რატომ უნდა შეიძინო მანქანის მტვერსასრუტი?

ავტომობილი გყავთ, მაგრამ მანქანის მტვერსასრუტი არ გაქვთ? თუ ასეა გეტყვით, რომ ბევრს კარგავთ და გირჩევთ, ახლავე შეიძინოთ. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო? იმიტომ, რომ გეხმარებათ, მანქანა სულ ფორმაში გყავდეთ და ყველაფერი ყოველთვის სუფთა იყოს. ამავდროულად, მარტივი გამოსაყენებელია და გარდა ამისა, კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ვისაუბრებთ და ბოლოს რამდენიმე ინსტრუმენტს განვიხილავთ. ასე რომ, წინ საინტერესო საკითხავი გელოდებათ.

რა უპირატესობები აქვს მანქანის მტვერსასრუტს?

ყველაზე ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ იყოფა მტვერსასრუტები ამგვარად და რატომ არ გამოდგება სტანდარტული საწმენდი ავტომობილისთვის? მოდით, ერთხელ და სამუდამოდ, ამ კითხვებს ნათელი მოვფინოთ. ჩვეულებრივი მტვერსასრუტი საკმაოდ დიდია და მანქანისთვის მოუხერხებელი. უფრო მეტიც, ყველა კუთხეს ვერ სწვდება და სივრცეს სანახევრად ასუფთავებს. ერთი შეხედვით ყველაფერი იდელურადაა, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ კუთხეები ისევ მტვრით იქნება სავსე. მანქანის მტვერსასრუტი კი უნიკალურია და მისი გამოყენებისას მსგავსი უსიამოვნებები გამორიცხულია. ხელსაწყო ძალიან კომპაქტურია და შესაბამისად, ნებისმიერ ადგილს ასუფთავებს. ინსტრუმენტისთვის რთულად მისადგომი სივრცე არ არსებობს. ამასთანავე, უმეტესობა ძალიან მსუბუქია და არც დასუფთავების მომენტში გადაიღლებით. მანქანის მტვერსასრუტები საქმეს სწრაფად და უნაკლოდ ასრულებს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შერჩევისას?

მტვერსასრუტები საკმაოდ მარტივი შესარჩევია. კარგი იქნება, თუ პირველ რიგში, ყურადღებას სიმძლავრეზე გაამახვილებთ. მაღალი ძალის მქონე ხელსწყოები უფრო დიდი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. ასევე, კარგია დისტრიბუციის მანქანებისთვის, სადაც მტვერი ან სხვა ნარჩენები ორმაგი სისწრაფით გროვდება. ასეთ ვითარებაში, მაღალი მონაცემების მტვერსასრუტი საუკეთესოდ მუშაობს. თუმცა, ყოველთვის აუცილებელი არ არის, რომ მძლავრი ინსტრუმენტი გქონდეთ. შედარებით პატარა ავტომობილებისთვის, საშუალო ან დაბალი ძალის ხელსაწყოც სრულიად საკმარისია. ასეთი ინსტრუმენტები კიდევ უფრო კომპაქტურია და მცირე ადგილს იკავებს, შესაბამისად, შეგიძლიათ სულ მანქანაში გქონდეთ და როცა დაგჭირდებათ, მაშინ გამოიყენოთ. საქმის მხრივ კი იდეალურად ასუფთავებს და უკმაყოფილოს არცერთხელ არ დაგტოვებთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ის?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და ბევრ დროს ზოგავთ. გარდა ამისა, უსიამოვნო მოვლენებსაც თავიდან ირიდებთ, ისეთებს, როგორებიცაა: მაღაზიამდე მისასვლელი საცობი, უშუალოდ მაღაზიის რიგი და კიდევ ბევრი სხვა. თქვენ იწერთ, ჩვენ კი ნებისმიერ მისამართზე მოგვაქვს - ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?! საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც მოქმედებს. ნივთები კი თქვენამდე საკმაოდ მალე მოვა. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, განვადებით სარგებლობაც შეგიძლიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც მაღალი ხარისხია. თითოეული ხელსაწყო გამძლეა და დიდხანს მუშაობს. Holst.ge-ზე ფართო არჩევანიც დაგხვდება და თქვენი საჭიროებებისთვის შესაფერის ინსტრუმენტს, აუცილებლად იპოვით.

B&D PD1200AV-XJ მანქანის მტვერსასრუტი

Black and decker-ი საუკეთესო ბრენდია და ეს არაერთხელ დამტკიცდა. კონკრეტულო მანქანის მტვერსასრუტი მძლავრია და მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ ხელსაწყოს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას თვალის დახამხამებაში გადაჭრის.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048617632 (PD1200AV-XJ)       
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 12V   
  • წარმადობა - 0.4 l/min

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • წარმადობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • სიმსუბუქე

B&D PV1200AV-XJ-მანქანის მტვერსასრუტი

როდის იყო B&D მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს გვთავაზობდა?! მეორე მანქანის მტვერსასრუტი ოდნავ განსხვავებულია. ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია და ავტომობილს კარგად ასუფთავებს. ტევადი ავზი კი საქმეს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

Black&Decker manqanis mtversasruti

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპინ - მანქანის მტვერსასრუტი       
  • სიმძლავრე - 12.5 W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048617625         
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 12V   
  • ავზის მოცულობა - 0.44 l     
  • წარმადობა - 1060 l/min

უპირატესობები:

  • მაღალი სამშაო რესურსი
  • სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი წარმადობა
  • გამძლეობა
  • ხარისხი

CROWN CT63001HX-მტვერსასრუტი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown-ი კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ. კონკრეტული მტვერსასრუტი საშუალო სიმძლავრისაა და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, ძალიან კომპაქტურია, რაც ამარტივებს გადაადგილებას. არ გამოგვრჩეს, რომ ინსტრუმენტს გამძლე ელემენტი აქვს და დიდხანს მუშობს.

Crown manqanis mtversasruti

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - მანქანის მტვერსასრუტი         
  • სიმძლავრე - 20V       
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640186246873         
  • წონა (კგ) - 1.95         
  • კვების წყარო - ელემენტი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი რესურსი
  • ძლიერი ელემენტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება