რის გაკეთებას შეძლებთ ელექტრო პულივიზატორის დახმარებით? |
რის გაკეთებას შეძლებთ ელექტრო პულივიზატორის დახმარებით? |
კედლისა და ჭერის დაგრუნტვა და შეღებვა, ლითონის დეტალებზე ანტიკოროზიული ნაერთების დატანა, ხის დამუშავება ანტიპარენით (კომპონენტი, რომელიც ემატება ორგანული წარმოშობის მასალებს ცეცხლდაცვის მიზნით), ძველი შპალერის სწრაფად და მარტივად დალბობა კედლის გასუფთავებისთვის... ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, სწორედ ამ ამ ყველაფერში დაგჭირდებათ ელექტრო პულივიზატორი, რომლის დამატებითი ღირსება ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასს - დროს დაგაზოგინებთ.
ისიც აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ ელექტრო პულივიზატორი არა მხოლოდ შენობების რემონტზე მომუშავეებს სჭირდებათ, არამედ მას ერთნაირი წარმატებით იყენებენ ავტოხელოსნები, მებაღეები და თქვენ წარმოიდგინეთ, იუველირებიც კი.
ელექტრო პულივიზატორის ტიპები შემდეგნაირად იყოფა:
ელექტრო პულივიზატორის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი დეტალია ავზი, რომელიც აუცილებლად კორპუსის განუყოფელი ნაწილია და ცალკე არ გვხვდება.
ხელსაწყოს ექსპლუატაციის ხანგრძლივობას დიდწილად განსაზღვრავს კორპუსის მასალა და მექანიზმი. როგორც წესი, პულივიზატორის კორპუსი პლასტმასისგან მზადდება. მთავარი პირობაა, მოწყობილობა ძირს არ დააგდოთ და პრობლემებსაც მარტივად აირიდებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ლითონის კორპუსი გაცილებით საიმედოა. ამასთან, როგორც მინიმუმ, პულივიზატორის დეტალები თითბრის ან დურალუმინის უნდა იყოს. წყლის საღებავები პლასტმასზე არ მოქმედებს, მაგრამ სხვა ქიმიკატებს შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტებია საქშენები, შლანგი, ავზი. უმჯობესია აირჩიოთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ავზი, რომელიც სრულიად გამორიცხავს გახვრეტის შესაძლებლობას წმენდის ან ფსკერის გახეხვის დროს. პლასტმასის ავზი შესაძლოა, საღებავის კომპონენტებთან რეაქციაში შევიდეს.
საღებავის მიწოდების მილი ძირს კარგად უნდა სწვდებოდეს. უმჯობესია, როცა მილი ოდნავ მოხრილია სახელურის მხარეს და საღებავს ავზის კუთხიდან იღებს. ამგვარად უფრო მოსახერხებელია საღებავის სრულად გამოყენება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე.
შლანგი უნდა იყოს გოფრირებული, სისქით მინიმუმ 0,5 მმ.
რჩევა: სცადეთ შლანგის მიერთება და მოშორება - კავშირი უნდა იყოს მჭიდრო, მაგრამ არც ისეთი, რომ ცალკეული დეტალები დაზიანდეს.
პულივიზატორის თითოეული მოდელის აღწერა შეიცავს ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც არჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.
- რაც უფრო დიდია საქშენის დიამეტრი, მით მეტი ნივთიერების შესხურება შეიძლება სასურველ ზედაპირზე. თითოეულ პულივიზატორს აქვს იმ ნივთიერებების დასაშვები სიბლანტის ინდექსი, რისთვისაც მისი გამოყენება შესაძლებელია (მაგალითად, 30 DIN). თუ შემადგენლობა ძალიან სქელია, მაშინ მისი შესხურება შეუძლებელი იქნება.
- სიმძლავრე - რაც მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, მით დიდხანს იმუშავებს პულივიზატორი და მოტორის გასაგრილებლად მუშაობის შუა გზაზე გაჩერება არ მოგიწევთ.
- წარმადობა განსაზღვრავს, რა რაოდენობის სითხის გადატანა შეუძლია ინსტრუმენტს ზედაპირზე კონკრეტული დროის მონაკვეთში. რაც უფრო მეტ ნივთიერებას გააფრქვევს წუთში, ბუნებრივია, ობიექტი მით უფრო სწრაფად შეიღებება.