რატომ უნდა შეიძინოთ ონკანები Holst.ge - ზე

გაუმართავი ონკანით გამოწვეული პრობლემები უსასრულოა. ყოველი შეკეთების შემდეგ გვგონია, რომ დასრულდა, მაგრამ არა. ცხოვრებისეული სტრესები ისედაც საკმარისადაა, ამიტომ ნერვულ სისტემას ონკანს ნუღარ დააზიანებინებთ. უხარისხო ხელსაწყო და პრობლემები გვერდით გადადეთ. ჩვენ კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ. ასევე, გამძლე ხელსაწყოების შეძენის გზებსაც მიგასწავლით.

როგორ უნდა გავზომოთ ონკანის ხარისხიანობა ?

ერთი შეხედვით ონკანის გამძლეობის დადგენა რთულია. ხელაწყოს გარეგნულად არაფერი ეტყობა, ნაკლს ვერ უპოვით. პრობლემა მუშაობის პროცესში ჩნდება. წინასწარ განსაზღვრა მარტივი არ არის. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირველ რიგში, ბრენდის საკითხი დგას. ეცადეთ რომ საქმე ნაცნობ და მრავალჯერ გატესტილ ბრენდთან დაიჭიროთ. აუცილებლად მოიკითხეთ თუ რომელი მასალისგანაა დამზადებული. ასევე, არ გამოგრჩეთ კარტრიჯის მონაცემების გადამოწმება. უპირატესობა კი კერამიკულ ან უჟანგავ კარტრიჯებს მიანიჭეთ. მსგავსი მასალის გამძლეობით გამოირჩევა. ამიტომ, ნდობა თამამად შეიძლება.

რა განასხვავებს ონკანებს ერთმანეთისგან ?

სანამ უშუალოდ მახასიათებლებზე გადავალთ, მანამდე გეტყვით რომ ყველა წერტილს სხვადახვანაირი ხელასწყო ესაჭიროება. ეს უცხო არავისთვისაა. თუ სახლში ონკანებს დაუკვირდებით, შენიშნავთ რომ აბაზანასა და სამზარეულოში განხვავებული ხელსაწყოებია დამონტაჟებული. წარმოდგენილ ინსტრუმენტებს მთავარი, ხარისხი აერთიანებს. სხვა შემთხვევაში Holst.ge - ზე ვერ მოხვდებოდნენ. სხვაობა კი ვიზუალში კარტრიჯში, კორპუსსა და წონაში იკვეთება. საერთო ჯამში აბაზანის, ხელაბანის, სამზარეულოსა და გამშვები შემრევები არსებობს. კონკრეტულად ვერცერთს ვერ გამოვყოფთ, რადგან ყველა საჭიროა და სხვადასხვა სივრცეს ერგება. ამჯერად კი ყველა ჩამოთვლილ ონკანზე ვისაუბრებთ.

რა დაგხვდებათ Holst.ge - ზე ?

ონლაინ ჰიპერმარკეტში ონკანთან დაკავშირებული ყველა ხელსაწყოა თავმოყრილი. ეს შეიძლება შემრევის ფილტრი, კერამიკული კარტრიჯი, გამშვები ონკანი, ბიდე და სამზარეულოს შემრევის სათადარიგო ცხვირი იყოს. მოკლედ, თქვენ მხოლოდ ისურვეთ და Holst.ge -ზე ყველაფერია. ჩამონათვალი უეცრად გაბათილდებოდა, რომ არ ხარისხი. ამავდროულად, ონლაინ მარკეტი სახლიდან გაუსვლელად შეძენას გთავაზობთ. დიახ, ონკანის საყიდლად მაღაზიაში წასვლა და ასე არჩევა არ მოგიწევთ. ეს მეთოდი დროის უქონლობას ყველაზე მეტად შველის. თუ კი ახალი შემრევი გჭირდებათ, მაგრამ წასასვლელად საკმარისი დრო არ გაქვთ, პრობლემას Holst.ge გადაგიჭრით. საიტიდან ნებისმიერ დროს გამოიწერთ. ამ დროს კი საკურიერო მომსხურებით სარგებლობთ და ნივთი მალე თქვენთანაა.

გამძლეა თუ არა Kettler - ის შემრევები ?

ამჯერად მხოლოდ ერთ ბრენდზე ვსაუბრობთ და ეს Kettler - ია. დანარჩენებმა ადგილი დაუთმო, რადგან ლიდერია. ხარისხიანი ონკანების მწარმოებლად დაპოზიციონირდა და დღემდე ასე მოდის. პირველ რიგში, სხვებისგან მასალა გამოარჩევს. ამ უკანასკნელს კი დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კარტრიჯი ან რომელიმე სხვა ნაწილი, უხარისხო იქნება, მაშინ ყველაფერი წყალში იყრება. თითოეული დეტალი გამძლე მასალისგან უნდა იქმნებოდეს. სწორედ ამას ნიშნავს ხარისხიანი ხელსაწყო. Kettler - ის ონკანები კი ჩამოთვლილ მახასიათებლებს მოიცავს. ამავდროულად, კომპაქტურია და მარტივად მონტაჟდება. თუ კი მსგავსი საკითხები ოდნავ მაინც გესმით, თქვენც უპრობლემოდ დაამაგრებთ. ბოლოს კი ყველა სიკეთესთან ერთად, ხელმისაწვდომი ფასი აღნიშვნას იმსახურებს. გამძლე და მაღალი რესურსების მქონე ონკანს, ადეკვატურ ფასად შეიძენთ.

რა განსხვავებაა კარტრიჯებს შორის ?

Kettler - ის ონკანებს ორი სახის კარტრიჯი აქვს. ნაწილს კერამიკული, ზოგს კი უჟანაგავი ლითონის. საბოლოოდ, დადებითი თვისებები ორივეს აქვს. ზოგჯერ შეემრევის ზედაპირს წყალი აზიანებს. კონკრეტულ ნაწილებს აყვითლებს და ნადებს ჰკიდებს(ე.წ. ჟანგავს) ამის საწინააღმდეგო ლითონი კი იდეალური გამოსავალია. უჟანგავი კარტრიჯის შემთვევაში, ონკანს წყალი ვერაფერს აკლებს. პირვანდელ სახეს დიდხანს ინარჩუნებს. კერამიკულის შემთხვევაში კი ხელსაწყო ვიზუალურადაც განსხვავებულია. თუმცა, მარტივად არც ამ დროს იჟანგება. ონკანი დაცულია და დიდხანს ძლებს.

მოყვება თუ არა კომპლექტაცია ?

ქვემოთ განხილული ხელსაწყოებიდან, კომპლექტაცია მხოლოდ ერთს მოყვება. თუ Holst.ge - ის ეწვევით, ისეთი ხელსაწყობიც დაგხვდებათ, რომლებსაც დამატებითი ნივთები სჭირდება. ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი ერთ კომპლექტად ერთიანდება.

რა შემთხვევაში დაგეხმარებათ გარანტია ?

ქარხნული დეფექტის აღმოსაფხვრელად, გარანტია საუკეთესო საშუალებაა. მსგავსი შემთხვევები არასასიამოვნოა, მაგრამ ვერსად გავექცევით და სჯობს თვალი გავუსწოროთ. ქარხნული წუნი თავს იშვიათად იჩენს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მზადყოფნაა საჭირო. ამიტომ, Holst.ge - ის ხელსაწყოებს გარანტია მოყვება. თუ კი მუშაობის პრცესში ინსტრუმენტს პრობლემა შეექმნება, საგარანტიო ტალონი მარტივად მოაგვარებს.

აქვს თუ არა მნიშვნელობა ონკანის წონას ?

ინსტრუმენტები, რომლებიც მუშაობის პარალელურად, ხელში უნდა გეჭიროთ, უმჯობესია თუ მსუბუქი იქნება. ასე ბევრად კომფორტულია, თუმცა ზოგჯერ დათმობაზე წასვლაც გვიწევს. მძლავრი ინსტრუმენტების შემთვევაში წონაც იმატებს. ონკანები კი სულ სხვა შემთხვევაა. შემრევს ზედაპირზე ამონტაჟებთ და შემდგომ გადაადგილება სულაც არ გიწევთ. ამიტომ, წონა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის. ამავდროულად, ონკანების უმეტესობა ძალიან მსუბუქია.

KETTLER-81618 KT7993-3 აბაზანის შემრევი Luigi

აბაზანის შემრევით დავიწყოთ და ვთქვათ, რომ გამძლეობა მოეთხოვება. აბა, ბანაობისას ონკანის გაფუჭება როგორ წარმოგიდგენიათ ? პირდაპირ რომ ვთქვათ საშინელებაა. თუმცა, ამ კონკრეტულ მოდელს მსგავსი თვისება არ ახასიათებს. დროთა განმავლობაში განახლებას ყველაფერი საჭიროებს. მანამდე კი დიდხანს მოგემსახურებათ. ხელსაწყოს კერამიკული კარტრიჯი და ლატუნის კორპუსი აქვს. გამძლეობის მთავარი მანიშნებელი კი სწორედ ეს ორი მახასიათებელია. ასევე, კორპუსზე ერთ წლიანი გარანტია მოყვება. წონით კი ძალიან მსუბუქია.

Kettler abazanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER 
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი                   
  • წონა (კგ) - 1.83         
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი 
  • სერია - Luigi 
  • მოდელი - KT7993-3
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

უპირატესობები:

  • გამძლე კორპუსი
  • გარანტია
  • ხარისხი
  • სიმსუბუქე

KETTLER-15909 KT-4300B-7 ხელსაბანის შემრევი Yulia

ხელსაბანის შემრევი ოდნავ განსხვავებულია და კომპლექტაცია მოყვება. მასში კი მოქნილი მილი შედის. ეს კი ხელსაწყოს მეტი კომპაქტურობისთვის გამოადგება. შემრევს ცინკის კორპუსი და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. იმისთვის რომ თქვენი ნდობა დაიმსახუროს, ყველა თვისებას ფლობს.

Kettle xelsabanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი   
  • წონა (კგ) - 0.96         
  • კორპუსი - ცინკი       
  • კომპლექტაცია - 40cm მოქნილი მილი       
  • სერია - Yulia 
  • მოდელი - KT-4300B-7

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • ცინკის კორპუსი
  • ხარისხი

KETTLER-81809 KT3047SS-9 სამზარეულოს შემრევი Lucia 304

სამზარეულოს შემრევი განსხვავებული ვიზუალისაა. ეს იმაში გამოიხატება, რომ გრძელი მილი აქვს. ვერცხლისფერი ონკანი ყველანაირი ტიპის ინტერიერს დაამშვენებს. კორპუსი კი უჟანგავი ფოლადის, ხოლო კარტრიჯი - კერამიკულია. ამიტომ, დიზაინი გულდასმით შეარჩიეთ, რადგან ხელსაწყოს გამცვლა დიდხანს არ მოგიწევთ. შემრევს მაღალი რესურსები აქვს. მილი წყალს მაქსიმალური წნევით უშვებს. ამის რეგულირება თავად შეგიძლიათ.

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი                       
  • წონა (კგ) - 1.42         
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)     
  • სერია - Lucia 
  • მოდელი - KT3047SS-9

უპირატესობები:

  • უჟანგავი კორპუსი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა

Kettler-32612 გამშვები ონკანი 1/2''x1/2''

ბოლოსთვის კი გამშვები ონკანი შემოვიტოვეთ. ხელსაწყოს მწყობრში მოსაყვანად მილის დამაგრებაა საჭირო. სწორედ ამის შემდეგ იქნება გამოყენებადი. გამშვები ონკანი ტყუილად არ ჰქვია. წყალი ძალას სწორედ ამ მონაკვეთიდან იკრებს. სათანადო წნევით უშვებს და მილს აწოდებს. შემრევს კერამიკული კარტრიჯი და ლატუნის კორპუსი აქვს. ასევე, მაქსიმალურად გამძლე და კომფორტულია. აქვე, ხელმისაწვდომი ფასიც ვახსენოთ. ბოლოს კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ სახლიდან გაუსვლელად Holst.ge - დან შეიძენთ.

Kettler gamshvebi onkani

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - გამშვები ონკანი         
  • ზომა - 1/2''x1/2''                   
  • წონა (კგ) - 0.18         
  • კარტრიჯი - კერამიკული     
  • კორპუსი - ლატუნი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომფორტულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება