რჩევები ელექტრო სახრახნისის შესახებ |
რჩევები ელექტრო სახრახნისის შესახებ |
ხელსაწყოებს ხშირად ორი მხარე აქვს, დადებითი და უარყოფითი. შეიძლება ინსტრუმენტი მძლავრი იყოს, მაგრამ მაღალი სამუშაო რესურსი არ ჰქონდეს. სწრაფად ბრუნავდეს, თუმცა გამძლეობით დაბალ საფეხურზე იდგეს და ა.შ. ამის მიუხედავად, არის მომენტები როცა ყველაფერი ერთიანდება. სწორედ ასეა ელექტრო სახრახნისის შემთხვევაში. დადებითი თვისებები უფრო მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი. თუმცა, რა თქმა უნდა, სადღაც ეს უკნასკნელიც გამოიძებნება. ამჯერად, ხელსაწყოს კარგ მხარეზე უნდა ვისაუბროთ. იმაზე მეტი რა უნდა ქნას, ვიდრე აკეთებს?! მთავარი ის არის, რომ ხრახნებს მასალის დაუზიანებლად ამაგრებს. ამიტომ, კედელსა თუ სხვა ადგილზე მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს. გზადაგზა ელექტრო სახრახნისზე ბევრ კარგ ამბავს გაიგებთ.
ხელსაწყოების შერჩევისას ეს კითხვა აუცილებლად გაგიელვებთ. ყველას ხარისხიანი ინსტრუმენტის შეძენა სურს და როგორ უნდა ამოვიცნოთ მსგავსი რამეები? პირველ რიგში, ადგილს მიგასწავლით. Holst.ge - ზე ხარისხიანი ბრენდებია თავმოყრილი. ამიტომ, ხელსაწყოები სანდოა. ელექტრო სახრახნისის შერჩევისას კი რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. თუ ინსტრუმენტს დიდი დატვირთვით იყენებთ, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი უნდა შეიძინოთ. ზუსტად ისეთი, როგორებსაც პროფესიონალები ირჩევენ. მოდელი, რომელსაც მაღალი მახასიათებლები აქვს. იმ შემთხვევაში თუ სახრახნისს ნაკლები სიხშირით იყენებთ, დაბალი მონაცემებიც საკმარისია. დამწყებთათავის სწორედ ასეთი გამოდგება. შერჩევისას უპირველესად ამაზე უნდა დაფიქრდეთ. შემდეგ კი რიგში სხვა საკითხები დგას.
ჩამოთვლილი ხელსაწყოების კვების წყარო ელემენტია. აქ კი თავს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იჩენს. ეს ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაა. ის აუცილებლად გამძლე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მუშაობა შეუძლებელი იქნება. ძალებს დატენვის შედეგად იღდგენს. შემდეგ კი მრავალი საათი თავდაუზოგავად მუშაობს.
შერჩევისას ერთ-ერთი გასათვალისინებელი ფაქტორი სწორედ ესაა. თთოეულ მოდელი სხვადასხვა სიღრმეზე ბურღავს. ძირითადად, სახრახნისი ხესა და მეტალზე მუშაობს. ორივე მასალას გულდასმით ამუშავებს, თუმცა ხეს უფრო მეტად. ხელსაწყოებს შორის ბურღვის მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავებულია. ამიტომ, უმჯობესია მახასიათებლებს თვალ-ყური ადევნოთ. ინფორმაცია სრული სიზუსტითაა გადმოცემული და შერჩევის პროცესში დაგეხმარებათ.
უმეტესად კომპლექტაცია სულ ასეა, ან მოყვება და ან არა. ამ შემთხვევაში კი ზოგს თან ახლავს და ზოგს არა. ბრენდს და საჭიროებას გააჩნია. განხილული ხელსაწყოებიდან კომპლექტაცია სამს მოყვება. მასში შეიძლება ელემენტი, დამტენი, ქეისი ან საცვლელი პირები შედიოდეს. ზოგს სამი ნივთი მოყვება, ან შეიძლება მხოლოდ ერთი ახლდეს. ამის გასაგებად ისევ მახასიათებლებს უნდა დაუბრუნდეთ და ინფორაციას დეტალურად გაეცნოთ.
ელექტრო სახრახნისი მსუბუქი და კომპაქტური ხელსაწყოა. ყველა სხვადასხვა კილოგრამს იწონის, მაგრამ მძიმე არცერთი არაა. მძლავრი ხელსაწყოებიც კი მარტივად გამოყენებადია. მოკლედ, წონა ბარიერს არ ქმნის. ეს სახრახნისის დიდი უპირატესობაა. როგორც წესი, ძლიერი ინსტრუმენტები მძიმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება იმსხვრევა.
ბრენდი, რომელზეც ამჟამად ვისაუბრებთ Dewalt - ია. საუცხოოდ აწყობილი ხელსაწყო დიდხანს ძლებს. თითოეული მექანიზი ზუსტადაა შერჩეული და სწორედ ამიტომ, ხარისხიან პროდუქტს ვიღებთ. სახრახნისი საკმაოდ მძლავრია. დატვირთულ რეჟიმს თავისუფლად უძლებს და ბოლომდე ფეხზე დგას. რაც მთავარია, ხარვეზების გარეშე მუშაობს. ბურღვის სიღრმე კი მაღალი აქვს. ხეს უფრო მარტივად უმკლავდება, თუმცა მეტალზეც გულდასმით მუშაობს. მოტორი უნახშირო აქვს, ბრუნვის სიჩქარე კი მაღალი. კვების წყარო ელემენტია. დატენვის ხანგრძლივობა ერთი საათი. მოკლე დროში ძველ რესურსებს იბრუნებს და ისევ ეფექტურად მუშაობს. ხელსაწყოს დიდ პროექტებსა და მცირე საქმეებზეც გამოიყენებთ. შეზღუდული არაფერშია და ყველანაირი სირთულის სამუშაოს უმკლავდება.
უპირატესობები:
Crown - ის სახრახნისი შედარებითი ნაკლები სიმძლავრისაა. დაბალია თქო ვერ ვიტყოდით, საშუალო ნიშნულზე დგას. კვების წყარო ამ შემთხვევაშიც ელემენტია, დატენვის დრო კი ერთი საათი. მცირე დროში ძალების აღდგენა ხელსაწყოს უპირატესობაა. კომპლექტაციაში ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება. სამივე ნივთი გამოყენებადია და როდის დაგჭირდებათ არავინ იცის. კონკრეტულ მოდელს კი ყველაფერი თან ახლავს. სახრახნისი ხესა და მეტალზე მუშაობს. ორივეზე სხვადასხვა სიღრმით და ოდნავ ნაკლები მონაცემებით, ვიდრე განხილული ინსტრუმენტი. Crown - ის ხელსაწყოც ხეს მეტად ემეგობრება, ვიდრე მეტალს. ბრუნვის სიჩქარე და მომენტი მაღალი აქვს. ვაზნის დიამეტრიც საკმარისი მონაცემებისაა. მოკლედ, ყველა მახასიათებელი მწყობრში აქვს. თავად ხელსაწყო კი მსუბუქი და კომპაქტურია. გამოყენება არასდროსაა რთული.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
შემდეგი ელექტრო სახრახნისი Tolsen- ს ეკუთვნის. სიმძლავრით თავს დიდად ვერ იწონებს, მაგრამ სხვა მხრივ არ აკლებს. კვების წყარო და დატენვის ხანგრძლივობა აქაც იგივეა. ელემენტით მუშაობს და ერთ საათში იტენება. მაღალი ბრუნვის სიჩქარე არ აქვს, მაგრამ ბრუნვის მომენტი და ვაზნის დიამეტრი კარგ ნიშნულზეა. დამატებით კომპლექტაციაში ერთი ელემენტი მოყვება. თან გექნებათ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყნებეთ. თავსაც მეტად თამამად იგრძნობთ. თუ მუშაობის დროს ელემენტს პრობლემა შეექმნება, ახლით ჩაანაცვლებთ.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Bosch - ის ელექტრო სახრახნისი ყველაზე დაბალი სიმძლავრისაა. ამიტომ, მხოლოდ მცირე საქმეებისთვის თუ გამოიყენებთ. რთულ მასალასთან მუშაობას დიდ დროს ანდომებს. კომპლექტაციაში დამტენი, ქეისი და საცვლელი პირები მოყვება. ყველა საჭირო ნივთი ერთადაა დავმოყრილი. ხელსაწყო ძალიან მსუბუქია და შესაბამისად, კომპაქტურიც. მასთან ერთად მუშაობა დიდი კომფორტია. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტია აქვს.
დამატებითი კომპლექტაცია:
უპირატესობები: