რჩეული ბეწვა ხერხები Holst.ge - ზე

კომპაქტური ხელსაწყოა და საქმეს სასიამოვნოს ხდის. ძირითადად, ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. ზოგიერთს კომპლექტაცია მოყვება, ზოგს კი არა. თითოეულს ბრუნვის სიჩქარე სხვადასხვა აქვს, თუმცა ეფექტურობას ყველა ინარჩუნებს. სპეციფიკური ხმა აქვს და მასალას ერთმანეთისგან ანცალკევებს. ალბათ უკვე მიხვდით რომ საუბარი ბეწვა ხერხზეა. იმ გამორჩეულ ხელსაწყოზე, რომელსაც საქმის გამარტივება ძალუძს. მის აგებულებასა და ფუნქციებს მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, დეტალურად განვიხილოთ.

რამდენად მნიშვნელოვანია ლობზიკის სიმძლავრე ?

როგორც სხვა ხელსაწყოების, ასევე ბეწვა ხერხის შემთვევაშიც, ძალა მნიშვნელოვანია. ამ კომპონენტის გარეშე არაფერი გამოუვა. სიმძლავრეს ბევრ აუცილებელ პუნქტამდე მივყავართ. მაგალითად, ასეთ დრის ლობზიკი სწრაფად მუშაობს და საქმეს თვალის დახამხამებაში ასრულებს. ეს სიმძლავრისა და სხვა მახასიათებლების დამსახურებაა. ასეთი ინსტრუმენტი მაშინ დაგჭირდებათ, თუ მუდმივად ამ საქმით ხართ დაკავებული. პროფესიონალებს ზუსტად მსგავსი ხელსაწყო სჭირდებათ. დამწყებთათვის კი ძალას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კარგად მუშაობა დაბალი მონაცემებითაც შესაძლებელია. საბოლოოდ კი ლობზიკის სიმძლავრე მაინც მნიშვნელოვანია. პირველად ყურადღება სწორედ აქეთკენ მიმართეთ.

რა სიღრმით მუშაობს ბეწვა ხერხი  ?

ინსტრუმენტი ხესა, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. თითოეულ ხელსაწყოს განსხვავებული მონაცემები აქვს. ამიტომ, შესაძლოა კონკრეტული მოდელი მხოლოდ ხესა და მეტალზე მუშაობდეს და ა.შ. აქედან გამომდინარე, მუშაობის სიღრმეც განსხვავდება. ყველა ბეწვა ხერხს სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. მათი უმეტესობა საუკთესოდ ხესთან მეგობრობს. მასალას ღრმად და მარტივად ამუშავებს. დეტალური ინფორმაციისთვის კი მხოლოდ მახასაითებლების გადახედვაა საჭირო. აქ ზუსტ ციფრებს აუცილებლად იპოვით.

მოყვება თუ არა კომპლექტაცია ყველას ?

ბეწვა ხერხების ნაწილს დამატებითი ნივთები მოყვება. ეს შეიძლება მტვრისგან დამცავი, საცმი, მტვერსასრუტის ადაპტერი ან საცვლელი პირი იყოს. თუმცა, ყველა ლობზიკს არ ახლავს. გააჩნია ბრენდს და მოდელს. წარმოდგენილი ხელსაწყოების უმეტესობას კომპლექტი მოყვება. ნივთები ყველაფერს გაგიმარტივებთ და მეტ კომფორტს შეგიქმნით.

რაზე მეტყველებს ბეწვა ხერხის წონა ?

ხელსაწყოების წონა განსხვავებულია. ეს კი სიმძლავრიდან გამომდინარეობს. თუ კი ინსტრუმენტს მაღალი მონაცემები აქვს, ძლიერია, ბრუნვის სიჩქარეც დიდი აქვს და ა.შ. მაშინ მეტსაც იწონის. დაბალი სიმძლავრის ლობზიკები კი უფრო მსუბუქია. თუმცა, გაუსაძლისად მძიმე არც მძლავრი ბეწვა ხერხია. დისკომფორტის გამომწვევი წონა არ აქვს. უბრალოდ რადგანაც ყველაფერი შედარებითია, აღნიშვნას იმსახურებდა.

თუ კი თავს ქარხნული დეფექტი იჩენს ?

არსებობს ერთი რამ, რასაც წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. საქმე ქარხნულ დეფექტს ეხება. ხარვეზი მხოლოდ მუშაობის პროცესში ვლინდება. ასეთ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? თითოეულ ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია აქვს. ეს კი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა. ოღონდ საყურადღებოა რომ საგარანტიო ტალონი აუცილებლად უნდა წარადგინოთ. მანამდე კი საიმედო ადგილას შეინახოთ. იქნებ არც დაგჭირდეთ, მაგრამ თუ ასე იქნება, მაშინ გამოგადგებათ.

რა უპირატესობით სარგებლობს Holst.ge ?

პირველ რიგში, ორიოდე სიტყვა ხელსაწყოების ხარისხზე ვთქვათ. Holst.ge საუკეთესო ბრენდებს აერთიანებს. თითოეულის მიღმა ხარისხიანი ინსტრუმენტები დგას. ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და უფასო მიტანით სარგებლობთ. კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. ზოგჯერ ეს დიდი დაბრკოლებაა და შეძენაში ხელს გვიშლის. თუმცა, ამ შემთხვევაში საკითხი მოგვარებულია.

Dewalt DWE349-KS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt გამორჩეული ფუნქციების მქონე ლობზიკს გთავაზობთ. განსხვავებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ხელსაწყო სამი სახის მასალაზე მუშობს. ხე, ფერადი ლითონი და მეტალი მისი მთავარი სამიზნეა. სამივე შემთხვევაში გულმოდგინედ საქმიანობს, მაგრამ ყველაზე მეტად ხეს ეწყობა. მაღალი აქვს დახრის კუთხე და ბრუნვის სიჩქარე. ამის მეშვეობით  მექანიზმები სწრაფად ბრუნავს. ეს ხელსაწყოს მუშაობაში შეინიშნება. გარეგნულადაც შესამჩნევია, რადგან სწრაფად მუშაობს და საქმეს დიდ დროს არ ანდომებს. კომპლექტაციაში მტვრისგან დამცავი მოყვება. ასევე, ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Dewalt lobziki

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 2.38         
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min     
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

კომპლექტაცია:

  • მტვრისგან დამცავი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • მუშაობის სიღრმე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • ხარისხი

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

Stanley - ის ბეწვა ხერხი გამძლე და ეფექტურად მომუშავეა, მაგრამ მხოლოდ ხესა და მეტალზე. ფერადი ლითონისგან თავი შორს უჭირავს. თუმცა, მაღალი ხერხვის კუთხით ხასიათდება და რასთანაც შეხება აქვს, საუკეთესოდ ამუშავებს. წონით საკმაოდ მსუბუქია. მასთან მუშაობა სრულიად კომფორტულია. ინსტრუმენტი გულდასმითაა აწყობილი და თითოეული მექანიზმი ხარისხიანია. საშუალო სიმძლავრის ბეწვა ხერხი ყველგან კარგად გამოიყენება. სახლის საქმეებსა თუ სხვადასხვა პროექტებზე, არ დაგაღალატებთ. როგორც უკვე ვთქვით, Stanley - ის ლობზიკსაც ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

STANLEY lobziki

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი               
  •  წონა (კგ) - 2.672       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სისწრაფე
  • გარანტია

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

შემდეგი ბეწვა ხერხი შედარებით დაბალი სიმძლავრისაა. ამიტომ, მაინცდამაინც რთულ საქმეს ნუ დაუპირისპირებთ. საშუალო დონის სამუშაოს კი არაჩვეულებრივად ერგება. ზომა და წონა მეტად კომპაქტურს ხდის. ინსტრუმენტი ხეზე, მეტალსა და ფერად ლითონზე მუშაობს. ყველას სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს. ამიტომ, შეძენამდე ამ მახასიათებელს აუცილებლად გადახედეთ. კომპლექტაციაში საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი მოყვება. ნივთები დამხმარე ძალად გადაიქცევა და ბევრ რამეში გამოგადგებათ.

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 550W   
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მტვერსასრუტის ადაპტერი

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია

B&D KS501-QS ელ. ხერხი 400W

Bosch - ის ინსტრუმენტებს დიდი ქება არ სჭირდება. უკვე ყველამ იცის, რომ საუკეთესო ხელსაწყოებს აერთიანებს. ამჯერადაც ასეა და ბეწვა ხერხი გამძლეობით გამოირჩევა. თუმცა, ვერ ვიტყვით რომ სიმძლავრითაც ასეა. ამ კუთხით დაბალი მაჩვენებლი აქვს. 400W დიდი ძალა არ არის. უკვე ვნახეთ რომ ამაზე ბევრად მძლავრი ხელსაწყოებიც არსებობს და განვიხილეთ კიდეც. კონკრეტული მოდელი კი ასეთს არ მიეკუთვნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. დეტალებზე სამუშაოდ ზუსტადაც რომ ასეთი დაგჭირდებათ. მცირე საქმეებს კარგად ერკინება. ასევე, საუკეთესო არჩევანია დამწყებთათვის. ხელსაწყო ძალიან მსუბუქია. ზომითაც მოსახერხებელია. ამიტომ, მუშაობა არასდროს გაგიჭირდებათ. კომპლექტაციაში საცვლელი პირი მოყვება. აღნიშვნას ხელმისაწვდომი ფასიც იმსახურებს. შესაძენაად კი საჭიროა Holst.ge- ის მთავარ გვერდს დაუბრუნდეთ და ბეწვა ხერხი თქვენს კალათში მოათავსოთ.

BlackDecker bewva xerxi

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 400W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 5mm

კომპლექტაცია:

  • საცვლელი პირი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლქეტაცია
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება