რემონტი გაქვთ? სახლს აშენებთ? დროა, პერფორატორიც შეიძინოთ |
რემონტი გაქვთ? სახლს აშენებთ? დროა, პერფორატორიც შეიძინოთ |
კაი დიდი ვაჟკაცობა კი უნდა რემონტის დაწყებას და თუკი ეს ნაბიჯი გადადგით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, პერფორატორი გახლავთ. საერთოდ გმირობის ჩადენა გადაწყვიტეთ და სახლს აშენებთ? აქაც იმავეს გეტყვით - პერფერატორი არის ინსტრუმენტი, რომელიც ბევრი რამისთვის დაგჭირდებათ და დროა, მის შეძენაზე იზრუნოთ.
რატომ არის ასეთი საჭირო ეს ინსტრუმენტი?
მოდით, ჩვენ მის შესაძლებლობებზე მოგიყვებით და შესაბამისი დასკვნის გამოტანა აღარ გაგიჭირდებათ.
დავიწყოთ იქიდან, რომ პერფორატორი ლათინური სიტყვიდან perfor მოდის, რაც გახვრეტას, გაბურღვას ნიშნავს.
უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც ხვრელების გაკეთებაა, როგორც წესი, ბეტონში, თუმცა არც ხეს აგდებს ნაკლებ დღეში, არც აგურის კედელია დაბრკოლება და მოკლედ, წინაღობა მისთვის არ არსებობს.
ბურღვა დარტყმებით - თუკი ხის გახვრეტა ჩვეულებრივი ბურღით შეიძლება, ბეტონის დამორჩილებას უკვე სპეციალური, განსხვავებული ფორმის ბურღი სჭირდება. ამ სპეციალური ბურღით შეიძლება ზედაპირის არა მხოლოდ გახვრეტა, არამედ დანგრევაც.
დარტყმები ბურღვის გარეშე - გამოიყენება ზედმეტად მყარი ზედაპირების შემთხვევაში, ასევე, ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაოს შესრულებისას.
მყარ მასალებთან პერფერატორი გაცილებით ეფექტიანი მუშაობით გამოირჩევა, ვიდრე, მაგალითად, „დრელი“.
უფრო რომ განვავრცოთ, პერფორატორის გამოყენებით შესაძლებელია:
პერფერატორის მიერ გამოცემული ხმაურის დონე 80-100 dB-ს შეადგენს, რაც საკმარისად მაღალი მაჩვენებელია და არასასურველია როგორც თავად სპეციალისტისთვის, ვინც ინსტრუმენტით მუშაობს, ისე, გარშემომყოფებისთვის. პერფორატორით მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, დამცავი ყურსაცმებისა და სათვალეების გამოყენება.
კერამიკულ ფილებსა და მინის ზედაპირზე მუშაობას განსაკუთრებული აკურატულობა სჭირდება და მოითხოვს:
კაფელზე მუშაობისას არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ რევერსის რეჟიმი, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შეერთების ადგილებზე.
პერფორატორით ბეტონისა და აგურის კედლებთან მუშაობა, ტიხრების ნგრევა, სამშენებლო კონსტრუქციების დემონტაჟი საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ სწრაფად შესრულებადი დავალებაა.
ხელსაწყო რომ სწორად შეარჩიოთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
რაც უფრო დიდია ინსტრუმენტი, სიმძლავრეც მით მეტი აქვს. ასეთი პერფორატორი მარტივად გაუმკლავდება რთულ და მოცულობით საქმესაც, თუმცა გახსოვდეთ, რომ დიდი ზომის ინსტრუმენტისგან ხელებიც მალე დაგეღლებათ და პაუზის გაკეთება მოგიწევთ. ამდენად, თუკი მხოლოდ სახლის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი, დიდი და მძლავრი ინსტრუმენტის შეძენა ნამდვილად არ გიღირთ.