რეისმუსი უნდა ვაქოთ და აბა, თუ დაგვეთანხმებით?

რას ამბობთ, ხერხი არ არის უცნაური სიტყვა, ან გნებავთ, თარაზო და შალაშინი. უბრალოდ, ყური უფროა მიჩვეული, მით უმეტეს, მათი, ვისაც ხელობასთან ნაკლები შეხება აქვს. აი, პროფესიონალებმა კი გადასარევად იციან, რამდენად საჭირო ინსტრუმენტი გახლავთ რეისმუსი.

ხელოსნებს რომ ჰკითხოთ, რეისმუსი შეუცვლელი და უალტერნატივოა მაღალი ხარისხის ხის ნაწარმის დამუშავება-შექმნისთვის და რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ამ ინსტრუმენტის მიმართ, მივყვეთ ნელ-ნელა და ყველაფერს ნათელს მოვფინოთ.

რეისმუსი - ვას ისტ დას?

ესე იგი, რა არის რეისმუსი? ახლავე გიპასუხებთ - როგორც სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონში ვკითხულობთ: რეისმუსი - (გერმ. reißmaß < reißen ხაზვა და maß ზომა) - ეს არის სადურგლო ხელსაწყო, რომელიც ფიცრის (ძელის) ზედაპირზე საბაზო ხაზის პარალელური ხაზების დასატანად გამოიყენება. რეისმუსის მეშვეობით აგრეთვე შესაძლებელია ზომების გადატანა ნახაზიდან ნამზადზე.

რეისმუსის მოწყობილობა

რეისმუსის კონსტრუქცია თავის თავში აერთიანებს მძლავრ ელექტროძრავას, სამუშაო მაგიდასა და „როლიკებიან“ მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია დასამუშავებელი მასალის ავტომატურ მოძრაობაზე.

თუმცა, რეისმუსის მთავარი სამუშაო ელემენტია დანებიანი ლილვი. იმაზე, ერთია ის დანადგარზე, თუ ორი ან მეტი, დამოკიდებულია წარმადობა და დავალებების შესრულების შესაძლებლობა. რამდენიმე ლილვი ურთულესი ამოცანებისთვის არის დანიშნული - სხვადასხვა მხრიდან ერთდროული ჭრის საშუალებას იძლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს დანების შენადნობს, ფორმასა და გალესვის დონეს. ორმხრივად გალესილი დანები ორჯერ მეტხანს გაძლებს. ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა შენადნობი ფოლადის დანებს აქვთ.

რეისმუსის ტექნიკური მახასიათებლები

ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, აპარატის თითოეული მოდელი ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაძლებლობები და ზუსტი დანიშნულება  მოწყობილობაზეა დამოკიდებული.

მოტორი და მისი სიმძლავრე

რეისმუსის მუშაობა და მისი მაქსიმალური სიღრმე დამოკიდებულია ძრავის სიმძლავრეზე. ამდენად, შესაძლებელია მოწყობილობების პირობითი დაყოფაც:

  • საყოფაცხოვრებო;
  • სამრეწველო:

საყოფაცხოვრებო - აქვს 3000 ვატამდე სიმძლავრე, რომელსაც ერთ ჯერზე 2 მმ ხის მოცილება შეუძლია.

სამრეწველო - აქვთ 3000 ვატზე მეტი სიმძლავრე, რომელსაც ერთ ჯერზე 3 მმ ხის მოცილება შეუძლია.

უსაფრთხოების ზომები

როგორც სხვა ნებისმიერ ინსტრუმენტთან მუშაობისას, უსაფრთხოების ზომების დაცვაა საჭირო რეისმუსის შემთხვევაშიც. სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებთ, აუცილებელია მოირგოთ დამცავი სათვალე, თუმცა ხელთათმანების გამოყენება ამ  მოწყობილობასთან მუშაობის დროს აკრძალულია. მიზეზი ის გახლავთ, რომ თუკი დანადგარი ხელთათმანს  ჩაითრევს, გადავა ლილვზე, რაც  საბოლოოდ დაზიანებას გამოიწვევს.

მოწყობილობა კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული და მუშაობის დროს არ უნდა მოძრაობდეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ, აუცილებელია ხელსაწყოს გამორთვა და სამუშაო ადგილის მტვრისგან გაწმენდა.

რა კავშირშია რეისმუსსა და მტვერსასრუტს შორის?

რეისმუსით მუშაობის შედეგად საკმაო რაოდენობის ნარჩენები წარმოიქმნება. ამდენად, თუკი დანადგარი აღჭურვილია ადაპტერით, რომელზეც სამშენებლო მტვერსასრუტის მიერთება შეიძლება, რეკომენდებულია, ასეც მოიქცეთ. ჰო, შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივი მტვერსასრუტიც გამოიყენოთ, თუმცა მისი ტევადობა კომფორტულად მუშაობის საშუალებას ვერ მოგცემთ.

რა არის საჭირო რეისმუსის მოვლისთვის?

რეისმუსის მუშაობის ხარისხი დიდწილად სწორედ მის მოვლასა და სწორად ექსპლუატაციაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი პირობა მისი სუფთად შენახვაა. სამუშაო მაგიდა რეგულარულად უნდა გასუფთავდეს, რადგან დიდი ალბათობით, იქ ფისი მოხვდება, რომელიც ზედაპირს დროულად უნდა მოშორდეს. მაგიდის გარდა, ფისი და მტვერი სხვა დეტალებზეც ხვდება, რომელთა გასაწმენდად გამხსნელის გამოყენებაა რეკომენდებული. გაწმენდა სჭირდება ლილვებს, ჯაჭვს.

რეისმუსით გრძელ ფიცრებსაც დაამუშავებთ?

ასეთ აღჭურვილობაზე დასამუშავებელი მასალის ზომები მხოლოდ სიგანითა და სისქით შემოიფარგლება. თუმცა, თუკი გრძელ დეტალს დაამუშავებთ, შესაძლოა, გადააწყდეთ ისეთ პრობლემას, როგორიც ბზარების გაჩენაა. ფიცარი საკუთარი წონის ქვეშ იხრება რეისმუსის შესასვლელთან და გასასვლელთან, რის შედეგადაც კიდეები ზიანდება. ამის თავიდან აცილება მარტივია - საჭიროა სამუშაო მაგიდის გადიდება.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402272112
  • წონა (კგ) - 33.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება