რისი ცოდნა გაგიმარტივებთ, ელექტრო შალაშინის შერჩევას?

დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ვაპირებთ, ხელსწყოების შესახებ ყველაფერი დავწეროთ და სათქმელი შუა გზაზე არ გავწყვიტოთ. სულ ბოლოს კი აუცილებელია, გადავიკითოთ, შევასწოროთ, გავმართოთ და თქვენამდე მოვიტანოთ.  დაახლოებით, ასე იქცევა ინსტრუმენტი, რომელზეც უნდა გიამბოთ. ელექტრო შალაშინი ხესა და ბეტონს ამუშავებს, ბოლო შტრიხს ავლებს და საქმეს წერტილს უსვამს. თითქოს სრულყოფილად დასრულებულ ნაშრომში, შეცდომებს მაინც პოულობს და გულდასმით ასწორებს. შალაშინის მასალაზე გადატარება აუცილებელია, თუ ხარისხიანი პროდუქტის მიღება გსურთ.

შალაშინის შერჩევის წესები

ხელსაწყოების შერჩევისას ათასი თვალი და ყურია საჭირო. მახასიათებლების კონტროლი აუცილებელია და ბონუსად, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავს ვამატებთ. კარგი იქნება, თუ სიმძლავრისკენ ორმაგ ყურადღებას მომართავთ. არასწორად შერჩეულ ხელსაწყოს ყველაფერი სჯობს. ამიტომ,  დეტალები შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ. მაშ ასე, სად როგორი შალაშინი გამოგადგებათ ? ყოველთვის მძლავრი ხელსაწყო საჭირო არ არის და პირიქით. მაგალითად, თუ ხელსაწყოს მხრებს ბევრი საქმე არ დააწვება, მაშინ დაბალი მონაცემების მქონე შალაშინი გამოგადგებათ. საპირისპირო შემთხვევაში რა ხდება ? სიტუაცია იცვლება და მძლავრი ელექტრო შალაშინი გჭირდებათ. სულ ესაა, არაფერი რთული. მთავარია ამ მარტივ წესებს მიჰყვეთ.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ისეთი ამბავი უნდა გამცნოთ, წესით ძალიან გაგიხარდებათ. მოკლედ, ინსტრუმენტების შესაძენად მაღაზიაში წასვლა, წარსულს ჩაბარდა. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, საიდანაც ნივთებს იწერთ და ელოდებით. რამდენიმე დღეში კი თქვენთანაა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. მნიშვნელობა არ აქვს, მთიან მხარეში ხართ, თუ ზღვასთან ახლოს, ნივთებს ყველგან მოგაწვდით.

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt - ის ელექტრო შალაშინი მეორე კატეგორიაში გადის. ისეთი სიტუაციისთვისაა გამოსადეგი, როცა ბევრი საქმე და ცოტა დროა. მძლავრია და ხელს სწორედ ეს უწყობს. ასევე, დამატებითი ნივთები ახლავს.

Dewalt shalashini

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

კომპლექტაცია:

  • დანა ორმხრივი საჭრელი პირით
  • პარალელური მიმართველო
  • გადამყვანი მტვერსასრუტისთვის

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • გარანტია

B&D KW712KA-QS-ელ. შალაშინი 650W

Black and decker - ის შალაშინს იმდენი ნივთი მოყვება, რომ იმედია, ჩამონათვალში არაფერი გამოგვრჩება. მოკლედ, ქეისი, პარალელური მისაბჯენი, ორმხრივ პირიანი დანა და მტვერსასრუტზე დასაერთებელი გადამყვანი ახლავს. ეს გრძელი წინადადება გადავიკითხეთ და არაფერი გამოგვრჩენია. კომპლექტაციის გარდა, სიმძლავრითაც გამოირჩევა.

BlackDecker shalashini

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 82mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-17000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm   

კომპლექტაცია:      

  • ქეისი
  • პარალელური მისაბჯენი
  • დანა ორმხრივი პირით
  • გადამყვანი მტვერსასრუტზე დასაერთებლად       

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • მუშაობის სიღრმე

CROWN CT13401-ელ. შალაშინი 320W

Crown - ის შალაშინი ქებას იმსახურებს, ამიტომ აქ უნდა იყოს სიტყვები, თუ როგორი კარგია და ა.შ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ საშუალო სიმძლავრისაა და ძალიანაც ნუ დატვირთავთ.

Crown shalashini

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 320W   
  • ზომა - 115x230mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.43         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

კომპლექტაცია:

  • მტვრის შემგროვებელი
  • სახეხი ფურცელი 3 ცალი     

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება