რის მიხედვით უნდა შეარჩიო სარწყავი შლანგი?

სარწყავი შლანგის სეზონი მოდის. უფრო სწორად, სულ საჭიროა, მაგრამ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით. სიცხისგან გამომშრალ მიწას წყალი ხშირად სჭირდება. სარწყავი შლანგით კი საქმე მარტივდება. მაღალი წნევის მეშვეობით, სწრაფად მუშაობს და დიდ ტერიტორიასაც კი მალე ითვისებს. ზაფხულში მცენარეებს დიდი რაოდენობით წყალს მოითხოვს, ამიტომ, სარწყავი შლანგი აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ მსგავს აქტივობებთან გაქვთ შეხება.

სად გამოიყენებთ სარწყავ შლანგს ?

ინსტრუმენტი არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით გამოიყენება. შლანგი კარგი დამხმარეა და ნებისმიერ დროს თქვენს სამსახურში იქნება. ხელსაწყო განსაკუთრებით გამოგადგებათ აგარაკისთვის და როგორც მცირე, ასევე, დიდი ტერიტორიის მოსარწყავად. საუკეთესოა პლანტაციებისთვის ან სულაც ეზოს მცენარეებისთვისაც. ინსტრუმენტი ყველა მსგავსი აქტივობისას საჭიროა. სარწყავი შლანგის მეშვეობით საქმეს გაიმარტივებთ და ყველაფერს სწრაფად შეასრულებთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ სარწყავი შლანგის შეძენამდე ?

ხარისხი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამიტომ, მთავარი ყურადღება აქეთკენ უნდა მომართოთ. ისეთი ბრენდი უნდა შეარჩიოთ, რომელიც მრავალჯერაა დატესტილი და დადებითი შეფასებები აქვს. ფართო არჩევნის მიუხედავად, მათი პოვნა არც ისე რთულია. საკმარისია Holst.ge - ის ეწვიოთ და ჩათვალეთ, რომ საუეკთესო ბრენდები უკვე იპოვეთ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში თავს ხარისხიანი ხელსაწყოები იყრის. ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან აქ მხოლოდ რჩეული ბრენდებია.

კიდევ რა უნდა მიაქციოთ ყურადღება ?

ხარისხის გარდა, ბევრი საყურადღებო დეტალია. ნაბიჯ- ნაბიჯ სათითაოდ გავყვებით და თითოეულზე გიამბობთ. პირველ რიგში, სამუშაო წნევას გადახედეთ. ეს ის მახასიათებელია, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოთ. საკუთარ თავს კითხვა დაუსვით, თუ როგორი შლანგი გჭირდებათ. დიდი ტერიტორიის მოსარწყავად, მაქსიმალურად მაღალი წნევის მქონე ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. ასეთი ინსტრუმენტები სივრცეს სწრაფად ითვისებს და საქმეს მოკლე დროში ასრულებს. თუ კი შლანგის გამოყენება ხშირად არ გიწევთ და ტერიტორიაც მცირეა, მაშინ დაბალი მონაცემები სწორი არჩევანია. ასეთ შემთხვევებში მსგავსი ტიპის შლანგი, სრულიად საკმარისია და საქმისთვის უფრო შესაფერისია.

  • სიგრძე

არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ შლანგები ერთმანეთისგან სიგრძის მიხედვითაც განსხვავდება. არსებობს გრძელი, საშუალო და მოკლე სახის ინსტრუმენტები. თითოეულს თავისი როლი აქვს, მთავარია სწორად შეარჩიოთ. გრძელი სარწყავი შლანგი, დიდი ტერიტორიისთვის უნდა შეიძინოთ. შორ მანძილს რომ მისწვდეს და პრობლემა არ შექმნას, სწორედ ამისთვისაა. თუმცა,  ყოველთვის გრძელი შლანგი საჭირო არ არის. არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა მცირე ტერიტორიაა და საშუალო ან პატარა სიგრძის შლანგი სრულიად საკმარისია. ცხადია, ამ დროს სწორედ ასეთი ხელსაწყოები უნდა შეიძინოთ. მთავარი პრინციპი ეს არის.

  • ზომა

ზომაზეა დამოკიდებული კომპაქტურია თუ არა ხელსაწყო. ამის გარდა, კიდევ ბევრი ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთ როლს ეს უკანასკნელიც ასრულებს. სიმართლე ითქვას, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, კომპაქტურ შლანგებს მრავალად იხილავთ. თითქმის ყველა ხელსაწყო ასეთია და ეს დიდი უპირატესობაა. ინსტრუმენტები მცირე ზომისაა და მარტივად გამოსაყენებელია.

  • წონა

ამ კუთხით საქმე იდეალურადაა. ზოგადად, სარწყავი შლანგი მსუბუქია და ნებისმიერი ბრენდის შემთხვევაში ასეა. ინსტრუმენტებს მცირე წონა აქვს და შესაბამისად, ყველა მარტივად გადასაადგილებელია. ერთი მხარიდან მეორემდე თვალის დახამხამებაში გადაიტანთ. წონა მეტ-ნაკლებად განსხვავებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მძიმეაო ვერცერთზე ვიტყვით.

ბრენდები, რომლებიც Holst.ge - ზე დაგხვდებათ

Lux Garden- ი მოწინავე პოზიციას იკავებს. როგორც სხვა ხელსაწყოების, ისე სარწყავი სისტემების მხრივ, ბადალი არ ჰყავს. ამის მიზეზი ხარისხიანი პროდუქტია. ყველაფერი მაღალი სტანდარტებით კეთდება და შედეგიც საუკეთესოა. ახლა სწორედ Lux garden - ის შლანგებს წარმოგიდგენთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი ბრენდი უნდა გაგაცნოთ. უფრო სწორად, თუ Holst.ge - ის თვალს ადევნებთ, Tolsen - ის შესახებ უკვე გეცოდინებათ. დიახ, სწორედ ამ ბრენდზე უნდა გიამბოთ და არაჩვეულებრივი შლანგი წარმოგიდგინოთ.

რატომ Holst.ge ?

ამ საინტერესო კითხვაზე, მრავალფეროვანი პასუხი გვაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენთან მხოლოდ სანდო ინსტრუმენტებს იხილავთ. თითოეულს მაღალი სამუშაო რესურსი და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ნივთებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან გამოიწეროთ და რამდენიმე დღეში ხელსაწყოები თქვენთან გაჩნდება. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანა უფასოა. დიდხანს ლოდინიც არ მოგიწევთ და ნივთებს რამდენიმე დღეში მიიღებთ. წარმოიდგინეთ, რამდენ დროსა და ენერგიას დაზოგავთ. თავიდან აირიდებთ მაღაზიის რიგს, ქალაქის საცობებს და უაზროდ დაკარგულ რესურსებს.

Lux Garden LGH-004 სარწყავი შლანგი Flexible 1/2x25m

Lux Garden -ის პირველი სარწყავი შლანგი სამ შრიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზიანებისგან კარგადაა დაცული და არანაირი საფრთხე არ არსებობს. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო წნევა აქვს, კერძოდ, 10 Bar. შლანგი გრძელია და შესაბამისად, დიდ ტერიტორიას სწვდება. საუკეთესოა პლანტაციებისა და სხვა ფართო მასშტაბითს საქმიანობისთვის. ხელსაწყოს მცირე წონა აქვს და მარტივი გადასაადგილებელია. ერთი ადგილიდან მეორემდე მიტანა, პრობლემური სულაც არ არის.

LuxGardenL sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 3.62         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • შრეების რაოდენობა
  • მაღალი წნევა
  • სიგრძე

Lux Garden LGH-011 სარწყავი შლანგი გამჭვირვალე 1/2x25m

მეორე შლანგიც ხარისხიანია და მაღალი რესურსები აქვს. წინა მოდელთან შედარებით ოდნავ განსხვავებულია. უფრო რომ დავაზუსტოთ, იმით რომ დაბალი წნევა აქვს. შრეების რაოდენობა ისევ იგივეა, კერძოდ, სამი. ასევეა, სიგრძეც და აქედან გამომდინარე, ამ შლანგსაც დიდ ტერიტორიაზე კარგად გამოიყენებთ. ზომიდან გამომდინარე კომპაქტურია და გადაადგილების პრობლემა ამ შემთხვევაშიც გადაჭრილია.

LuxGardenL sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 2.72         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 5 bar

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხარისხიანი მასალა
  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • შრეების რაოდენობა

TOLSEN TOL1606-57211 სარწყავი შლანგი 1/2“*15M

Tolsen - ის ინსტრუმენტსაც მივადექით. იმით დავიწყოთ, რომ თქვენს წინ გამორჩეული მოდელია. ხელსაწყო ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული და გამძლეობა უმაღლეს ნიშნულზეა. შლანგი დიდხანს იმუშავებს და პრობლემებს სულაც არ შექმნის. წინა ორ მოდელთან შედარებით, ოდნავ ნაკლები მონაცემები აქვს. უფრო მოკლეა და სხვა მახასიათებლებიც ნაკლებია. საშუალო ან პატარა ტერიტორიისთვსი იდეალურია და თუ ასეთი გჭირდებათ, მაშინ Tolsen- ი მუდამ საუკეთესო არჩევანია.

Tolsen sarwyavi shlangi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 1.52         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 400psi

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სიგრძე
  • კომპაქტურობა

Lux Garden LGH-001 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 1/2x15m

ისევ Lux garden - ის შლანგს დავუბრუნდეთ. კონკრეტულ მოდელს მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მონაცემები კი კვლავ საუკეთესოა. ხელსაწყო მაღალი წნევის მქონეა და ხუთი შრე აქვს. რაც შეეხება სიგრძეს, საშუალო კატეგორიაში გადის. ამიტომ, უფრო მცირე ტერიტორიისთვისაა განკუთვნილი. საქმეს კარგად ასრულებს და დიდხანს მუშაობს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 2.21         
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო წნევა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხიანი მასალა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება