რატომ უნდა შეიძინო შალაშინი?

შალაშინი აუცილებლად უნდა დაიხმაროთ და ახლავე გეტყვით, თუ რატომ. ხელსაწყო მასალას საბოლოო შტრიხს ავლებს, სრულყოფილად აქცევს, დახვეწილობას მატებს. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია, თუ გვინდა რომ საქმე ბოლომდე შესრულდეს და არა სანახევროდ. სწორედ ამიტომ, საჭირო ნივთების სიაში, საპატიო ადგილი უჭირავს. უშუალოდ შერჩევის პროცესი, საკმაოდ მარტივია, რადგან საქმის სირთულიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ, თუ რომელი მოდელი გჭირდებათ. ხელსაწყოების ტიპებსა და მახასიათებლებს ჩვენ გაგაცნობთ, თქვენ კი ყურადღებით გადაიკითხეთ, დეტალები რომ არ გამოგრჩეთ.

რამდენიმე განსხვავება შალაშინებს შორის

  • სიმძლავრე

ბევრნაირი ელექტრო შალაშინი არსებობს და თითოეულ მოდელს შორის, განსხვავებები უხვადაა. ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგი კი ნაკლებად. ამჯერად, მხოლოდ პირველ კატეგორიას განვიხილავთ. სიმძლავრით დავიწყოთ. ამ მონაცემის გარეშე არაფერი გამოვა, ამიტომ, ადგილს მნიშვნელოვანთა სიაში იკავებს. ძირითადად, სამი სახის სალაშინი არსებობს, ესენია: მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები. აქ კი მთავარი კითხვები ისმის: რომელი უნდა შეიძინოთ? როგორ უნდა განსაზღვროთ, პირველი სახის შალაშინი გჭირდებათ, თუ მეორე ? ეს ყველაფერი საქმის სირთულეზეა დამოკიდებული. თუ ხელსაწყოს დიდხანს მუშაობა მოუწევს და ამავდროულად, სამუშაოც რთულია, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი სალაშინი დაგჭირდებათ. თუმცა, საშუალო ან მარტივ საქმეს, ასეთი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი არ სჭირდება. აქ დაბალი ძალის მქონე ელექტრო შალაშინი საკმარისია. საქმეს თავს კარგად გაართმევს.

  • მუშაობის სიღრმე

მუშაობის სიღრმეზე რა შეიძლება ვთქვათ? ამ მახასიათებელს დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან ბევრ ინფორმაციას გვაწვდის. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია გავიგოთ, ხელსაწყო ზედაპირულად მუშაობს თუ  სიღრმისეულად. იგივე პრინციპია, რაც სიმძლავრეზე. გირჩევთ, რომ რთული მასალის დასამუშავებლად, მძლავრი სალაშინი შეიძინოთ. ასეთი ხელსაწყო ყველაფერს კარგად შესრულებს. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ დაბალი მონაცემების მქონე ხელსაწყო, სრულყოფილად ვერ მუშაობს. არა, ასე ნამდვილად არ არის. მთავარია, საშუალო დონის საქმე გამოვუძებნოთ, არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი, ასეთ სამუშაოებს თავს კარგად გაართმევს.

რატომ Holst.ge ?

Holst-ი ის ონლაინ ჰიპერმარკეტია, ბევრი უპირატესობა რომ აქვს, სწორედ ის. დიახ, ასეა და პირველი სასიამოვნო ამბავი, სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. სასურველი ნივთების საყიდვლად, მაღაზიაში წასვლა წარსულს ჩაბარდა. ყველაფერი გამარტივდა, სამყარო ციფრულ რიტმზე გადაერთო. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან, ხელსაწყოებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ეს წესი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. Holst.ge- ზე მხოლოდ ხარისხიან ინსტრუმენტებს გადააწყდებით. ამაზე დიდი უპირატესობა რა უნდა იყოს?! ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ფართო არჩევანი დაგხვდებათ. კიდევ ბევრი უპირატესობაა, რომელსაც თავად აღმოაჩენთ, როცა ინსტრუმენტს გამოიწერთ.

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt- ის ელექტრო შალაშინი ყველანაირად კარგია. პირველ რიგში, სიმძლავრით გამოირჩევა, შემდეგ კი მუშაობის სიღრმითა და ბრუნვის სიჩქარით. ინსტრუმენტს ორმხრივ საჭრელპირიანი დანა, პარალელური მიმართველი და მტვერსასრუტის გადამყვანი მოყვება. დამატებითი ნივთები მუშაობას გაგიმარტივებთ. კონკრეტული შალაშინი ზუსტად ისეთია, ყველანაირი სახის საქმეზე რომ გამოიყენებთ, როგორც რთულ, ასევე, მარტივ.

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

კომპლექტაცია:      

  • დანა ორმხრივი საჭრელი პირით
  • პარალელური მიმართველო
  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის    

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • მუშაობის სიღრმე
  • სიმძლავრე
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown- ის ხარისხიანი ხელსაწყო საშუალო სიმძლავრისაა. ასეთივე ტიპის საქმეზე იდეალურია. ინსტრუმენტს მტვრის შესაგროვებელი და სამი ცალი სახეხი ფურცელი მოყვება. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ამ უკანასკნელს კი ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოიყენებთ.

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 320W   
  • ზომა - 115x230mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.43         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:      

  • მტვრის შემგროვებელი
  • სახეხი ფურცელი 3 ცალი     

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ფუნქციები
  • კომპლექტაცია
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გარანტია

TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen- ის ინსტრუმენტი, ჩამოთვლილ შალაშინებს შორის, ყველაზე დაბალი სიმძლავრისაა. უმჯობესია, მსუბუქ სამუშაოებში ჩართოთ. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია და დამატებითი ნივთები მოყვება.

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი -  ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 220W   
  • ზომა - 187x92.5mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.97         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:      

  • მტვრის ყუთი
  • 3 ცალი სახეხი ქაღალდი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება