რის მიხედვით უნდა შეარჩიო დრელი?

დრელის ირგვლივ თუ ბევრი კითხვა გაქვთ, სწორ ადგილას მოხვდით. ბლოგში ამ ხელსაწყოზე ვისაუბრებთ. ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ და გეტყვით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენზე მორგებული ხელსაწყო. ეს კი მარტივი პროცესია, მთავარია, მთელი ყურადღება აქეთკენ მომართოთ. მაშ, დავიწყოთ.

პირველი ნაბიჯი დრელის შერჩევისას

რა უნდა გაითვალიწინოთ უპირველეს ყოვლისა? ასეთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სიმძლავრეა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ბევრ ინფორმაციას იღებთ. მოდით, უფრო დავკონკრეტდეთ. მოკლედ, სიმძლავრეზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს ხელსაწყო საქმეს. როცა ინსტრუმენტი დაბალი სიმძლავრისაა, მაშინ მხოლოდ მსუბუქ სამუშაოებში უნდა ჩართოთ. ყოველ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, რომ ასე იყოს. თუმცა, მძლავრ დრელს ყველაფერი შეუძლია. რთულ საქმეს სრულყოფილად ასრულებს და უკმაყოფილოს არავის ტოვებს. მოკლედ, თუ დრელს იშვიათად გამოიყენებთ ან ყოველდღიურად, მაგრამ მარტივ საქმეებს მიანდობთ, მაშინ დაბალი ან საშუალო ძალის მქონე ხელსაწყო გამოგადგებათ. თუ წინ შრომატევადი საქმე ელოდება, მაშინ მძლავრ დრელს გირჩევთ.

კიდევ რომელი საკითხია პრიორიტეტული ?

სიმძლავრიდან პირდაპირ მუშაობის სიღრმესა და ფუნქციებზე გადაერთეთ. ორივე მახასიათებელი საყურადღებოა და კარგად შეათვალიერეთ. დრელების უმეტესობა სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე. სამივეს სხვადასხვა სიღრმით ბურღავს. ყველაზე უკეთ ხესთან მეგობრობს, თუმცა, არც ბეტონისა და მეტალისგანაა შორს. რაც შეეხება მეორე საკითხს, თითოეულ ხელსაწყოს მკვეთრად განსხვავებული ფუნქციები აქვს. ზოგიერთი დრელი ბურღვითა და ბურღვისას დარტყმის უნარით გამოირჩევა, შეიძლება მხოლოდ რომელიმე ერთი ჰქონდეს, ან ორივე. ყველა ინსტრუმენტს მონაცემები აწერია, ამიტომ, ამ უკანასკნელსაც მარტივად იპოვით.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge - ის ?

Holst.ge- ის მართლაც ბევრი უპირატესობა აქვს. იმით დავიწყოთ, რომ ონლაინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. მაღაზიაში მისვლის გარეშე, ნებისმიერი ინსტრუმენტის შეძენა შეგიძლიათ. მანამდე კი მარტივ გზას გადიხართ. საიტზე რამდენიმე მოქმედება და სულ ეგ არის. საკურიერო მომსხურება მთელი საქართელოს მასშტაბით სრულდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებშიც ვრცელდება. ასევე, დიდი უპირატესობაა ხარისხიანი ხელსაწყოები. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველა ინსტრუმენტი საუკეთესოა. ახლა კი რამდენიმე დრელი დეტალურად განვიხილოთ. 

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

საუკეთესო ბრენდზე რომელი გახსენდებაო, კითხვა რომ დაისვას, პასუხში Dewalt-ი აუცილებლად მოხვდება. წარმოდგენილი დრელი საკმაოდ მძლავრია და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტი სამი სახის მასალას, ბეტონს, ხესა და მეტალს ამუშავებს. ფუნქციების მხრივაც გამორჩეულია. შეუძლია ბურღვა და ბურღვისას დარტყმა. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია და დამატებითი ნივთები, კერძოდ, სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება.

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ფუნქციები
  • მაქსიმალური სიღრმით ბურღვა

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch - ზე მხოლოდ კარგს თუ მოისმენთ. კონკრეტული ინსტრუმენტი მაღალი ხარისხისა და საშუალო სიმძლავრისაა. დრელი საკმაოდ სწრაფად მუშაობს და რაც მთავარია, ხარისხიანად. ინსტრუმენტს დამატებითი სახელური და სიღმის მარეგულირებელი მოყვება. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 570W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • დარტყმის სისწრაფე
  • კომპლექტაცია
  • ფუნქციები
  • ერთ წლიანი გარანტია

CROWN CT10113-ელექტრო დრელი 280W

Crown- ის საშუალო სიმძლავრის დრელით ვასრულებთ. დიდ საქმეებს ვერ გპირდებათ, მაგრამ მსუბუქ სამუშაოებს რომ კარგად წარუძღვება, ეს ზუსტად ვიცით. ასეთი სიტუაციებისთვის ძალიან კარგია. თუ უფრო სხვანაირი დრელები გსურთ, მაშინ თვალი ჩვენს საიტს გადაავლეთ.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 280W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.36         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1400min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • ფუნქციები - სახრახნისი/ბურღვა   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება