რეისმუსი - ყველაზე პატიოსანი ხელოსნების ინსტრუმენტი |
რეისმუსი - ყველაზე პატიოსანი ხელოსნების ინსტრუმენტი |
არც უკან მიდევნებული ლამპარია საჭირო, არც სანთელი და ჩირაღდანი, პატიოსანი ხელოსნების მოძიებაზე თუკი მიდგა საქმე - გაიკითხავთ ნაცნობ-მეგობრებში და აუცილებლად მიაგნებთ ისეთს, ტყუილს არაფრის დიდებით რომ არ გაკადრებთ და საქმესაც ისე შეასრულებს, როგორც საჭიროა.
იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილის თქმისა და საქმის მიფუჩეჩების საშუალებას ზოგჯერ ინსტრუმენტი არ იძლევა და ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული რეისმუსი გახლავთ, რომელსაც პირობითად ასეც შეგვილია, ვუწოდოთ: ყველაზე პატიოსანი ხელოსნების ინსტრუმენტი.
რატომ არის რეისმუსი „პატიოსანი ინსტრუმენტი“, რისთვის არის საჭირო და როგორ შევარჩიოთ, ავიკაპიწოთ ხელები, გონება დავძაბოთ და საქმეს შევუდგეთ.
რეისმუსის მუშაობის მთავარი პრინციპი დაფის თანაბრად დამუშავება გახლავთ. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს. თანამედროვე რეისმუსების უმეტესობის შემთხვევაში, გამოყენებულია დეტალების გაწევის სისტემა ფიქსირებული სიჩქარით, რაც საშუალებას იძლევა, მასალას ფენები მაქსიმალურად თანაბრად მოსცილდეს.
რეისმუსი შეიძლება გამოიყენებოდეს სახლის პირობებშიც. მაგალითად, დაფებისა და ჩარჩოების დამუშავებისთვის.
რეისმუსი სასარგებლოა რემონტისას, მშენებლობასა და ხის გადამუშავების მიმართულებით. ხშირად შეხვდებით ამ დანადგარს სახელოსნოებში, სადაც კომერციული დანიშნულებისთვის იყენებენ.
რეისმუსი გამოიყენება ავეჯის დასამზადებლად, სასურველი სისქის ფიცრებისა და ხის სხვადასხვა კონსტრუქციის შესაქმნელად. დანადგარი საშუალებას იძლევა, შეიქმნას ერთმანეთის იდენტური, ერთნაირი სისქის დეტალები.
არსებობს რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი:
ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამ და ოთხმრვი რეისმუსები.
რეისმუსის მუშაობის პრინციპი ხის მასალის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს.
აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:
მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.
- დავიწყოთ მონტაჟის პროცესით - უმთავრესია კონსტრუქციის სტაბილური განლაგება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეისმუსი შეიძლება იყოს როგორც მაგიდის, ისე - იატაკის. ორივე შემთხვევაში, ზედაპირზე საიმედო ფიქსაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ სასურველი შედეგის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება;
- სასურველია სპეციალური სამაგრების გამოყენება რეისმუსის სრული უძრაობის უზრუნველყოფისთვის;
- მუშაობა იწყება მხოლოდ მაშინ, რაც დანებით აღჭურვილი დოლურა საჭირო სიჩქარეს აკრეფს. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზედაპირზე დასამუშავებელი მასალის მოთავსება;
- მძიმე და გრძელი ობიექტების დამუშავების პროცესში საჭიროა კიდეების ორივე მხარეს ნაკეთობის წამოწევა, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება;
- ოპტიმალურია, ერთი ციკლისას ხის მასალას 0,8 მმ მოშორდეს. ასეთი სიღრმე დეფექტების გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;
- იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ფოსოები, არ დაზიანდეს ბოჭკოები, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რაც სიჩქარესა და ჭრის სისქეს შეეხება. ყველა რეკომენდაცია ინსტრუქციაშია მითითებული, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ;
- დანადგარში ხის მასალის მოთავსებისას აუცილებელია ბოჭკოების მიმართულების გათვალისწინება - დანების ლილვის ქვეშ უნდა მოექცნენ;
- მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქსელიდან გათიშვა და ამის შემდეგ ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ამასთან, ნახერხისა და მტვრისგან გაწმენდა სჭირდება როგორც მაგიდის ზედაპირს, ისე დანებს, ჯაჭვს;
- თუკი მაგიდის ზედაპირზე ფისის ნარჩენები შენიშნეთ, რეკომენდებულია მისი გამხსნელით მოშორება;
- გახსოვდეთ, რომ აპარატის სათანადოდ გამოყენება და მოვლა მისი ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.