რეისმუსი - ხის მასალის იდეალურად დამუშავებისთვის

იდეალური არავინ არისო, წარბს აწევს და ფილოსოფიურად იტყვის ხოლმე ბევრი და შესაძლოა, ასეც იყოს. სამაგიეროდ, იმას კი აღარ ამბობენ, იდეალური არაფერი არისო, რადგან რეისმუსით დამუშავებული ხის მასალა დიახაც, რომ იდეალურია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეისმუსი ხის დამუშავების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ინსტრუმენტია და ამას საკმაოდ ბევრი მიზეზიც აქვს. მაგალითად, რეისმუსი საშუალებას იძლევა, ხის მასალა საჭირო სისქემდე დაკორექტირდეს და იდეალურად დამუშავდეს. ამგვარად დამუშავებულ მასალას წინასწარ განსაზღვრული სისქე და ზომა და რაც მთავარია, იდეალურად სწორი ზედაპირი აქვს.

რეისმუსი გამოიყენება და პრაქტიკულია არა მხოლოდ ავეჯის მასშტაბური წარმოებისას, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებშიც.

ვის სჭირდება რეისმუსი?

რეისმუსი, ან რეისმასი, როგორც გენებოთ, ორივე ვარიანტი სწორია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფესიონალებსაც სჭირდებათ და უარს არც მოყვარულები ამბობენ.

როგორი შეიძლება იყოს რეისმუსი?

არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი რეისმუსები. პირველი ტიპი შედარებით ხელმისაწვდომია ღირებულების თვალსაზრისით. დანებიანი ლილვი ზედაპირზეა განლაგებული და ნამზადის დამუშავება მხოლოდ ერთი მხრიდან ხდება.

ორმხრივი მოდელი პროფესიონალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება. მასში დამონტაჟებულია ორი ბარაბანი დანებით, რაც საშუალებას იძლევა ნამზადის ერთდროულად ორივე მხარე დამუშავდეს. მოდელს შედარებით დიდი ზომა და წონა აქვს და შესაბამისად, ღირებულებაც მაღალია.

იქიდან გამომდინარე, რისთვის სჭირდებათ რეისმუსი - სახლში დაგეგმილი რემონტისთვის თუ პროფესიონალური ავეჯისა თუ სადურგლო ნაკეთობების დასამზადებლად, ორი სახეობიდან ერთს ირჩევენ: პროფესიონალურს ან საყოფაცხოვრებოს.

რეისმუსის მუშაობის პრინციპი

რეისმუსის დანადგარის მუშაობის პრინციპი დაფის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს. თანამედროვე რეისმუსების უმეტესობის შემთხვევაში, გამოყენებულია დეტალების გაწევის სისტემა ფიქსირებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, მასალას ფენები მაქსიმალურად თანაბრად მოსცილდეს.

აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:

  • მექანიზმის საფუძველი - ძრავა;
  • საჭრელი პირი;
  • ძირითადი და დამხმარე მაგიდები;
  • მოძრავი ლილვაკები;
  • მართვისა და რეგულირების ელემენტები (სიმაღლის არჩევის ღილაკი, ჩართვის ღილაკი, საკონტროლო ლამპა, გადამრთველი);
  • დამცავი სისტემები (ძრავის დატვირთვის სენსორი, მოკლე ჩართვისგან დამცავი);
  • ნახერხის შემგროვებელი.

მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულია რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამმხრივი და ოთხმხრივი რეისმუსები.

რა უნდა გაითვალისწინოთ რეისმუსით მუშაობის დროს

- დავიწყოთ მონტაჟის პროცესით - უმთავრესია კონსტრუქციის სტაბილური განლაგება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეისმუსი შეიძლება იყოს როგორც მაგიდის, ისე - იატაკის. ორივე შემთხვევაში, ზედაპირზე საიმედო ფიქსაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ სასურველი შედეგის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება;

- სასურველია სპეციალური სამაგრების გამოყენება რეისმუსის სრული უძრაობის უზრუნველყოფისთვის;

- მუშაობა იწყება მხოლოდ მაშინ, რაც დანებით აღჭურვილი დოლურა საჭირო სიჩქარეს აკრეფს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზედაპირზე დასამუშავებელი მასალის მოთავსება;

- მძიმე და გრძელი ობიექტების დამუშავების პროცესში საჭიროა კიდეების ორივე მხარეს ნაკეთობის წამოწევა, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება;

- ოპტიმალურია, ერთი ციკლისას ხის მასალას 0,8 მმ მოშორდეს. ასეთი სიღრმე დეფექტების გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;

- იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ფოსოები, არ დაზიანდეს ბოჭკოები, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც სიჩქარესა და ჭრის სისქეს შეეხება. ყველა რეკომენდაცია ინსტრუქციაშია მითითებული, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ;

- დანადგარში ხის მასალის მოთავსებისას აუცილებელია ბოჭკოების მიმართულების გათვალისწინება - დანების ლილვის ქვეშ უნდა მოექცნენ;

- მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქსელიდან გათიშვა და ამის შემდეგ ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ამასთან, ნახერხისა და მტვრისგან გაწმენდა სჭირდება როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე დანებს, ჯაჭვს;

- თუკი მაგიდის ზედაპირზე ფისის ნარჩენები შენიშნეთ, რეკომენდებულია მისი გამხსნელით მოშორება;

- გახსოვდეთ, რომ აპარატის სათანადოდ გამოყენება და მოვლა მისი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402272112
  • წონა (კგ) - 33.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება