| რატომ უნდა შეიძინო გენერატორი? |
| რატომ უნდა შეიძინო გენერატორი? |
ზოგიერთი ხელსაწყო ისეთია, სათადარიგო მიზნით, სახლში რომ უნდა გქონდეთ. რა იცით როდის დაგჭირდებათ? გენერატორი სწორედ ამ კატეგორიაში შედის. ინსტრუმენტი დიდ ენერგიას იტევს და თითქოსდა გამოუვალ სიტუაციაში, იმედის ნაპერწკლები შემოაქვს. დიახ, ზუსტად ასეთია და აუცილებლად უნდა გქონდეთ. განსაკუთრებით მაშინ დაგჭირდებათ, თუ ელექტრო ენერგია ხშირად არ გაქვთ. ასეთი უსიამოვნო მომენტი, გენერატორთან ერთად, სულ სხვანაირი იქნება. ხელსაწყოს მეშვეობით სიბნელეში ყოფნა არ მოგიწევთ.
გენერატორები ყველგან საჭიროა, მაგრამ ზოგიერთ ადგილას განსაკუთრებით. მაგალითად, საავადმყოფოებში, სტომატოლოგირ კლინიკებში, სხვადასხვა ოფისში და ა.შ. სია საკმაოდ ვრცელია და სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ყველა მსგავს ადგილას, გენერატორი აუცილებლად უნდა იყოს. განსაკუთრებით საავადმყოფოებში, რადგან ელექტრო ენერგიის არ ქონამ, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენტებს. გენერატორის მეშვეობით კი ასეთ დროსაც შეძლებთ სხვადასხვა მოწყობილობის ამუშავებასა და მათთვის ენერგიის გადაცემას.
სიმძლავრე ძალიან საყურადღებო მახასიათებელია. ფაქტობრივად, შეძენის დროს სწორედ ამას უნდა დაეყრდნოთ. სხვადასხვანაირი გენერატორი არსებობს, ზოგი მძლავრია, ზოგიც ნაკლებად. იმისთვის რომ თქვენს საქმეს ინსტრუმენტი ზუსტად მოარგოთ, შესაფერისი გენერატორი უნდა შეარჩიოთ. ეს საკითხი არც ისე რთულია, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ. მძლავრ ხელსაწყოს იმ შემთხვევებისთის გირჩევთ, თუ ხშირად გჭირდებათ და ამავდროულად, დიდი ტერიტორიისთვის. მაგალითად, საავადმყოფოსთვის აუცილებლად მაღალი სიმძლავრის მქონე გენერატორი დაგჭირდებათ. სახლში თუ გსურთ და თან იშვიათად უნდა გამოიყენოთ, მაშინ საშუალო ან დაბალი სიმძლავრის ხელსაწყო საკმარისი იქნება.
სიმძლავრით ყველაფერი არ სრულდება. არანაკლებ მნიშვნლოვანი მახასიათებლები არსებობს, კერძოდ, ავზის მოცულობა, სტარტერის ტიპი, კუბატურა, ზეთის მონაცემები და ა.შ. კარგი იქნება, თუ ყველაფერს გადახედავთ, ხელსაწყოებს ერთმანეთს შეადარებთ და ამის შემდეგ შეიძენთ. ამ მეთოდით თქვენი საქმისთვის შესაფერის ინსტრუმენტს იყიდით. მონაცემებს მარტივად იპოვით, ყველა ხელსაწყოს თან აქვს დართული.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სრულ კომფორტს გთავაზობთ. ხელსაწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ყველაფრის ყიდვა ონლაინაა შესაძლებელი. საიტიდან იწერთ და კურიერს ელოდებით. საქმე ძალიან მარტივადაა. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა. რაც შეეხება ბრენდებს, Holst.ge- ზე მხოლოდ რჩეულებს გადააწყდებით. სწორედ ამიტომ ხარისხი სანერვიულო არ არის.
ახლა კი მეტად დავკონკრეტდეთ და რამდენიმე ხელსაწყო დეტალურად განვიხილოთ. Schpindel- ის გენერატორი ძალიან მძლავრია და არც სხვა მახასიათებლებში მოიკოჭლებს. ხელსაწყოს ავტომატური სტარტერი და ტევადი აზვი აქვს. ინსტრუმენტი საწვავის მეშვეობით მუშაობს. გენერატორს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაჭრის. კონკრეტულ ინსტრუმენტს მაღალი მონაცემები აქვს, ამიტომ, გირჩევთ, რთული საქმისთვის გამოიყენოთ, თავს იდეალურად გაართმევს.

კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Schpindel - ის კიდევ ერთ გენერატორს წარმოგიდგენთ. კონკრეტული მოდელი საშუალო სიმძლავრისაა და თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, სახელური და ბორბლები. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსები აქვს, ამიტომ, დიდხანს და კარგად გამოიყენებთ.

კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw
იშვიათი გამოყენებისთვის, ამ კონკრეტულ მოდელს გირჩევთ. დანარჩენებთან შედარებით, დაბალი სიძლავრისაა, მაგრამ საშუალო დონის საქმეს თავს კარგად ართმევს. ინსტრუმენტს მექანიკური სტარტერი აქვს და გარანტია მოყვება.

უპირატესობები: