| რეისმუსი - ელექტრო ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანის მიღწევების ჩინებული მაგალითია |
| რეისმუსი - ელექტრო ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანის მიღწევების ჩინებული მაგალითია |
ხის მასალის დამუშავება საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ვისაც ამ მიმართულებით უმუშავია, აუცილებლად დაგვეთანხმება. საჭიროა სიზუსტე, სიფრთხილე, განსაკუთრებული მონდომება, რათა სასურველი შედეგის მიღება მოხერხდეს. საბედნიეროდ, თანამედროვე მიღწევები გვანებივრებს კიდეც და რეისმუსი ამის ნათელი მაგალითია.
კონკრეტულად ვისთვის და რისთვის არის განკუთვნილი რეისმუსი, რა მთავარი მახასიათებლები გამოარჩევს, ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.
რეისმუსი - ეს არის ინსტრუმენტი ხის ზედაპირზე ზუსტი მარკირების, ხვრელებისა და სხვა ელემენტების დატანისთვის. ასევე, მისი მუშაობის პრინციპი დაფის თანაბრად დამუშავებაა.
რეისმუსს ძალიან დიდი სამუშაოს აღება შეუძლია თავის თავზე რემონტისას, მშენებლობის დროს, ხის გადამუშავების პროცესში. მოწყობილობას ხშირად შეხვდებით სახელოსნოებში, სადაც მას კომერციული მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, რეისმუსი ჩართულია ავეჯის, საჭირო სისქის დაფებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის პროცესში. სწორედ რეისმუსის წყალობით იქმნება ერთმანეთის იდენტური სისქის მქონე ნაკეთობები.
არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი რეისმუსები. პირველი ტიპი შედარებით ხელმისაწვდომია ღირებულების თვალსაზრისით. დანებიანი ლილვი ზედაპირზეა განლაგებული და ნამზადის დამუშავება მხოლოდ ერთი მხრიდან ხდება.
ორმხრივი მოდელი პროფესიონალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება. მასში დამონტაჟებულია ორი ბარაბანი დანებით, რაც საშუალებას იძლევა ნამზადის ერთდროულად ორივე მხარე დამუშავდეს. მოდელს შედარებით დიდი ზომა და წონა აქვს და შესაბამისად, ღირებულებაც მაღალია.
იქიდან გამომდინარე, რისთვის სჭირდებათ რეისმუსი - სახლში დაგეგმილი რემონტისთვის თუ პროფესიონალური ავეჯის თუ სადურგლო ნაკეთობების დასამზადებლად, ორი სახეობიდან ერთს ირჩევენ:
შედარებით იაფფასიანი. განკუთვნილია სტანდარტული სისქის დამუშავებისთვის. ძრავა ერთფაზიანია, 3 კვტ სიმძლავრემდე. არ არის გათვლილი ხანგრძლივი დატვირთვებისთვის. კონსტრუქციის ზოგიერთი ელემენტი შედარებით იაფფასიანი მასალისგან მზადდება, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნამზადი მაღალი ხარისხით დამუშავდეს. მაგიდა არ არის გათვლილი გრძელი მასალის განთავსებისთვის. დამუშავების საშუალო სიგანე 300 მმ-ია, ხოლო ნათალის მოხსნის სიღრმე 1,5-2 მმ.
პროფესიონალური მოდელი გარეგნულად საყოფაცხოვრებოსგან ნაკლებად განსხვავდება. თუმცა, ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. საგორავი, რომელიც ნამზადს ამოძრავებს, ან მაღალი ხარისხის რეზინისგან ან კაუჩუკისგან მზადდება, რაც მასალის მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს და ზედ კვალს არ ტოვებს. ნათალის მოხსნის სიღრმე 1-დან 3,5 მმ-მდე მერყეობს. ასევე, პროფესიონალური დანადგარი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. აქვს სიმაღლის ზუსტი დაგეგმვის მასშტაბი, რომელიც ხშირად აღჭურვილია ციფრული დისპლეით. ძვირფასი დეტალების წყალობით კი ხის დამუშავების ხარისხი უპირობოდ შთამბეჭდავია.
რეისმუსის მუშაობის პრინციპი ხის მასალის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს.
აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:
მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.
- დავიწყოთ მონტაჟის პროცესით - უმთავრესია კონსტრუქციის სტაბილური განლაგება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეისმუსი შეიძლება იყოს როგორც მაგიდის, ისე - იატაკის. ორივე შემთხვევაში, ზედაპირზე საიმედო ფიქსაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ სასურველი შედეგის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება;
- სასურველია სპეციალური სამაგრების გამოყენება რეისმუსის სრული უძრაობის უზრუნველყოფისთვის;
- მუშაობა იწყება მხოლოდ მაშინ, რაც დანებით აღჭურვილი დოლურა საჭირო სიჩქარეს აკრეფს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზედაპირზე დასამუშავებელი მასალის მოთავსება;
- მძიმე და გრძელი ობიექტების დამუშავების პროცესში საჭიროა კიდეების ორივე მხარეს ნაკეთობის წამოწევა, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება;
- ოპტიმალურია, ერთი ციკლისას ხის მასალას 0,8 მმ მოშორდეს. ასეთი სიღრმე დეფექტების გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;
- იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ფოსოები, არ დაზიანდეს ბოჭკოები, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც სიჩქარესა და ჭრის სისქეს შეეხება. ყველა რეკომენდაცია ინსტრუქციაშია მითითებული, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ;
- დანადგარში ხის მასალის მოთავსებისას აუცილებელია ბოჭკოების მიმართულების გათვალისწინება - დანების ლილვის ქვეშ უნდა მოექცნენ;
- მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქსელიდან გათიშვა და ამის შემდეგ ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ამასთან, ნახერხისა და მტვრისგან გაწმენდა სჭირდება როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე დანებს, ჯაჭვს;
- თუკი მაგიდის ზედაპირზე ფისის ნარჩენები შენიშნეთ, რეკომენდებულია მისი გამხსნელით მოშორება;
- გახსოვდეთ, რომ აპარატის სათანადოდ გამოყენება და მოვლა მისი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.
