რჩევები გენერატორების შესახებ

გენერატორს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ხელსაწყო ენერგიის საბადოა. რთულ სიტუაციაში ყოველთვის შეგიძლიათ მისი იმედი გქონდეთ. სწორედ ასეთი დროისთვისაა განკუთვნილი. თითქოს რომ გამოსავალი არ არსებობს, ზუსტად მაშინ დაგანახებთ სხვა გზას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ინსტრუმენტს მაშინ გამოიყენებთ, როცა ელექტროენერგია არ გექნებათ. გენერატორი სწორედ ამ დროსაა საჭირო. ხელსაწყო მაცივარს, ტელევიზორს და სხვა ტექნიკას, ენერგიას მიაწოდებს და მუშაობის საშუალებას მისცემს.

რა სიმძლავრეა საჭირო გენერატორისთვის ?

გენერატორს დიდი ძალა სჭირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველას სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. ზოგი უფრო მეტ ენერგიას ფლობს, ზოგი კი შედარებით ნაკლებს. ამის გათვალისწინებით, როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ? საქმე იმაშია, თუ როგორი დატვირთვით უნდა ამუშაოთ. რთული საქმისთვის მძლავრი გენერატორები დაგჭირდებათ. ასეთი რეჟიმით მუშაობა, საშუალო ძალის მქონე გენერატორს გაუჭირდება. არსებობს სხვა სიტუაციებიც, როცა ასეთი მაღალი ფუნქციები საჭირო არ არის. იშვიათად თუ იყენებთ და სათადარგიოდ გჭირდებათ, მაშინ დაბალი სიმძლავრეც მისაღებია.

რამდენად მნიშვნელოვანია ავზის მოცულობა ?

ტევადობა მნიშვნელოვანი კომპონენტია. რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, მით უკეთესია გენერატორისთვის. სიმართლე ითქვას, ამჯერად განსახილველ ხელსაწყოებს ტევადი ავზი აქვს. თითოეულის შემთვევაში სხვადასხვა მონაცემია, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ყველაა დამაკმაყოფილებელია.

რა შეიძლება ითქვას გენერატორის სტარტერზე ?

როგორც ვხედავთ, ხელსაწყოებს შორის ბევრი სხვაობაა. სიმძლავრით დაწყებული და წონით დასრულებული, განსხვავებას ყველგან ვაწყდებით. გამონაკლისი არც სტარტერია და ესეც ორი სახის არსებობს. პირველ კატეგორიაში მექანიკური შედის, ხოლო მეორეში ავტომატური. აქ კი მთავარი თქვენი გემოვნებაა, თუ როგორი გეკომფორტულებად მეტად. ავტომატური სტარტერი უმეტესად დამოუკიდებელია, ხოლო მექანიკური სულ მცირედ დახმარებას ითხოვს.

სჭირდება თუ არა დამატებითი ნივთები გენერატორს ?

დამხმარე ხელსაწყოები არავის აწყენს, ამიტომ გენერატორსაც სხვადასხვა საქმეში უწვდის ხელს. თუმცა, ყველა ინსტრუმენტს არ მოყვება, მხოლოდ რამდენიმეს. კომპლექტაციაში კი  სახელური და ბორბლები შედის. თითოეული ნივთი კარგად გამოსაყენებელია. გენერატორი საკმაოდ დიდია, ამიტომ მისი კომოფრტულად გადატანაა საჭირო. ამ ყველაფერს სწორედ ჩამოთვლილი ნივთები უზრუნველყოფს.

სიმძიმე დისკომფორტს ხომ არ იწვევს ?

უნდა ვაღიაროთ, რომ გენერატორები მძიმეა. მართალია ყველას სხვადასხვა წონა აქვს, მაგრამ საბოლოოდ, თითოეულ საკმაოდ ბევრს იწონის. ცხადია, ეს ყველაფერი კომფორტული არ არის, მაგრამ თუ დავფიქრდებით, დიდად ხელს არაფერში გვიშლის. ძირითადად, გენერატორი ერთ ადგილას უნდა იყოს. ხელსაწყოს ხშირი გადაადგილება არ მოგიწევთ, შესაბამისად, სიმძიმე გადაუჭრელი პრობლემა არ არის.

რომელ ბრენდებს გთავაზობთ ?

ისედაც ნათელია, მაგრამ განვმეორდეთ, რომ უხარისხო გენერატორი პრობლემურია. ინსტრუმენტებს მაღალი სამუშაო რესურსები უნდა ჰქონდეს. ეს ერთადერთი გარანტიაა, რომ ხელსაწყო დიდხანს იმუშავებს და ძალისხმევას არასდროს დაიშურებს. შეფასება ასე უნდა დაიწყოთ. იმის გარკვევა, თუ რამხელა პოტენციალი აქვს, აუცილებელია. ამჯერად, ოთხ ხელსაწყოს განვიხილავთ და თითოეული მათგანი სწორედ ასეთია. ფუნქციურად ყველა გამართულია და რესურსებიც მაღალია. Schpindel ასეთ გამორჩეულ ინსტრუმენტებს გთავაზობთ. ჩამოთვლილი გენერატორები ყველანაირად სანდოა. თუ კი განხილული ოთხი ხელსაწყოდან, თქვენს საჭიროებებს ვერცერთი მოერგება, ფართო არჩევანი საიტზეა.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

საერთოდ რა არის და რითი გამოირჩევა Holst.ge ? ონლაინ ჰიპერმარკეტი კარგი შემოთავაზებებითაა დატვირთული. ის რაც, ხელსაწყოების შეძენისას გვაინტერესებს ხარისხია. პირველ რიგში, სწორედ ამ კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ. Holst.ge - ზე კი ყველა პროდუქტი ასეთია. არ ვაჭარბებთ, სრული სიმართლეა. ამიტომ, ამ მხრივ ბევრი ფიქრი არ დაგჭირდებათ, არცერთი ბრენდის არჩევას არ ინანებთ. ეს ყველაფერი არ არის. ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლაც კი არ გჭირდებათ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ხელსაწყოებს იწერთ და მხოლოდ ცოტაოდენი მოთმინება გჭირდებათ. ინსტრუმენტები თქვენთან ელვის სისწრაფით გაჩნდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ამით კი ბევრ დროს ზოგავთ. თავიდან ირიდებთ მაღაზიის რიგში დგომას, ქუჩაში საცობს და კიდევ ბევრ უსიამოვნებას. რაც ყველაზე მთავარია, თავისუფალი დრო დაგრჩებათ.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

ახლა კი გენერატორები უფრო ახლოდან გავიცნოთ. Schpindel -  ის ამ კონკრეტულ ხელსაწყოს, დიდი პოტენციალი აქვს. ინსტრუმენტის ქება ზედმეტი ნამდვილად არ არის, რადგამ მართლა ბევრი რამ შეუძლია. ამ ყველაფერში კი, ხელს სიმძლავრე უწყობს. ძლიერი ხელსაწყო წარბშეუხრელად შრომობს. ავტომატური სტარტერი აქვს და საქმე ბევრად მარტივია. ინსტრუმენტი საწვავის მეშვეობით მუშაობს და საკმაოდ დიდი ავზი აქვს. დამატებითი ნივთებიც მოყვება, კერძოდ, სახელური და ბორბლები. ინსტრუმენტები გენერატორს მეტად კომპაქტურს ხდის.

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 8.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 25 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 458cc     
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

კომპლექტაცია:      

  • სახელური
  • ბორბლები

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ტევადი ავზი
  • სიმძლავრე
  • ავტომატური სტარტერი
  • გარანტია        

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

ზემოთ განხილული მოდელი საკმაოდ მძლავრია და იქნებ ასეთი სულაც არ გჭირდებათ ? ალტერნატივა ყოველთვის გამოინახება, მათ შორის ამ სიტუაციაშიც. ეს კონკრტული გენერატორი საშუალო სიმძლავრისაა. საქმე არ ეშლება, უბრალოდ ნაკლები ძალა აქვს. თუ კი ყოველდღიურად არ გჭირდებათ და სათადარიგო ადგილი უნდა ეჭიროს, მაშინ ზუსტად შესაფერისია. ინსტრუმენტს ტევადი ავზი და მექანიკური სტარტერი აქვს. ასევე, სახელური და ბორბლები მოყვება. ერთ წლიანი გარანტიაც ადგილზეა. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ.

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 5.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 86
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 25 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 389cc     
  • სტარტერი - მექანიკური       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

კომპლექტაცია:      

  • სახელური
  • ბორბლები     

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გარანტია
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

მესამე გენერატორს კიდევ უფრო დაბალი სიმძლავრე აქვს. მცირდება ავზის მოცულობაც. ცხადია, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის, უბრალოდ კარგი იქნება, თუ გენერატორს ძალიან არ გადატვირთავთ. გარდა ამისა, საქმეს შესანიშნავად უმკლავდება, მთავარია სწორად შეურჩიოთ. ხელსაწყოს მექანუკური სტარტერი აქვს და ბენზინის მეშვეობით მუშაობს.

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 2.8kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 15 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 196cc     
  • სტარტერი - მექანიკური       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • გარანტია

Schpindel გენერატორი ბენზინზე 1.1 kw

ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე დაბალი სიმძლავრის მქონე გენერატორი, ბოლოსკენ შემოვიტოვეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ გადატვირთულ რეჟიმს ვერ უძლებს, შედარებით მსუბუქი საქმეებისთვის თუ გამოიყენებთ, პრობლემა არ ექნება. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარნხული დეფექტის შემთხვევაში კარგი გამოსავალია. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს, რაც დიდი უპირატესობაა.

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 1.1kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 27
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 6 l         
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 98cc       
  • სტარტერი - მექანიკური       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • მაღალი რესურსები
  • ფუნქციები
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება