რეისმუსი, რომელიც ყველა პროფესიონალს სჭირდება |
რეისმუსი, რომელიც ყველა პროფესიონალს სჭირდება |
მრავალფეროვნების გამო გიჭირთ გადაწყვეტა, თუ რომელი ინსტრუმენტი ამუშავებს საფუძვლიანად ხესა და ბეტონს? ამ კატეგორიის თითოელ ხელსაწყოს თავისი უპირატესობა აქვს, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცით - თუ მასალის ღრმად და კარგად დამუშავება გსურთ, ეს საქმე აუცილებლად რეისმუსს უნდა მიანდოთ. ინსტრუმენტი რთულ საქმესაც კი თავს არაჩვეულებრივად ართმევს. მთავარია, ხელსაწყოს შეძენამდე რამდენიმე მარტივი რჩევა გაითვალისწინოთ. თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ბლოგში გაეცნობით.
პირველი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ სიმძლავრეს ეხება. ბევრნაირი სახის რეისმუსი არსებობს. ხელსაწყოები ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლით განსხვავდება. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხი კი სიმძლავრეა. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ხელსაწყოები. თითოეულს თავისი გამოყენების არეალი აქვს. აქ მთავარი ისაა, თუ რა ტიპის საქმეზე გსურთ რეისმუსის გამოყენება. სამუშაო რთულია? ინსტრუმენტს მთელი დღის განმავლობაში იყენებთ? პროფესიონალი ბრძანდებით და ეს საქმე თქვენი განუყოფელი ნაწილია? თუ ყველა კითხვაზე ან რომელიმე ერთზე პასუხი დადებითია, მაშინ მაღალი სიმძლავრის რეისმუსი დაგჭირდებათ. ამ ტიპის ხელსაწყო საქმეს სწრაფად და იდეალურად ასრულებს. სხვა შემთხვევაში რა ხდება, თუ მოყვარული ხართ ან უბრალოდ მსუბუქი სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი? მაშინ საშუალო ანდაც დაბალი სიმძლავრის რეისმუსი დაიხმარეთ. უფრო მეტიც, ასეთი საქმეებისთვის ზუსტად მსგავსი ტიპის ინსტრუმენტი გამოგადგებათ და არა მაქსიმალურად მძლავრი.
სიმძლავრე მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს სხვა ისეთი მახასიათებლებიც, რომლებიც დიდად არ ჩამოუვარდება ამ უკანასკნელს. ბრუნვის სიჩქარე და მუშაობის სიღრმე ზუსტად ამ კატეგორიაში შედის. აქაც იგივე პრინციპი მუშაობს, რაც სიმძლავრის შემთხვევაში - რთულ საქმეზე სწრაფი და ღრმად მომუშავე რეისმუსია საჭირო, სხვა შემთხვევაში კი საშუალო ან დაბალი მონაცემებიც მისაღებია. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, ინსტრუმენტი თქვენს საქმეს კარგად მოერგება.
გსურთ რეისმუსის სახლიდან გაუსვლელად შეძენა? ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ზუსტად ამ შესაძლებლობას გთავაზობთ. Holst.ge-ზე ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად არჩევთ და იძენთ - ძალიან მარტივია, არა?! დიახ, ზუსტად ასეა. ამ მეთოდით ყველაზე მნიშვნელოვანს ზოგავთ - დროს. ნივთების შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ. საკურიერო მომსახურება ყველგან ვრცელდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილ ხელსაწყოებს ნებისმიერ ადგილას მოგაწვდით და რაც მთავარია, საკმაოდ სწრაფად. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი ყველგან მოქმედებს. ჩვენთან სასიამოვნო მომსახურება დაგხვდებათ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ოპერატორებს დაუკავშირდეთ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოთ.
Dewalt ის ბრენდია, რომელიც იმედებს არავის უცრუებს. მაღალი ხარისხის ხელსაწყოები თუ გსურთ, ზუსტად რომ Dewalt-ს უნდა მოაკითხოთ. ამ კონკრეტულ რეისმუსზე რისი თქმა შეგვიძლია? დაზუსტებით ვიცით, რომ ხელსაწყო პირველივე გამოყენებიდან თქვენი ფავორიტი გახდება. ამისთვის ყველა საჭირო უნარს ფლობს. პირველ რიგში, ინსტრუმენტი მძლავრია და არცერთი სახის მასალაზე მუშაობა არ ეშლება. წარმატებით ასრულებს რთულ საქმეს და იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთის. თუ პროფესიონალი ბრძანდებით, მაშინ Dewalt-ის რეისმუსი თქვენთვისაა შექმნილი. ინსტრუმენტს თან ახლავს მტვრისგან დამცავი და 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი. დამატებითი ნივთები სამუშაო პროცესს კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებთ. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც. თუ მუშაობის დროს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონის მეშვეობით პრობლემას მარტივად გადაჭრით.
უპირატესობები: