რატომ უნდა შეიძინო სარწყავი შლანგი |
რატომ უნდა შეიძინო სარწყავი შლანგი |
ზაფხულის ცხელ დღეებში შვება ყველას სჭირდება. ამ რიგსმცენარეებიც მიეკუთვნება. პირველი რაც ამ დროს უნდა გააკეთოთ, მათი მორწყვაა. წყალი ძველებურ ელფერს უბრუნებს და ფოთლები დამჭკნარი აღარ არის. სახლის ყვავილების მორწყვა რთული არ არის. პატარა ტერიტორიაა და მუშაობაც მარტივია. თუმცა, მაშინ რა ხდება თუ ეზოზეა საუბარი ? ასეთ დროს დამხმარე გვჭირდება. ეს საქმე კი სარწყავ შლანგს საუკეთესოდ გამოსდის. წყალი დიდი წნევით მოედინება და საქმეს სწრაფად ასრულებს. მიწა თანაბრად ტენიანდება და ყვავილებიც წელში იმართება. სარწყავი შლანგის გარეშე კი ბევრად რთულია. თუმცა, რა საჭიროა ზედმეტი თავის ტკივილი, როცა შესაფერისი ხელსაწყო არსებობს?!
მრავალი სახეობის სარწყავი შლანგი მოიძებნება, მაგრამ ყველა არ გამოგადგებათ. უფრო სწორად კომფორტულად ვერ გამოიყენებთ. წარმოიდგინეთ დიდი ტერიტორია და პატარა შლანგი. სივრცეს საკმარისად ვერ გაწვდება და ყველაფერი წყალში ჩაიყრება. სწორედ ამიტომ, მასშტაბი კარგად უნდა განსაზღვროთ და ისე შეარჩიოთ. სიგრძე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გასათვალისწინებელ მახასიათებლებს შორის ზომასაც თავისი ადგილი უჭირავს. ასევე, აუცილებელია გამძლე მასალისგან იყოს დამზადებული. მარტივად არ უნდა დაზიანდეს. ოდნავმა დაბრკოლებამ თუ გააფუჭა, ასე არაფერი გამოვა. ჩამოთვლილ შლანგებს ეს პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამაზე ნუ იდარდებთ. ეს Holst.ge - ის კიდევ ერთი უპირატესობაა.
Lux garden და Tolsen მრავალჯერ დატესტილი ბრენდებია. რაც მთავარია, ეტაპს მუდამ წარმატებით გადიან. ასე იმიტომ, რომ ორივე ხარისხიან პროდუქტებს გთავაზობთ. სარწყავი შლანგის შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა. ამავდროულად, ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანით სარგებლობთ.
Lux garden - ის სარწყავი შლანგი კომპაქტური გადასაადგილებელია. სპეციალური მოწყობილობის წყალობით, ადგილს მარტივად შეუცვლით. შლანგი საკმაოდ გრძელია. მისი გამოყენება დიდ ტერიტორიაზეც შესაძლებელია. წონით დაახლოებით 12 კილოგრამამდეა, მაგრამ ეს დისკომფორტს არ შეგიქმნით. შლანგი რკინის კონსტრუქციას ემაგრება, რომელსაც პატარა საბურავი აქვს. ასე კი ბევრად კომპაქტურია.
უპირატესობები:
Tolsen - ის საწრყავი შლანგი სრულიად განსხვავებულია. სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტულ მოდელს ავტომატური დასახვევი აქვს. დიდი შლანგის დაკეცვა ყოველთვის პრობლემაა. ხშირად ერთმანეთში ირევა, დახსნას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება. დაახლოებით იმავე სიტუაციაა, როცა ყურსასმენის განცალკევება გვიწევს. ეს კი სასიამოვნო არავისთვისაა. Tolsen - ის ინსტრუმენტი კი ამ პრობლემას ხსნის.
უპირატესობები:
ბოლო სარწყავი შლანგი უფრო სტანდარტულია. სამ შრიანი ხელსაწყო გრძელია. წყალს მაღალი წნევით ანაწილებს და მუდამ ეფექტურობას ინარჩუნებს. ასევე, გამძლე მასალისგანაა დამზადებული და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
უპირატესობები: