რატომ უნდა შეიძინო ონკანი Holst.ge - ზე |
რატომ უნდა შეიძინო ონკანი Holst.ge - ზე |
ონკანი ერთადერთი ხელსაწყოა, რომელსაც სახლში არეულობის გამოწვევა შეუძლია. იმდენად დიდის, რომ შეიძლება მეზობლებმა თქვენი გასახლება მოითხოვენ. ალბათ, წარმოდგენაც რთულია და დროა გავამხილოთ რომ ასე მხოლოდ უხარისხო ონკანებს ემართება. მათთან საერთო კი არაფერი გვაქვს. დაბალი სამუშაო რესურსის მქონე ხელსაწყოები, ასეთ პრობლემას ქმნის. ონკანი მწყობრიდან მარტივად გამოდის, მილები ზიანდება და წყლის დიდი ნაკადი ჩანჩქერივით მოედინება. ამიტომ, ყველა ინსტრუმენტი სანდო როდია. თუმცა, ჩვენ ხარისხიანი ონკანები უნდა გაგაცნოთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მწყობრიდან მარტივად გამოყვანა რთულია. მაშინაც კი როცა დატვირთულად იყენებთ. ამიტომ, ბევრი აღარ იფიქროთ, თუ სად უნდა შეიძინოთ გამძლე ხელსაწყოები.
ონკანის აგებულება კარტრიჯსა და კორპუსს მოიცავს. ორი მნიშვნელოვანი ნაწილი, ზედაპირს მყარად უნდა ემაგრებოდეს. გარდა ამისა, მარტივად არ უნდა გაცვდეს და პირვანდელი იერსახე დიდხანს შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი მასალაა საჭირო. ბრენდ Kettler - ის ონკანები სხვადასხვა მასალისაა. მაგალითად, შეიძლება კერამიკული კარტრიჯი ჰქონდეს ან სხვა ნაერთებსაც მოიცავდეს. კორპუსი კი შესაძლოა ცინკის ან ლატუნის იყოს.
დავიწყოთ იქედან, რომ ერთი და იგივე ონკანი ყველგან არ გამოდგება. მაგალითად, სამზარეულოს ხელსაბანთან შედარებით, განსხვავებული ონკანი სჭირდება. ამიტომ, ყველას თავისი როლი აქვს. ასევე, არსებობს აბაზანის შემრევი და გამშვები ონკანი.
Kettler - ის შესახებ ბევრი რამ ვიცით. პირველ რიგში, საქმე გამძლე მასალას ექცევა. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ხელსაწყები პირვანდელ იერსახეს დიდხანს ინარჩუნებს. წყალთან ურთიერთობის შედეგად, უხარისხო მასალა ფერს იცვლის და ნადები ედება. ასეთ მდგომარეობაში ონკანი კარგი შესახედი ნამდვილად არ არის. სამზარეულოში სიტუაცია განსაკუთრებულად რთულდება. მსგავს გარემოში საქმიანობა უსიამოვნოა. მოკლედ, Kettler - ის ონკანებს საფრთხე არ ემუქრება. პრეტენზიული არ არის და ამტანობის უნარიც აქვს. მეორე დადებითი თვისება ის არის, რომ წყალს მაღალი წნევით უშვებს. რა თქმა უნდა, რეგულირება ისედაც შეგიძლიათ, მაგრამ ონკანების ნაწილს მხოლოდ დაბალი სიმძლავრე აქვს. Kettler - ის ხელსაწყოების შემთხვევაში კი საქმე ბევრად უკეთაა.
ზოგიერთი შემრევი სიურპრიზებსაც გვპირდება. ამაში კი კომპლექტაცია იგულისხმება. ინსტრუმენტების ნაწილს დამატებითი ნივთები მოყვება. ხელსაწყოები საჭიროების მიხედვითაა გადანაწილებული. მაგალითად, სამზარეულოს შემრევს მოქნილი მილი ახლავს. მისი წყალობით საქმე წინ მიიწევს და სხვადასხვა დროს მაშველის როლს ასრულებს. აბაზანის შემრევს კი შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი მოყვება. ის სამი ნივთი, რომელიც ამ სივრცისთვის აუცილებელია.
დასამონტაჟებლად პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ, მაგრამ თუ საქმის სპეციფიკას ფლობთ, თქვენითანც შეძლებთ. რთული პროცესი არ არის, თუმცა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ონკანს მილები სიზუსტით უნდა მიუერთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემური იქნება. ხელსაწყო მსუბუქია და დამონტაჟებისას წონა დისკომფორტს არ ქმნის. ზომითა და ფორმითაც საშუალო სიდიდისაა. მოქნილი და მარტივად დასამორჩილებელია.
გამშვებ ონკანს სერიოზული მისია აკისრია. მისი მოვალეობა მილებისთვის წყლის მოწოდებაა. სწორედ ამ გამშვები პუნქტიდან იწყება ყველაფერი და შემდეგ წყალი ერთი მიმართულებით ნაწილდება. საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ, ხელსაწყოს ბევრი მოეთხოვება. ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, პირველ რიგში რაც. დიახ, გამძლეობა.
როგორც უკვე ვთქვით, უხარისხო ხელსაწყოები ზიანის მომტანია. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მაშინ გვმართებს, როცა საქმე ონკანებს ეხება. ამიტომ, ბრენდი მთელი სიზუსტით უნდა შეარჩიოთ. Kettler - ის ადგილი კი მხოლოდ იმ ნუსხაშია, სადაც ხარისხიანი ბრენდებია მონიშნული. Holst.ge - ზე სრული მრავალფეროვნება დაგხვდებათ. მხოლოდ ერთი და ორი კი არა, არამედ ბევრად მეტი ინსტრუმენტი. ონლაინ ჰიპერმარკეტი მხოლოდ ამ უპირატესობით არ შემოიფარგლება. ნივთების შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ინტროვერტებისთვის კი ეს ამბავი ფრიად სასიხარულოა. ზოგადად, ყველა იმ ადამიანისთვისაც, ვისაც მაღაზიაში წასვლა და რიგში დგომა, დროის კარგვად მიაჩნია. თუ კი გადასახადი თანხა 50 ლარზე მეტია, მაშინ უფასო მიტანით ისარგებლებთ.
აბაზანის შემრევი კერამიკული კარტრიჯისაა და ცინკის კორპუსი აქვს. მასალით უკვე უპირატესობას ფლობს. გარდა ამისა, კომპლექტაცია მოყვება, კერძოდ, შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი. აბაზანაში ყველა ნივთი საჭიროა. მათ გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ცალკე შეძენა მაინც მოგიწევდათ. ახლა კი ყველაფერი ერთ ფასში ერთიანდება. ასე კი ბევრად მომგებიანია. ხელსაწყო მსუბუქია, შესაბამისად, მარტივად დასამონტაჟებელი. კორპუსის ხარისხი ბევრზე მეტყველებს. ინსტრუმენტი მუდამ ახალივით იქნება და ნადები მასზე ბინას ვერ დაიდებს. ასევე, მარტივად არ გაცვდება და ხშირად გამოცვლა არ დაგჭირდებათ. გამოსაყენებლად კი პრაქტიკულია და დისკომფორტს არაფერი შეგიქმნით.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
კედლის სამზარეულოს შემრევს დახვეწილი დიზაინი აქვს. სხვადასხვა სახის ინტერიერს ერგება და ხიბლს სძენს. ამიტომ, გარეგნული თვალსაზრისით, ნამდვილად გამორჩეულია. კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება. ამით კი მეტად მარტივი სამართავია. სასურველ ზომაზე დააყენებთ და საქმეს კომოფრტულად შეასრულებთ. ზოგიერთი ონკანი წყალს ყველა მიმართულებით აფრქვევს. ეს კარგი სულაც არ არის, რადგან მიმდებარე ტერიტორია და ჩვენი მაისურიც წვეთებით ივსება. Kettler - ის ონკანი სულ სხვანაირია. მართალია დიდი რაოდენობით ნაკადს უშვებს, მაგრამ მოქნილი მილით მისი რეგულირება შეგიძლიათ. ამიტომ, ცუდ სიტუაციაში სულაც არ აღმოჩნდებით.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ალბათ, ყველაზე ხშირად ხელსაბანს მოვიხმართ. დღის განმავლობაში უამრავ ნივთს ვეხებით და შემდეგ კი მიკრობების ხელიდან გაქრობა გვჭირდება. ამიტომ, ხელსაბანის შემრევი ხშირი მოხმარებისაა. იქეთკენ მივდივართ, რომ განსაკუთრებული გამძლეობა სჭირდება. კონკრეტულ მოდელს ცინკის კორპუსი და კერამიკული კარტრიჯი აქვს. კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება. დამატებითი ხელსაწყოს ამ შემთხვევაშიც კარგად გამოიყენებთ. ონკანს ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ბოლოს კი იმ ონკანით დავასრულებთ, რომელზეც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. ინსტრუმენტს ნახევარ ბრუნიანი კარტრიჯი და ლატუნის კორპუსი აქვს. ხარისხიანი მასალა დიდ შესაძლებლობებს ჩუქნის. მაგალითად, იმას რომ მუდამ გამართულად იმუშაოს და დიდხანს გაძლოს. Kettler - ის გამშვები ონკანი იმედებს არ გაგიცრუებთ. პირიქით, ამ საქმისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია. მსუბუქია და ზომითაც კომპაქტურია. ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. შეკვეთის ღილაკზე ხელის დაჭერით კი სწრაფად და მარტივად გამოიწერთ.
უპირატესობები: