უხერხულიც კი არის, იკითხო, რისთვის გამოიყენება ელექტრო ფრეზი და რა შეიძლება, მისი დახმარებით გაკეთდესო, მაგრამ რადგან გამორიცხული არ არის, ყველამ სულაც არ იცოდეს ამ გასაოცარი ინსტრუმენტის შესახებ, Holst.ge სიამოვნებით გიპასუხებთ: ელექტრო ფრეზით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება ვრცელ, დეტალებით გაჯერებულ პასუხს, კომფორტულად მოკალათდით და ყველაფერს ერთად ავხადოთ ფარდა:
რისი გაკეთება შეიძლება ელექტრო ფრეზით?
ეს უნიკალური ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, დამუშავდეს როგორც ხის, ისე პლასტმასისა თუ ლითონის მრავალფეროვანი დეტალები, ასევე, ქვა, კერამიკა, რთული კომპოზიტები, ორგმინა და ასე შემდეგ.
ხის დამუშავებაზე რომ ვთქვათ დამატებით, ელექტრო ფრეზი ჩინებულად უმკლავდება ხის სამუშაოებს, დაწყებული ზედაპირის სიბრტყის ჩვეულებრივი ფორმირებით დაწყებული, საკმაოდ რთული ელემენტებით დამთავრებული, რისი შედეგიც ხელოვნების ნიმუშს უფრო ჰგავს, ვიდრე სადურგლო ნაწარმს.
ხის დასამუშავებელი სხვა ინსტრუმენტებს რომ შევადაროთ, ფრეზის მექანიზმი გაცილებით უნივერსალურია. მას ხშირად იყენებენ პლასტმასასთან, მინასთან, კერამიკასთან მუშაობის დროსაც, თუმცა, მთავარი დანიშნულება მაინც ხესთან მუშაობაა.
როგორი არსებობს?
ელექტრო ფრეზის არაერთი სახეობა არსებობს, თუმცა ორ დიდ კატეგორიად იყოფა:
- უნივერსალური
- სპეციალიზებული
კრიტერიუმები, თავისებურებები, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
იმისთვის, რომ გაიგოთ, ზუსტად როგორი ელექტრო ფრეზი გჭირდებათ, მის ტიპებში უნდა ერკვეოდეთ და ისიც იცოდეთ, რა სახის სამუშაოების შესრულება შეუძლია.
თავდაპირველად, შეძენამდე, აუცილებელია, განსაზღვრული გქონდეთ, რამდენად ხშირად გამოიყენებთ ინსტრუმენტს, რა მასალას დაამუშავებთ - ამით მარტივად დაასკვნით, უნივერსალური გჭირდებათ, თუ სპეციალიზებული.
არ იფიქროთ, რომ არჩევანის გაკეთება ზედმეტად რთულია. ბოლოსდაბოლოს, Holst.ge აქ არ არის, ოდესმე რჩევის მოცემაზე უარი გვითქვამს? ჰოდა, აგერ, ყველაზე მთავარ რჩევებს გიზიარებთ:
- - სიმძლავრე - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. რაც უფრო რთულია დასამუშავებელი მასალა, მით მძლავრი ინსტრუმენტია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსტრუმენტი დავალებას ვერ შეასრულებს და ისიც კი არ არის გამორიცხული, მწყობრიდან გამოვიდეს.
- - შესრულებული სამუშაოს სიზუსტე - ყველა მოდელის დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაოს ცდომილება. ამდენად, თუკი გსურთ მასალაზე დაიტანოთ ფიგურები, გარკვეული ფორმები, არჩევანი უნდა გააკეთოთ მოდელზე, რომელსაც ცდომილების პარამეტრის მინიმალური მაჩვენებელი აქვს.
- - დამატებითი ფუნქციონალი - არსებობს ზოგიერთი ფუნქცია, რომელიც ნაკლებად საჭიროა და ინსტრუმენტს მხოლოდ ფასის გაზრდისთვის აქვს მიღებული, მაგრამ პარალელურად, არსებობს უკიდურესად სასარგებლოც. მაგალითად, თანდათანობით გაშვება. ამ ფუნქციის ხარჯზე, მოტორი ნელ-ნელა იწყებს მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, ინსტრუმენტის ხელიდან გავარდნის რისკი არ არსებობს.
- - ჭრის სიღრმე - ადრე თუ გვიან საკმაო სისქის მასალასთან მუშაობის დროც დადგება. ამდენად, უმჯობესია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც ჭრის სიღრმის საფეხუროვანი რეგულირების ფუნქცია აქვს.
როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ფრეზი?
- - თუკი უნივერსალური ინსტრუმენტი გჭირდებათ, არჩევანი ვერტიკალურ ფრეზზე უნდა შეაჩეროთ.
- - თუ ფიქრობთ, რომ მარტივი ან საშუალო სირთულის ოპერაციები გაქვთ შესასრულებელი, ნამდვილად არ ღირს ზედმეტის გადახდა მაღალ სიმძლავრეში.
- - უნდა დააზუსტოთ, რეგულირდება თუ არა ღერძის ბრუნვის სიჩქარე. მოდელები, რომლებსაც ეს ფუნქცია არ აქვთ, როგორც წესი, მარტივი ოპერაციებისთვის უფრო გამოიყენება.
- - უნდა გაარკვიოთ ისიც, რამდენად ზუსტად რეგულირდება ფრეზის სამუშაო ციკლი. რაც უფრო ზუსტია რეგულირება, შედეგიც შესაბამისად, უკეთესია.
- - უნდა გაითვალისწინოთ, სად მოგიწევთ მუშაობა. თუკი უფრო ხშირად გიწევთ ყოფნა არა საკუთარ სახელოსნოში, არამედ დამკვეთის ღია ტერიტორიაზე, უმჯობესია, მძლავრი აკუმულატორის მქონე უსადენო მოდელი მოიძიოთ.
- - შეაფასეთ ფუნქციონალი. რაც მეტია დამატებითი ფუნქციები, მით კომფორტული იქნება ინსტრუმენტით მუშაობა.
- - გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია აქსესუარები. რაც უფრო მარტივია მათი შეძენა და რაც უფრო მრავალფეროვანია ასორტიმენტი, მით მარტივად შეძლებთ, ფრეზს სხვადასხვა მისია დააკისროთ.
CROWN CT11020 - ელექტრო ფრეზი 430W

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
- სიმძლავრე - 430W
- ზომა - 6mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640177421753
- წონა (კგ) - 1.5
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - საცვლელი პირი + ადაფტერი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი
- ბრუნვის სიჩქარე - 0-26000min
- მუშაობის სიღრმე - 0-30mm
TOL2289-79535 ელ. ფრეზი 900W

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
- სიმძლავრე - 900W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6933528789284
- წონა (კგ) - 3.625
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - პარალელური მიმმართველი + სიღრმის მიმმართველი + ქამარი + 2 საჭრელი პირი
- ბრუნვის სიჩქარე - 16000min
- მუშაობის პარამეტრები - სიღრმე: 0-3mm; სიგანე: 82mm
STANLEY SRR1200-RU ელ. ფრეზი 1200W

- ბრენდი - STANLEY
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
- სიმძლავრე - 1200W
- ზომა - 6mm; 6.35mm; 8mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5035048527573
- წონა (კგ) - 4.5
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 8000-28000min
- მუშაობის სიღრმე - 0-55mm