რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო პულივიზატორის შეძენისას

ელექტრო პულივიზატორი საოცარი ხელსაწყოა და მას თქვენი დღის წესრიგის გამარტივება შეუძლია. ინსტრუმენტი სამღებრო სამუშაოებისთვის გამოიყენება და დანამდვილებით ვიტყვით, რომ საქმეს იდეალურად ასრულებს. პულივიზატორს ბევრი უპირატესობა აქვს და ერთ-ერთია სისწრაფე. ხელსაწყო იმდენად მარჯვედ მუშაობს, რომ დიდი დრო არ სჭირდება. წვრილმან საქმეებს თვალის დახამხამებაში ასრულებს, ხოლო შედარებით დიდ პროექტებს, ცხადია, ოდნავ მეტ დროს ანდომებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ინსტრუმენტის შესახებ კიდევ უფრო საინტერესო დეტალებს მოგიყვებით.

კიდევ რა უპირატესობები აქვს ელექტრო პულივიზატორს?

პულივიზატორი მოქნილობით ხასიათდება, რაც თავისთავად დიდი უპირატესობაა. საღებავით სავსე ხელსაწყო ერთი შეხედვით საკმაოდ არაკომფორტული უნდა იყოს.ცალკე წონისა და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორის გამო. თუმცა, ელექტრო პულივიზატორი ამ ყველაფერს არ სცნობს და მაქსიმალურ მოქნილობას გთავაზობთ. ეს კი თავისთავად კომფორტს ნიშნავს. ინსტრუმენტთან ერთად კარგად იმუშავებთ და საქმესაც ხარისხიანად შეასრულებთ. ამაზე კარგი კი რა უნდა იყოს?!

როგორ უნდა შეარჩიო ელექტრო პულივიზატორი?

ხელსაწყოს შერჩევისას დიდი ყურადღება გმართებთ. ერთი არასწორი გათვლა და თქვენს ხელთ საქმისთვის შეუფერებელი ინსტრუმენტია. ზუსტად რას ნიშნავს ეს სიტყვები? კერძოდ, იმას, რომ სხვადასხვა დონის სამუშაო არსებობს. ზოგი მეტად რთულია, ზოგიც ნაკლებად, შეიძლება სულაც საშუალო დონე იყოს. თითოეულ საქმეს თავისი პულივიზატორი სჭირდება. მაგალითად, თუ წინ შრომატებადი სამუშაოებია, მაშინ მაქსიმალურად ძლიერ ხელსაწყოს გირჩევთ. საშუალო ან ნაკლებად რთულისთვის კი უფრო დაბალი მონაცემების მქონე ელექტრო პულივიზატორი გამოგადგებათ. სულ ეს არის. თუ ამ მარტივ წესს გაითვალისწინებთ, ინსტრუმენტს თქვენს საქმეს ზუსტად მოარგებთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი მუდამ მომხამრებლების კომფორტზე ზრუნავს, შესაბამისად, ყოველმხრივ გამართულ სერვისებს გთავაზობთ. იცით, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ? დიახ, Holst.ge-ზე შეძენილი ნებისმიერი ნივთი პირდაპირ თქვენს კარის ზღურბლთან მოვა. მაღაზიაში მისვლას, რიგში დგომასა და სხვა უსიამოვნო მოვლენებს გვერდს აუვლით და სასურველ პროდუქტს მარტივად მიიღებთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებშიც. რაც შეეხება დროს, ნივთები თქვენამდე საკმაოდ სწრაფად მოვა. მთავარი საკითხი კი მაინც ხარისხია. ჩვენთან მხოლოდ სანდო ბრენდები და მათი გამძლე ხელსაწყოები დაგხვდებათ. ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში, ზუსტად იცოდეთ, რომ თქვენს ხელთ საუკეთესო ინსტრუმენტია.

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown-ის ელექტრო პულივზატორი ყველაფრისთვის მზადაა. შეუძლია როგორც მარტივ, ასევე რთულ საქმეზე მუშაობა. უფრო კი შრომატევადი საქმისთვისაა განკუთვნილი და მსუბუქ სამუშაოებზე მოცდენა არ ღირს. ხელსაწყოს მაღალი სიმძლავრე, ტევაზი ავზი, მაღალი წნევა და წარმადობა აქვს. ასევე, კომფორტულია იმითაც, რომ რეგულირებადი ცხვირის ტიპით გამოირჩევა. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხევვაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას სწრაფად გადაჭრის.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177422262         
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml   
  • წარმადობა - 1100 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm     
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი   
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • რეგულირებადი ცხვირის ტიპი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • შესაფრქვევი ლულის ზომა
  • მაღალი წარმადობა
  • ხარისხი
  • წნევის მაჩვენებელი

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

მეორე პულივიზატორი საშუალო სიმძლავრისაა. ინსტრუმენტს ძალიან კარგი მონაცემები აქვს და ეფექტურადაც მუშაობს. ხელსაწყო ნებისმიერი ტიპის საქმეზე შეგიძლიათ დაიხმაროთ.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 500W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - CT31004       
  • წონა (კგ) - 3.67         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.2bar       
  • ავზის მოცულობა - 1000 ml
  • წარმადობა - 1000m l/min     
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

უპირატესობები:

  • ტევადი ავზი
  • შესაფრქვევი ლულის ზომა
  • კომპაქტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • მაღალი ხარისხი

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

ბოლოს კი საშუალო მონაცემების პულივიზატორს გთავაზობთ. ხარისხი, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ინსტრუმენტს კომფორტულად გამოიყენებთ. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია და ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177422255         
  • წონა (კგ) - 2.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წნევა - 0.1-0.3bar       
  • ავზის მოცულობა - 900 ml   
  • წარმადობა - 1000 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 100DIN

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ტევადი ავზი
  • კომფორტულობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაქსიმალური სიბლანტის მაჩვენებელი
  • შესაფრქვევი ლულის ზომა
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება