რისი ცოდნაა საჭირო ელექტრო დრელის ირგვლივ?

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქმე ხარისხიანად შეასრულოთ? თქვენ დაგჭირდებათ საკუთარი პროფესიონალიზმი და მარჯვე ხელსაწყო. კედლის სანგრევ - სახვრეტადაც ზუსტად ამ ორის კომბინაციაა მნიშვნელოვანი. პირველი პუნქტი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული და პრინციპში, ნაწილობრივ მეორეც, რადგან ხარისხიან ინსტრუმენტებს ჩვენ გირჩევთ, თქვენ კი მხოლოდ საქმის სირთულე უნდა განსაზღვროთ. ამ კრიტერიუმის გათვალისწინების შემდეგ კი ხელსაწყოს სწორად შეარჩევთ და თქვენს სამუშაოს ზუსტად მოარგებთ.

საიდან უნდა დაიწყოთ და როგორ უდნა შეარჩიოთ დრელი სწორად?

მას შემდეგ, რაც საქმის სპეციფიკას განსაზღვრავთ და კარგად გააანალიზებთ, წინ რთული საქმეა თუ მარტივი, პირდაპირ მონაცემებზე გადადით. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ კი შემდეგი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოთ: თუ ელექტრო დრელი შრომატევადი საქმისთვის გჭირდებათ, რაც შეიძლება მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ, რათა საქმეს თავი კარგად გაართვას. თუმცა, ყოველთვის ასეთი ხელსაწყო აუციელებლი არ არის. მაგალითად, თუ დამწყები ხართ, ან სულაც საშუალო დონის საქმეები გაქვთ შესასრულებელი, მაშინ დაბალი მონაცემების დრელი იდეალურია.

დრელი კედლის გასახვრეტად გამოიყენება თუ ჩამოსაშლელად?

ელექტრო დრელი უნიკალური ხელსაწყოა და ორივე ფუნქციას ითავსებს, შეუძლია როგორც მხოლოდ გახვრეტა, ასევე ჩამონგრევა. ეს კიდევ ერთი საყურადღებო საკითხია, რადგან ზოგიერთი დრელი მხოლოდ რომელიმე ფუნქციით შემოიფარგლება, ან ორივეს ერთად ასრულებს. ამ ყველაფერს კარგად უნდა დაუკვირდეთ. კედლის ჩამონგრევა, ძირითაად, მძლავრ და მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტს შეუძლია, ხოლო გახვრეტას საშუალო ან დაბალი ძალის ინსტრუმენტიც ახერხებს. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი კარგად განსაზღვრეთ და ელექტრო დრელი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ.

სად იპოვით ხარისხიან ელექტრო დრელს?

ზოგჯერ ფართო არჩევანში საუკეთესოს პოვნა რთულია და ამიტომაც საქმეს გაგიმარტივებთ. გირჩევთ თუ სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი ინსტრუმენტები და რამდენიმეს დეტალურადაც განვიხილავთ.

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, სადაც სასიამოვნო მომსახურებასთან ერთად, გამძლე და ხარისხიანი მასალისგან დამზადებულ ხელსაწყოებს გადააწყდებით. ბრენდებს დიდი სიფრთხილით ვარჩევთ, ამიტომ, საიტზე მხოლოდ საუკეთესოებია განთავსებული. თამამად შეგიძლიათ Holst.ge-ზე ინსტრუმენტების არჩევა და გახსოვდეთ, რომ საქმე სანდო პროდუქტებთან გექნებათ. თუმცა, ამ უპირატესობის გარდა, წინ კიდევ ბევრია. ერთ-ერთი ის დადებითი მხარე აქვს, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად ყიდულობთ. საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა.

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt ოდითგანვე ბუმბერაზი ბრენდი იყო და მუდამ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებს გვთავაზობდა. ახლაც ზუსტად ასეა და ეს კონკრეტული ელექტრო დრელი საუკეთესო მასალისგანაა დამზადებული. ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია და ორი ფუნქცია აქვს - ბურღვისა და ბურღვის დროს დარტყმის. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. ნივთები სამუშაო პროცესს უფრო გაგიმარტივებთ.

Dewalt eleqtro dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048268148         
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ფუნქციები
  • დამატებითი ნივთები
  • დარტყმის სისწრაფე
  • მაქსიმალური ბურღვის მაჩვენებელი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი

CROWN CT10128-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600w

საშუალო სიმძლავრის დრელს ეძებთ? Crown-ის ეს მოდელი იდეალურია. ინსტრუმენტს ორი ფუნქცია აქვს და სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Crown eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420152         
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/20mm/13mm

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ვაზნის დიამეტრი
  • მრავალფუნქციურობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე

TOLSEN TOL1615-79500 ელექტრო დრელი 230VAC,400W

მსუბუქი საქმისთვის Tolsen-ის ელექტრო დრელს გთავაზობთ. ინსტრუმენტი კარგად მუშაობს და დიდხანს ძლებს, რადგან მაღალი რესუსები აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია, რომელიც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოგადგებათ.

Tolsen eleqtro dreli

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 400W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528788133         
  • წონა (კგ) - 1.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ვაზნის დიამეტრი
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება