რეისმუსი - მალ-მალე გაიმეორეთ ამ ინსტრუმენტის სახელი, რომ არ დაგავიწყდეთ

ადამიანმა მხოლოდ ის გადაწყვიტოს, რა საქმე მოჰკიდოს ხელი, რით დაკავდეს და იმდენი სახეობის ინსტრუმენტი, დანადგარი და მოწყობილობა არსებობს, სათვალავიც აგერევა და შესაძლოა, სახელებიც კი დაგავიწყდეს. მოდი და ნუ დაგავიწყდება ისეთი უცნაური სახელის მქონე ინსტრუმენტი, როგორის რეისმუსი გახლავთ. ერთი ეგ არის, იმდენად საჭირო და გამოსადეგია, როგორც კი ახლოს გაიცნობთ, გამორიცხულია, დავიწყება შეძლოთ.

რა არის რეისმუსი?

ხის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები საამქროებში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათგანი რეისმუსია. მან დიდი წარმატებით მექანიკური ხელსაწყოები, რამაც მუშაობა მნიშვნელოვნად გააადვილა.

რეისმუსი (გერმანულიდან: Reißmaß) - ხის დასამუშავებელი დანადგარია.მისი ძირითადი დანიშნულება ხის მასალის სისქის კორექტირებაა.

რეისმუსის ტექნიკური მახასიათებლები

ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, აპარატის თითოეული მოდელი ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაძლებლობები და ზუსტი დანიშნულება  მოწყობილობაზეა დამოკიდებული.

ძრავის სიმძლავრე

რეისმუსის მუშაობა და მისი მაქსიმალური სიღრმე დამოკიდებულია ძრავის სიმძლავრეზე. ამდენად, შესაძლებელია მოწყობილობების პირობითი დაყოფაც:

  • საყოფაცხოვრებო;
  • სამრეწველო:

საყოფაცხოვრებო - აქვს 3000 ვატამდე სიმძლავრე, რომელსაც ერთ ჯერზე 2 მმ ხის მოცილება შეუძლია.

სამრეწველო - აქვთ 3000 ვატზე მეტი სიმძლავრე, რომელსაც ერთ ჯერზე 3 მმ ხის მოცილება შეუძლია.

უსაფრთხოების ზომები

როგორც სხვა ნებისმიერ ინსტრუმენტთან მუშაობისას, უსაფრთხოების ზომების დაცვაა საჭირო რეისმუსის შემთხვევაშიც. სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებთ, აუცილებელია მოირგოთ დამცავი სათვალე, თუმცა ხელთათმანების გამოყენება ამ  მოწყობილობასთან მუშაობის დროს აკრძალულია. მიზეზი ის გახლავთ, რომ თუკი დანადგარი ხელთათმანს  ჩაითრევს, გადავა ლილვზე, რაც  საბოლოოდ დაზიანებას გამოიწვევს.

მოწყობილობა კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული და მუშაობის დროს არ უნდა მოძრაობდეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ, აუცილებელია ხელსაწყოს გამორთვა და სამუშაო ადგილის მტვრისგან გაწმენდა.

მასალის დამუშავებისთვის მხოლოდ ერთი რეისმუსი საკმარისია?

რეისმუსი ხის მასალის სასურველ სისქემდე დასამუშავებელი დანადგარია, ამაზე უკვე შევთანხმდით. მხარე, რომლითაც ნამზადი მაგიდაზეა განთავსებული, მაქსიმალურად თანაბარ პოზიციაში უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღება გამორიცხულია. ხარისხის შესაბამისი ზედაპირის მიღება გაშალაშინებით შეიძლება. ამასთან, საკმარისია მხოლოდ ცალი მხარის მომზადება. შემდეგ უკვე საქმეში რეისმუსი ერთვება, რომელიც მასალას ზედმეტ ნაწილს მოაშორებს. თუკი მხოლოდ დამუშავებულ დაფებზე უნდა იმუშაოთ, ერთი რეისმუსი ნამდვილად საკმარისია. სხვა შემთხვევაში, სპეციალური დანადგარი ან ელექტრო შალაშინი დაგჭირდებათ. საუკეთესო ვარიანტი კომბინირებული მოწყობილობის შეძენაა, რომლითაც ერთდროულად რამდენიმე ოპერაციას გაუმკლავდებით.

შეიძლება თუ არა, რეისმუსს მტვერსასრუტი არ მიუერთოთ?

რეისმუსით მუშაობის შედეგად საკმაო რაოდენობის ნარჩენები წარმოიქმნება. ამდენად, თუკი დანადგარი აღჭურვილია ადაპტერით, რომელზეც სამშენებლო მტვერსასრუტის მიერთება შეიძლება, რეკომენდებულია, ასეც მოიქცეთ. ჰო, შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივი მტვერსასრუტიც გამოიყენოთ, თუმცა მისი ტევადობა კომფორტულად მუშაობის საშუალებას ვერ მოგცემთ.

როგორ უნდა მოუაროთ რეისმუსს?

რეისმუსის მუშაობის ხარისხი დიდწილად სწორედ მის მოვლასა და სწორად ექსპლუატაციაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი პირობა მისი სუფთად შენახვაა. სამუშაო მაგიდა რეგულარულად უნდა გასუფთავდეს, რადგან დიდი ალბათობით, იქ ფისი მოხვდება, რომელიც ზედაპირს დროულად უნდა მოშორდეს. მაგიდის გარდა, ფისი და მტვერი სხვა დეტალებზეც ხვდება, რომელთა გასაწმენდად გამხსნელის გამოყენებაა რეკომენდებული. გაწმენდა სჭირდება ლილვებს, ჯაჭვს.

შეიძლება თუ არა რეისმუსით გრძელი ფიცრების დამუშავება?

ასეთ აღჭურვილობაზე დასამუშავებელი მასალის ზომები მხოლოდ სიგანითა და სისქით შემოიფარგლება. თუმცა, თუკი გრძელ დეტალს დაამუშავებთ, შესაძლოა, გადააწყდეთ ისეთ პრობლემას, როგორიც ბზარების გაჩენაა. ფიცარი საკუთარი წონის ქვეშ იხრება რეისმუსის შესასვლელთან და გასასვლელთან, რის შედეგადაც კიდეები ზიანდება. ამის თავიდან აცილება მარტივია - საჭიროა სამუშაო მაგიდის გადიდება.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5011402272112
  • წონა (კგ) - 33.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება