რეისმუსი - შალაშინის ღირსეული თანამებრძოლი

რასმუსენი რომ იყო, გახსოვთ? აი, ანდერს ფოგ რასმუსენი, დანიის ექსპრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი... სად რეისმუსი და სად რასმუსენი? ეგეც მართალია, მაგრამ უცბად რომ შემოგიხტება ტვინში რაღაც, როგორ გინდა, გაუმკლავდე და გასაქანი არ მისცე?

პოლიტიკა იქით იყოს და უმჯობესია, ამ საინტერესო სახელწოდების მქონე ხელსაწყოს შესაძლებლობებს გავეცნოთ, მით უმეტეს, რომ ძალიან საჭირო და გამოსადეგი რამე გახლავთ, რაც შესაძლოა, თავადაც კარგად მოგეხსენებათ.

რეისმუსი, რეისმუსმა, რეისმუსს, რეისმუსის...

რეისმუსი სჭირდება ყველას, ვისაც ხის სამუშაოები აქვს შესასრულებელი;

რეისმუსმა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა საქმე ყველას, ვინც ხეზე მუშაობს;

რეისმუსს იყენებენ როგორც სადურგლო სახელოსნოებში, ისე ავეჯის წარმოებაში;

რეისმუსის გამოყენება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი...

უფრო რომ დავაზუსტოთ, რეისმუსი არსებობს ცალმხრივი (სახლისთვის), ორმხრივი (კერძო წარმოებისთვის), სამმხრივი და ოთხმხრივი (სამრეწველო წარმოებისთვის).

რეისმუსის მუშაობის პრინციპი

რეისმუსის დანადგარის მუშაობის პრინციპი დაფის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს. თანამედროვე რეისმუსების უმეტესობის შემთხვევაში, გამოყენებულია დეტალების გაწევის სისტემა ფიქსირებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, მასალას ფენები მაქსიმალურად თანაბრად მოსცილდეს.

აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:

  • მექანიზმის საფუძველი - ძრავი;
  • საჭრელი პირი;
  • ძირითადი და დამხმარე მაგიდები;
  • მოძრავი ლილვაკები;
  • მართვისა და რეგულირების ელემენტები (სიმაღლის არჩევის ღილაკი, ჩართვის ღილაკი, საკონტროლო ლამპა, გადამრთველი);
  • დამცავი სისტემები (ძრავის დატვირთვის სენსორი, მოკლე ჩართვისგან დამცავი);
  • ნახერხის შემგროვებელი.

მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულია რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამ და ოთხმრვი რეისმუსები.

სად გამოიყენება და რისთვის არის საჭირო რეისმუსი?

რეისმუსი შეიძლება გამოიყენებოდეს სახლის პირობებშიც. მაგალითად, დაფებისა და ჩარჩოების დამუშავებისთვის. რეისმუსი სასარგებლოა რემონტისას, მშენებლობასა და ხის გადამუშავების მიმართულებით. ხშირად შეხვდებით ამ დანადგარს სახელოსნოებში, სადაც კომერციული დანიშნულებისთვის იყენებენ. რეისმუსი გამოიყენება ავეჯის დასამზადებლად, სასურველი სისქის ფიცრებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციის შესაქმნელად. დანადგარი საშუალებას იძლევა, შეიქმნას ერთმანეთის იდენტური, ერთნაირი სისქის დეტალები.

რეისმუსის დანადგარების სახეობები

რეისმუსები შეგვიძლია რამდენიმე პარამეტრის მიხედვით დავყოთ: საჭრელი პირების რაოდენობით, ტექნიკური მახასიათებლებითა და მობილობით.

  • ცალმხრივი რეისმუსი

ეს დანადგარი განკუთვნილია დეტალის მხოლოდ ერთი მხარის დამუშავებისთვის. დამუშავების შემდეგ, ზედა ნაწილის რელიეფი ქვედას რელიეფს გაიმეორებს, ამიტომ ერთი მხარე მაინც თანაბარი უნდა იყოს.

  • ორმხრივი რეისმუსი

ეს დანადგარი დეტალს ერთდროულად ორი მხრიდან ამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ რეისმუსში მოხვედრამდე, დეტალი შალაშინით იყოს დამუშავებული.

  • საყოფაცხოვრებო რეისმუსი

მათი გამორჩევა შემდეგი ნიშნებით არის შესაძლებელი:

    • მცირე ზომა და წონა;
    • მცირე სიმძლავრე;
    • ხელმისაწვდომი ფასი.

საყოფაცხოვრებო დანადგარში დეტალების მოთავსება ხელით არის საჭირო. ამდენად, იგი მასშტაბური სამუშაოებისთვის ან ბევრი მასალის დამუშავებისთვის არ გამოდგება.

  • სამრეწველო რეისმუსი

სამრეწველო რეისმუსის არსენალშია:

    • მაღალი წარმადობა;
    • დეტალებთან მუშაობის სიჩქარე;
    • გაშალაშინების მაქსიმალური სიღრმე;
    • მაქსიმალურად სქელი დეტალის დამუშავების შესაძლებლობა.

Holst.ge გთავაზობთ რეისმუსს, რომელმაც მომხმარებლებში დამსახურებულად მოიპოვა ნდობა და პოპულარობა და რომელიც თქვენს ნებისმიერ დავალებას პირნათლად შეასრულებს:

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5011402272112
  • წონა (კგ) – 33.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება