რატომ უნდა შეიძინო დამაგრძელებელი?

მეტი თუ არა, ერთი დამაგრძელებელი ყველას უნდა ჰქონდეს სახლში. დიახ, ასეთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა და თქვენს კომფორტზე ზრუნავს. უსიამოვნო მომენტებს თავიდან გარიდებთ და სრულ იდილიას ქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელსაწყო დაკისრებულ მოვალეობას თავს იდეალურად ართმევს და კმაყოფილს გტოვებთ.

რა უნდა იცოდე ინსტრუმენტის შეძენამდე?

ყველა ხელსაწყოს აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ზუსტად ასეა გამაგრძელებლის შემთხვევაშიც. პირველ რიგში, თვალ-ყური მიადევნეთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: ჩამრთველების რაოდენობა და სადენის სიგრძე. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ სიხშირე და სხვა ყველა წვრილმანი მახასიათებლებიც, მაგრამ ეს ორი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს ხელსაწყოები, რომლებსაც 3 შესაერთებელი აქვს, ან უფრო მეტი, მაგალითად 4 და 5. აქ უკვე ყველაფერი თვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული. რომელი სახის ინსტრუმენტი გსურთ, ბევრ ჩამრთველიანი, თუ შედარებით ცოტა? ამასთანავე, არსებობს გრძელი და საშუალო ხელსაწყოები. თუ გინდათ, რომ შორ მანძილზე მოგწვდეთ, მაშინ მაქსიმალური სიგრძის მქონე დამაგრძელებლები უნდა შეიძინოთ, სხვა შემთხვევაში კი ნაკლებიც მისაღებია.

რატომ ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი?

კომფორტი და ხარისხი გიყვართ? თუ კი, მაშინ სწორედ ამიტომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ. აქ ყველაფერი დაგხვდებათ იმისთვის, რომ ერთი ყიდვით შეგვიყვაროთ. პირველ რიგში, ხელსაწყოების შესაძენად სულაც არ გჭირდებათ სახლიდან გასვლა. ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ნივთების შეძენა. პრინციპი მარტივია: საიტზე სასურველ ინსტრუმენტს არჩევთ, რამდენიმე პროცედურას გადიხართ და შემდეგი ეტაპი მხოლოდ ლოდინია. არ გეგონოთ, რომ ცდა დიდხანს მოგიწევთ. სულაც არა, გამოწერილი ხელსაწყოები თქვენამდე მაქსიმალურად მოკლე დროში მოვა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ყველაფერი ეს არ არის. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს თბილისსა და რეგიონებში. იმ შემთხვევაში რა ხდება, როცა ნივთი სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგრამ ერთიანი თანხა არ გაქვთ? ამ დროს საუკეთესო გამოსავალი განვადებაა. თუ კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ, შეგიძლიათ ამ მეთოდს მიმართოთ, რამდენიმე ბანკიდან ერთ-ერთი აირჩიოთ და დაელოდოთ პასუხს. დამტკიცების შემთხვევაში, თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ.

LINUS LIN-LER3X3M A+C დამაგრძელებელი ჩამრთველით, დამიწებით, USB-პორტით 3 ადგილიანი 3 მეტრი (თეთრი/ნაცრისფერი)

Linus-ი ნათურებში, დამაგრძელებლებსა და მსგავსი ტიპის ხელსაწყოებში ლიდერი ბრენდია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინსტრუმენტს, 3 ჩამრთველი და საშუალო სიგრძის კაბელი აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია, რაც ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - დამიწებით და ჩამრთველით
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 3       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1       
  • ფერი - თეთრი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081102217         
  • წონა (კგ) - 0.5

უპირატესობები:

  • ჩამრთველების რაოდენობა
  • მაღალი ხარისხი
  • სადენის სიგრძე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე

LINUS LIN-LE4X5M დამაგრძელებელი ჩამრთველით, დამიწებით 4 ადგილიანი 5 მეტრი

Linus-ი მრავალფეროვნებითაც გვანებივრებს, ამიტომ კიდევ ერთ, ოდნავ განსხვავებულ ხელსაწყოს წარმოგიდგენთ. ეს კონკრეტული დამაგრძელებელი 4 ჩამრთველით გამოირჩევა, ასევე საკმაოდ გრძელი კაბელი აქვს. შეგიძლიათ შორ მანძილზე გამოიყენოთ, მაგალითად ერთი ოთახიდან მეორეში. ინსტრუმენტი ძალიან კომპაქტურია და მარტივად გადააადგილებთ.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული         
  • ჩამრთველების რაოდენობა - 4       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 5       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1       
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081665484         
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სადენის სიგრძე
  • ჩამრთველების რაოდენობა
  • მაღალი სიხშირე

LINUS LIN-WO3x10MB დამაგრძელებელი 3 ადგილიანი 10 მეტრიანი შავი

კიდევ უფრო გრძელი ხელსაწყო გსურთ? მაშინ Linus-ის ეს 10 მეტრიანი ინსტრუმენტი იდეალურია. შეგიძლიათ ერთდროულად 3 ნივთი შეაერთოთ, რაც ძალიან კომფორტულია. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაშიც დაზღვეული ხართ. მოკლედ, ახლა უკვე იცით, თუ სად უნდა შეიძინოთ საუკეთესო დამაგრძელებლები. განხილული სამივე მოდელი არაჩვეულებრივია და არჩევანი თქვენზეა.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული         
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 10     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 0.75   
  • ფერი - შავი   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081906983         
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება