საუკეთესო რჩევები, თუ როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს

ოთახის მცენარეების განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოს შესაქმნელად მნიშნელოვანია დავიცვათ როგორც ტემპერატურული, ისე წყლისა და სინათლის რეჟიმი სხვა აუცილებელ დამატებით ფაქტორებთან ერთად. მოცემულ ბლოგში კი მოკლედ მიმოვიხილავთ იმ საკვანძო დეტალებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც უზრუნველყოფთ მცენარეების ოპტიმალურ განვითარებას.

ქოთნის მცენარეებისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად რამდენიმე მარტივი და უნივერსალური, თითქმის ყველა სახეობისათვის გამოსადეგარი, წესი არსებობს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ოთახის მცენარეების მეპატრონეებისათვის:

1) ხშირად შეამოწმეთ ნიადაგის ტენიანობა . დარწმუნდით, რომ ის არც ზედმეტად გამომშრალია და არც ზედმეტად გაჯერებულია წყლით. ზედმეტი ტენიანობისას არსებობს იმის საფრთხე, რომ ფესვებმა განიცადონ ასფიქსია. ასევე ოპტიმალური პირობები იქმნება სოკოვანი დავადებების განვითარებისთვის.

2) დარწმუნდით, რომ ქოთნებს აქვს სადრენაჟე ხვრელი. ხშირად გადაამოწმეთ ხომ არაა ის დახშული კენჭებით ან სხვა მყარი ნაწილაკებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კი სადრენაჟე ხვრელები ზედმეტად ბევრია ან დიდი ზომის, ქოთნის ძირში დააფინეთ ფილტრის ქაღალდი, რათა მორწყვისას არ გამოირეცხოს ნიადაგი. შეეცადეთ, რომ მცენარე მოათავსოთ ბუნებრივი განათების პირობებში ან ხელოვნურ განათებასთან რეკომენდირებული დისტანციის პირობებში.

3) მნიშვნელოვანია, რომ მოიძიოთ თქვენი მცენარის სახეობა, რათა უკეთესი პირობები შეუქმნათ ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ცხადია, ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები უნივერსალურია და ყველა მცენარის მოვლისათვის გამოდგება, მაგრამ მაქსიამური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ინფორმაციის დაზუსტება.

განათებასა და სინათლის რეჟიმზე მრავალი ცოცხალი ორგანიზმის ცხოველმოქმედებაა დამოკიდებული. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა მცენარეებისთვის ენიჭება, რადგან სინათლის ინტენსივობასა და ხარისხზეა დამოკიდებული თუ როგორ წარმართავენ მცენარეები ფოტოსინთეზის პროცესს. სინათლის გადამეტებულმა რაოდენობამ ან მისმა ნაკლებობამ შესაძლოა ძლიერ დააზიანოს ოთახის მცენარე, ამიტომაც განათების რეგურილება მნიშვნელოვანია.

რა რაოდენობით დღის სინათლე ესაჭიროებათ ოთახის მცენარეებს?

მზეზე ყოფნის კონკრეტული დროისა და რაოდენობის განსაზღვრისთვის აუცილებელია ინდივიდუალურად დავადგინოთ თითოეული მცენარის მოთხოვნილება დღის განათებაზე, მაგრამ, ჩვეულებრივ, სუკულენტებსა და კაკტუსებს მთელი დღეების განმავლობაში ესაჭიროებათ მუდმივი, უწყვეტი დღის განათება, როდესაც ფოთლოვანი მცენარეებისთვის 8 სთ მზის შუქზე ყოფნა ნორმად მიიჩნევა.

თუმცა ზოგიერთი სახეობის მცენარისთვის ნაკლებადაა სასურველი ჭარბი რაოდენოებით მზის სახივების მიღება, რადგან მათი განვითარებისთვის ბევრად მოსახერხებელია თუ კი აირიდებენ მზის პირდაპირ სხივებს. ასეთი მცენარეებია:

  • დრაცენა (Dracaena) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახლის მცენარე, რომელიც გამოირჩევა გრძელი, მწვანე ფოთლებით. ჭარბი რაოდენობით მზის სხივების მიღებისას შესაძლოა ფოთლები შეეფეროს მოწითალო-მოიისფროდ.
  • ფილოდენდრონი (Philodendron) - რომელიც შედარებით გამძლეა სხვადასხვა გარემოპიროებების მიმართ და ნაკლებად მიიზიდავს მავნებლებს.
  • ეშმაკის სურო (Devil’s Ivy) - მცენარე, რომელიც გამოირჩევა არაერთგვაროვანი შეფერილობითა მთრთოლვარე ფოთლებით, უმეტესად ყვავილობს და მისთვის ოპტიმალურია დაბალი განათების პირობები ან არაპირდაპირი სხივებისგან მორიდებული განათებული ადგილები.
  • თეთრი შროშანი (Peace Lily) - რომლისთვისაც ოპტიმალურია ტენიანი, მაგრამ არა წყლით გაჯერებული ნიადაგი. მისი ყვავილობისათვის კი სასურველი, რომ ის გადავიტანოთ შედარებით ბნელ ოთახში.

განათებისა და სხვა ფაქტორების რეგურილებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვამოწმებდეთ მცენარეების ფიტოსანიტარულ ვითარებას. მრავალი სიკოვანი დაავადება აზიანებს არა მხოლოდ მცენარეებს, ასევე შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ადამიანებისთვისაც კი. ამიტომ სოკოვანი დაავადებების პრევენცია მნიშვნელოვანია, მათთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კი უახლესი თაობის ბიოპრეპარატების გამოყენებაა.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მცენარეების სიჯანსაღის მონიტორინგისას?

  • ფესვთა სისტემის განვითარებას - კარგად ჩამოყალიბებული და ჯანსათი ფესვთა სისტემა, მნიშვნელოვანია მცენარის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, თუმცა მიზანშეწონილი არაა შერჩეული ოთახის მცენარე მძლავრად ივითარებდეს ფესვთა სისტემას, რადგან ასეთ შემთხვევაში ხშირად დაგჭირდებათ ქოთნის გამოცვლა. სასურველია, მცენარეს ჰქონდეს სქელი, ბუსუსებიანი და ჯანსაღი შეფერილობის ფესვები.
  • ღეროს დაუზიანებლობასა და სიმყარეს - თუ კი სწორმდგომი ფოთლოვანი მცენარეების ღერო შერბილებულია და უჭირს მყარად დგომა, დამაეჭვებელია მისი სიჯანსაღე. გადამოწმების მიზნით კი სასურველია, გამყიდველისგან გამოითხოვოთ ინფორმაცია მცენარის მოვლის პირობების შესახებ, რადგან წყლის ნაკლებობაც მცენარეებში მსგავსი სიმპტომატიკით ვლინდება.
  • დაავადებებისაგნ სიჯანსაღეს - როგორც მცენარის შეძენისას, ისე სახლში არსებული მცენარეებისთვის. ინფიცირებული მცენარის სახლში მოტანამ შესაძლოა დაავადოს თქვენი სახლის მცენარეები. დაავადების სიმტომატიკა კი შემდეგნაირად შესაძლოა გამოვლინდეს: თეთრი წინწკლები მცენარეზე, წებოვანი გამონადენი ფოთლებსა და ღეროზე, დახვეული ფოთლები და არასასიამოვნო სუნი. თუ კი თქვენი სახლის მცენარე დაავადებულია სოკოვანი დაავადებებით, ასევე დაავადებებისგან დამოუკიდებლად შეინიშნება სისუსტე, არაჯანსაღი შეფერილობა და ყველა, ზემოთხსენებული არასასურველი ნიშან-თვისებები, აღნიშნულ პრობლემათა აღმოსაფხვრელად რეკომენდირებულია გამოიყენოთ ბროტავერდი უახლესი თაობის ორმაგი მოქმედების ბიოსტიმულატორი და ბიოფუნგიციდი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა მცენარისთვის და უზრუნველყოფს მის გარანტირებულ მკურნალობასა და დაცვას, როგორც სოკოვანი, ისე ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებისაგან. ალუმინის ლიგნოსულფონატის მეშვეობით ბროტავერდი ასქელებს ლიგნინს, რაც მცენარეებს გარანტირებულად იცავს სხვადასხვა ვასკულარული დაავადებებისგან. გამოყენება 1ლ წყალში - 3-5 მლ ოდენობის გახსნით. გაითვალისწინეთ, რომ თუ კი ერთი მცენარეც კი გამოვლენს დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას, აუცილებელია ის მოათავსოთ სხვა მცენარეებისგან მოშორებით, ხოლო შემდგომში შეამოწმებინოთ ფიტოპათოლოგს ან დაამუშავოთ ქიმიური ბიოპრეპარატებით, რომლებიც სრულებით უსაფრთხოა მცენარისთვის, მითითებული დოზირების დაცვით.
 

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება