რეისმუსი - უნიკალური ინსტრუმენტი, რომლის ჩანაცვლებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია |
რეისმუსი - უნიკალური ინსტრუმენტი, რომლის ჩანაცვლებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია |
რა უცნაურ სახელს აღარ მოიფიქრებენ ხოლმე ადამიანები სხვადასხვა ხელსაწყოსთვის, თუმცა რაღა ხელსაწყო, შვილებს ურჩევენ ხოლმე ისეთ სახელებს, თმები ყალყზე დაგიდგება და გული გადაგიქანდება.
სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ და განვიხილავთ, რისთვის გამოიყენება რეისმუსი, ვის სჭირდება და როგორ უნდა შეარჩიოთ, განწყობისთვის ყველაზე უჩვეულო სახელებზე მოგიყვებით.
მოდით, ჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უცნაური მშობლები ვნახოთ, რომლებმაც შვილები ყველაზე გიჟური სახელებისთვის გაწირეს.
სამწუხაროდ, შვილისთვის სახელის შერჩევაზე ბევრ ქვეყანაში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, რასაც განსაკუთრებით ბოროტად ცნობილი ადამიანები იყენებენ ხოლმე. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა შვილს სახელად ეს უცნაურობა შეურჩია: X Æ A-12... წარმოდგენაც შეუძლებელია, როგორ უნდა გადასძახონ მშობლებმა ეზოში ჩასულ X Æ A-12-ს, სახლში დროზე ავიდეს, ჭამოს და მერე ისევ სათამაშოდ გაიქცეს.
ილონ მასკს არც უცნობი ფანტაზიორები ჩამორჩებიან. მაგალითად, ამერიკაში არც ისე იშვიათი სახელი ყოფილა სკუტერი, ბოსი რქმევია არაერთი ფილიპინელის შვილს, ჰიტლერს კი ხშირად არქმევენ სამხრეთ ამერიკაში. არსებობს ასეთი გიჟური სახელებიც: ლენოქს ტატანკა-ტატონკა, ტირანი, ტარზანი, ვატერლოო, სპაგეტი 88, დასავლეთი ჩიკაგო, ტეკილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება საქართველოს, განსაკუთრებულად უცნაური სახელებით სამეგრელო ლიდერობს, სადაც შეხვდებით: ფანტას, დირექტორს, ფიზიკას, ჭაჭუს, ელშუქის. იმერეთში დაფიქსირებული გიჟური სახელებია: ფუჩქი, კრემლიეტა, შემსოდინი, კარპე და მოკლედ, ისეთი გიჟობები ჩამოვთვალეთ, ერთი უწყინარი ხელსაწყოს სახელწოდება რეისმუსი სულაც აღარ გამოდის გასაკვირი...
ხის ნებისმიერი ნაკეთობა, იქნება ეს ავეჯი, ფანჯარა, კარი, ღობე თუ იატაკი, ყველაფერს ბრტყელი და გლუვი ფიცარი სჭირდება.
და თუკი გახერხილი ფიცრები მეტ-ნაკლებად თანაბრად გამოიყურება, გაშრობის პროცესში ყველა ხარვეზი ჩნდება - ჩაღრმავება, ამობურცულობა, ხორკლიანობა.
ამდენად, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ეტაპი ნამზადის გაშალაშინებაა. ასევე, მისი გასწორება, საჭირო ზომამდე დაყვანა სისქესა და სიგანეში, რისთვისაც გამოიყენება კიდეც ეს ჩვენი ძალიან საჭირო რეისმუსი.
ქვემოთ იმაზე ვისაუბრებთ, რა არის რეისმუსი, რა შეუძლია, გაგაცნობთ აპარატის სტრუქტურას, მუშაობის პრინციპსა და დანიშნულებას და მიგახვედრებთ, რომ ინსტრუმენტი უნიკალურია და სხვა ვერც ერთი სხვა მოწყობილობა მას ვერ ჩაანაცვლებს.
ჩვეულებრივ, რეისმუსი დეტალებზე მუშაობის დასრულების ფუნქციას ასრულებს და მასალა პრაქტიკულად, სრულყოფილებამდე მიჰყავს.
არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი რეისმუსები. პირველი ტიპი შედარებით ხელმისაწვდომია ღირებულების თვალსაზრისით. დანებიანი ლილვი ზედაპირზეა განლაგებული და ნამზადის დამუშავება მხოლოდ ერთი მხრიდან ხდება.
ორმხრივი მოდელი პროფესიონალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება. მასში დამონტაჟებულია ორი ბარაბანი დანებით, რაც საშუალებას იძლევა ნამზადის ერთდროულად ორივე მხარე დამუშავდეს. მოდელს შედარებით დიდი ზომა და წონა აქვს და შესაბამისად, ღირებულებაც მაღალია.
იქიდან გამომდინარე, რისთვის სჭირდებათ რეისმუსი - სახლში დაგეგმილი რემონტისთვის თუ პროფესიონალური ავეჯის თუ სადურგლო ნაკეთობების დასამზადებლად, ორი სახეობიდან ერთს ირჩევენ:
შედარებით იაფფასიანი. განკუთვნილია სტანდარტული სისქის დამუშავებისთვის. ძრავა ერთფაზიანია, 3 კვტ სიმძლავრემდე. არ არის გათვლილი ხანგრძლივი დატვირთვებისთვის. კონსტრუქციის ზოგიერთი ელემენტი შედარებით იაფფასიანი მასალისგან მზადდება, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნამზადი მაღალი ხარისხით დამუშავდეს. მაგიდა არ არის გათვლილი გრძელი მასალის განთავსებისთვის. დამუშავების საშუალო სიგანე 300 მმ-ია, ხოლო ნათალის მოხსნის სიღრმე 1,5-2 მმ.
პროფესიონალური მოდელი გარეგნულად საყოფაცხოვრებოსგან ნაკლებად განსხვავდება. თუმცა, ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. საგორავი, რომელიც ნამზადს ამოძრავებს, ან მაღალი ხარისხის რეზინისგან ან კაუჩუკისგან მზადდება, რაც მასალის მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს და ზედ კვალს არ ტოვებს. ნათალის მოხსნის სიღრმე 1-დან 3,5 მმ-მდე მერყეობს. ასევე, პროფესიონალური დანადგარი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. აქვს სიმაღლის ზუსტი დაგეგმვის მასშტაბი, რომელიც ხშირად აღჭურვილია ციფრული დისპლეით. ძვირფასი დეტალების წყალობით კი ხის დამუშავების ხარისხი უპირობოდ შთამბეჭდავია.
რეისმუსის კონსტრუქცია თავის თავში აერთიანებს მძლავრ ელექტროძრავას, სამუშაო მაგიდას და როლიკებიან მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია დასამუშავებელი მასალის ავტომატურ მოძრაობაზე.
თუმცა, რეისმუსის მთავარი სამუშაო ელემენტია დანებიანი ლილვია. იმაზე, ერთია ის დანადგარზე, თუ ორი ან მეტი, დამოკიდებულია წარმადობა და დავალებების შესრულების შესაძლებლობა. რამდენიმე ლილვი ურთულესი ამოცანებისთვის არის დანიშნული - სხვადასხვა მხრიდან ერთდროული ჭრის საშუალებას იძლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს დანების შენადნობს, ფორმასა და გალესვის დონეს. ორმხრივად გალესილი დანები ორჯერ მეტხანს გაძლებს. ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა შენადნობი ფოლადის დანებს აქვთ.
რეისმუსის დანადგარის მუშაობის პრინციპი დაფის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს. თანამედროვე რეისმუსების უმეტესობის შემთხვევაში, გამოყენებულია დეტალების გაწევის სისტემა ფიქსირებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, მასალას ფენები მაქსიმალურად თანაბრად მოსცილდეს.
აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:
მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულია რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამმხრივი და ოთხმხრვი რეისმუსები.
- დავიწყოთ მონტაჟის პროცესით - უმთავრესია კონსტრუქციის სტაბილური განლაგება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეისმუსი შეიძლება იყოს როგორც მაგიდის, ისე - იატაკის. ორივე შემთხვევაში, ზედაპირზე საიმედო ფიქსაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ სასურველი შედეგის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება;
- სასურველია სპეციალური სამაგრების გამოყენება რეისმუსის სრული უძრაობის უზრუნველყოფისთვის;
- მუშაობა იწყება მხოლოდ მაშინ, რაც დანებით აღჭურვილი დოლურა საჭირო სიჩქარეს აკრეფს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზედაპირზე დასამუშავებელი მასალის მოთავსება;
- მძიმე და გრძელი ობიექტების დამუშავების პროცესში საჭიროა კიდეების ორივე მხარეს ნაკეთობის წამოწევა, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება;
- ოპტიმალურია, ერთი ციკლისას ხის მასალას 0,8 მმ მოშორდეს. ასეთი სიღრმე დეფექტების გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;
- იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ფოსოები, არ დაზიანდეს ბოჭკოები, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც სიჩქარესა და ჭრის სისქეს შეეხება. ყველა რეკომენდაცია ინსტრუქციაშია მითითებული, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ;
- დანადგარში ხის მასალის მოთავსებისას აუცილებელია ბოჭკოების მიმართულების გათვალისწინება - დანების ლილვის ქვეშ უნდა მოექცნენ;
- მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქსელიდან გათიშვა და ამის შემდეგ ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ამასთან, ნახერხისა და მტვრისგან გაწმენდა სჭირდება როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე დანებს, ჯაჭვს;
- თუკი მაგიდის ზედაპირზე ფისის ნარჩენები შენიშნეთ, რეკომენდებულია მისი გამხსნელით მოშორება;
- გახსოვდეთ, რომ აპარატის სათანადოდ გამოყენება და მოვლა მისი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.