთია. ხელსაწყო ორგვარი ფორმისაა, მოკლე და გრძელ ტარიანი. ორივე კომპაქტურია, არჩევანი კი თქვენს სურვილზეა.
მეორე დადებითი მხარე ბალგარკის წონაა. სიმძლავრის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მძიმე არც ასეთი მოდელებია. რა თქმა უნდა, მძლავრი კუთხსახეხები მეტს იწინის, მაგრამ დისკომფორტს არ იწვევს. ეს კი მნიშვნელოვანია. მუშაობისას ინსტრუმენტმა ზედმეტად არ უნდა გადაგღალოთ. ამაში უდიდესი როლი კი სწორედ წონას უჭირავს.
მესამე სარგებელი ზომაზე მოდის. ნახსენები სამივე მახასიათებელი ერთმანეთთან კავშირშია. ფორმის, წონისა და ზომის ნორმალური მაჩვენებელი ჰარმონიულობას ქმნის. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი კუთხსახეხის ხელში ჭერაც მარტივდება. ხელსაწყოები კარგი ზომისაა, არც ძალიან დიდი და არც პატარა. საშუალო ბალგარკა პრობლემას დიდხნიანი მუშაობის დროსაც კი არ ქმნის. როგორც უკვე ნახეთ, ამ მახასიათებლებში კუთხსახეხს ვერავინ სჯობნის.
ვიზუალი ყველაფერი არ არის. თუ ხელი სხვა მახასიათებლებმა არ შეუწყო, მხოლოდ წონა და ზომა შორს ვერ წაგვიყვანს. სიმძლავრეს და სიჩქარეს კი ეს ნამდვილად შეუძლია. მათზე ისედაც ბევრი რამეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით მეტია შესაძლებლობები. ყელაფერი შემდეგნაირად ნაწილდება. თუ თქვენი საქმიანობა უშუალოდ მეტალთან მუშაობას მოიცავს, მაქსიმალურად მძლავრი ბარგალკა დაგჭირდებათ. ასეთი ხელსწყო სრულ დატვირთვას უძლებს. მისთვის პრობლემა არც მთელი დღე მუშაობაა. შესაბამისად, თუ კი ბევრი საქმე და ცოტა დროა, მძლავრი და ჩქარი კუთხსახეხი ზედგამოჭრილია. თუ მოყვარული ბრძანდებით,მაშინ მაქსიმალური მონაცემების მქონე ხელსაწყო სავალდებულო არ არის. ამიტომ, შეძენისას ორივე მახასიათებელს ყურადღება განსაკუთრებულად მიაქციეთ.
სტატიაში ოთხ ბალგარკას განვიხილავთ. პირველობა კი Dewalt - ის ხელსაწყოს ერგო. ეს შემთხვევითი არ არის. მოწინავე პოზიციას ნამდვილად იმსახურებს. ასე მახასიათებლებიდან გამომდინარე ვამბობთ. ხელსაწყო ყველანაირად საუკეთესოა. პირველად ყურადღებას სიმძლავრე იქცევს. 1400 W კარგი მაჩვენებელია. მეტალს სრულყოფილად ჭრის და ამუშავებს. არც დიდხნიან საქმეს უშინდება. ხელსაწყო პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი. რთულ მასალასაც კი მარტივად უმკლავდება. დამაბრკოლებელ ფაქტორს მართლა ვერ უპოვით. ამ ყველაფერთან ერთად კი კომპლექტაციაც მოყვება. მასში დამატებითი სახელური და დამცავი შედის. ხელსაწყო მოკლე ტარიანია. სახელური კი ფორმის ცვილებაში დაგეხმარებათ. ამას კი საჭიროების მიხედვით გადაწყვეტთ. ფართო არჩევანი ბევრად მომგებიანია. ამიტომ, თუ გრძელი სახელური დაგჭირდებათ, იქვე გექნებათ და ცალკე აღარ შეიძენთ. დამცავი კი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ატრიბუტია. სწორედ ამიტომ მისი გამოყენება მუდამ საჭიროა.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown - ზე დადებით ასპექტში ბევრის თქმა შეიძლება. გამძლეობა მისი მთავარი უპირატესობაა. ბარგალკას მაღალი სამუშაო რესურსი სჭირდება. მეტალი საკმაოდ სპეციფიკური მასალაა. უხარისხო ხელსაწყოა შესაძლოა მწყობრიდან მალე გამოვიდეს. თქვენ კი ასეთი ინსტრუმენტი არაფერში გამოგადგებათ. Crown - ის კუთხსახეხი ყველანაირად გამძლეა. ამასთანავე, სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს. მაგალითად, სიჩქარე და კვების წყარო. ფორმით გრძელ ტარიანია, წონით კი საკმაოდ მსუბუქი. ხელსაწყოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, კერძოდ, რეგულირებადი სიჩქარე. ყველფერი თქვენი კონტროლის ქვეშაა. ისეთივე ტემპით ამუშავებთ, როგორითაც გსურთ. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. სახელური ყოველთვის დამატებითი სარგებელია. სხვა ნივთებიც მნიშვნელოვანია. ასე რომ, ბარგალკისთვის კომპლექტაცია საჭიროა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Stanley - ის ხელსაწყოს უპირატესობად ხელმისაწვდომი ფასი ემატება. ხშირად ზოგიერთ ნივთს, სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ვიძენთ. კონკრეტული მოდელი კი ამ მხრივაც გამორჩეულია. გარდა ამისა, კომფორტულია. მოკლე ტარიანი და მსუბუქია. ამიტომ, წინ სასიამოვნო სამუშაო პროცესი გელოდებათ. სიმძლავრით საშუალო ნიშნულზე დგას. ვერ ვიტყოდით რომ მძლავრია და ვერც იმას რომ სუსტია. დაკისრებულ მოვალეოაბს კარგად ასრულებს, მთავარი ეს არის. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი ახლავს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია აქვს. თუ კი ამ დროის განმავლობაში თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, საგარანტიო ტალონი მშველელი იქნება. ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. შეძენაც მარტივია. Holst.ge - დან გამოიწერთ და უფასო საკურიერო სერვისით ისარგებლებთ. თუ ყიდვა უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მხოლოდ ნივთის კალათში მოთავსებაა საჭირო. შემდეგ ინსტრუქციასაც მარტივად გაყვებით და სულ ეს არის.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Bosch - ის ბალგარკას რეკომენდაცია ნამდვილად ეკუთვნის. პირდაპირ გეტყვით რომ თავდაუზოგავი შრომისთვის დაბადებული არ არის. პერიოდულად შესვენება სჭირდება. მთელი დღით დატვირთვას ვერ უძლებს. სიმძლავრე 670 W - ია. სწორედ ამიტომაა ასე. რთული საქმეებისთვის ნაკლებად გმოდგება. დამწყებთათვის კი იდეალურია. ხელმისაწვდომი ფასი აქვს, კომფორტული, მსუბუქი და ხარისხიანია. მოყვარულისთვის კი აღნიშნული სიმძლავრეც საკმარისია. კიდევ რა არის საჭირო ? არც არაფერი. კომპლექტაციაში კი დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. ჩამოთვლილი ნივთები უფრო კომპაქტურს ხდის. ამიტომ, მუშაობაც ორმაგად სასიამოვნოა. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. თუ ისევ ორჭოფობთ, დროა მსგავსი ფიქრები გვერდით გადადოთ და Bosch - ის კუთხსახეხი გამოიწეროთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: