რეისმუსი - მასალის დამუშავების ოსტატი

მასალის დამუშავება საინტერესო პროცესია. წარმოიდგინეთ, მზით განათებული სახელსნო, სხივებში მიმოფანტული ხის მტვერი და სადღაც, კუთხიდან, რეისმუსის ჩვეული ხმა. მუშაობას წვიმაც არაჩვეულებრივად ერწყმის. პრინციპში, საქმეში გადაშვებულს, ამინდი სულაც არ გვაინტერესებს. ხეზე მუშაობა კი მეტად შემოქმედებითი პროცესია. ათასნაირი ფორმისა და ზომის მასალა შეგიძლიათ შექმნათ. აქ უკვე ფანტაზია ერთვება. ამ საინტერესო თავგადასავალში კი რჩებით მარტო თქვენ და რეისმუსი, ხელსაწყო, რომელზეც ბევრი უნდა ვისაუბროთ და პრინციპში, ახლაც მაგას ვაკეთებთ.

რა არის რეისმუსი ?

მასალის დამუშავება ტყუილად არ გვიხსენებია. რეისმუსს სწორედ ეს საქმე აბარია. საპასუხისმგებლო მისია აკისრია, მაგრამ ვერაფერს ვიტყვით, კარგად ასრულებს. ხელსაწყო ხისა და ბეტონის მასალას ჭრის, ამუშავებს, ხვეწს, საბოლოო შტრიხს ავლებს და საერთოდ ყველაფერს აკეთებს. მართლაც ულევი შესაძლებლობა აქვს და სამუშაო გარემოსაც სხვანაირ ხიბლს სძენს. ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც სასიამოვნო ხმა აქვს, მაგრამ თუ ეს საქმე გიყვართ, ამასაც აიტანთ. რეისმუსით მართლაც რომ ბრწყინვალე ნამუშევრებს შექმნით.

რომელ მასალაზე მუშაობს ხელსაწყო ?

გაკვრით ვახენეთ, რომ ხესა და ბეტონს ამუშავებს. სრული სიმართლეა, მაგრამ უმჯობესია საკითხს ჩავუღრმავდეთ. ბეტონთან მუშაობა მარტივი როდია, თან სირთულეები ახლავს. რეისმუსის ქება - დიდება კი ამ კუთხითაც შეიძლება. ინსტრუმენტი ბეტონზეც ისევე სრულყოფილად მუშაობს, როგორც ხეზე. შესრულებულ საქმეს ვერცერთ შემთხვევაში დაუწუნებთ.

რატომ უნდა შეიძინოთ რეისმუსი ?

დასაწყისში აღწერილი ჰარმონია, მეტწილად რეისმუსის დამსახურებაა. დაზუსტებით ვიცით, რომ მორიგი ნამუშევარიც კარგი იქნება და საქმესაც ორმაგი მოტივაციით ვეკიდებით. მითუმეტეს დაგჭირდებათ, თუ ამ საქმეში ხართ გადაშვებული და ხესთან მუშაობა თქვენი მთავარი სამუშაოა. აი, აქ კი ხმაც „იავნანასავით“ ჩაგესმებათ და მასალის დამუშავებაც არასდროს დაგეზარებათ. მოკლედ, რეისმუსი ხელიდან გასაშვები არ არის და რაც მალე გამოცდით, მით უკეთესი.

რა განასხვავებს ინსტრუმენტებს ერთმანეთისგან ?

რეისმუსებს შორის მსგავსებასაც გადააწყდებით და განსხვავებასაც. ჩვენ მეორე უფრო გვაინტერესებს, რათა არჩევანი გამარტივდეს. პირველ რიგში, სიმძლავრეა გასათვალისწინებელი. საქმე იმაშია, თუ როგორი რეისმუსი გესაჭიროებათ. მძლავრი ხელსაწყო სწრაფად მუშაობს და დატვირთვასაც უძლებს. პროფესიონალებისთვის სწორედ ასეთია მიზანშეწონილი. სხვა შემთხვევაში, საშუალო სიმძლავრესაც შეიძლება დაჯერდეთ. კარგი იქნება, თუ ბრუნვის სიჩქარესა და მუშაობის სიღრმესაც შეავლებთ თვალს. 

რას გთავაზობთ Holst.ge ?

სხვა ინსტრუმენტის შემთხვევაში, ვიტყოდით რომ Holst.ge ფართო არჩევანს გთავაზობთ, მაგრამ ახლა ასე არ არის. ამჯერადაც, მხოლოდ ერთ რეისმუსს წარმოგიდგენთ და მეტი არც საიტზეა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ერთია, მაგრამ ყველასგან გამორჩეული. დეტალების გაგების შემდეგ, სხვა ინსტრუმენტს აღარც განიხილავთ. მაშ ასე, დავიწყოთ.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

ბრენდზე არ გვისაუბრია და ორიოდე სიტყვით ამაზეც ვთქვათ. Dewalt - თვის ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტულია. არა მხოლოდ რეისმუსის, არამედ ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხევაში. კონკრეტული მოდელი კი მძლავრია, მაღალი ბრუნვის სიჩქარე, მუშაობის სიღრმე აქვს და კომპაქტური ზომისაა. კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, მტვრისგან დამცავი და ორი ცალი ქანჩის მოსახსნელი. დამატებით ნივთებთან ერთად მუშაობა ბევრად სასიამოვნოა. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას გადაჭრის. უსიამოვნო ამბების მოგვარების ოსტატია, ამიტომ ეს საქმე მას მიანდეთ. როგორც წესი, ძალიან იშვიათადაა საჭირო, მაგრამ მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. 

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი- რეისმუსი         
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 33.6         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

კომპლექტაცია:

  • მტვრისგან დამცავი
  • 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი  

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • ფუნქციები
  • კომპლექტაცია
  • სიჩქარე
  • მუშაობის სიღრმე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება