რისთვის არის საჭირო ელექტრო სახრახნისი?

ახლა, თუ ვიღაცას აზრად მოუვიდა, ეკითხა: ცხვრები რას ითვლიან, როცა ვერ იძინებენო, ან რა გითხრათ, კიდევ სხვამ ასეთი რამ იკითხა: რა ფერში შევღებო საძინებელი, ბევრი ფული რომ ვიშოვოო, ამ ჩვენს კითხვას რა უჭირს? ჰოდა, გეკითხებით: რისთვის არის საჭირო ელექტრო სახრახნისი?

ამ ორი და კიდევ ბევრი მსგავსი კითხვისგან განსხვავებით, Holst.ge-ს ამომწურავი პასუხი და ამომწურავად გიპასუხებთ, რისთვის არის საჭირო ელექტრო სახრახნისი.

აი, რისთვის არის საჭირო ელექტრო სახრახნისი

დავიწყეთ მასშტაბური პასუხის გაცემა და მოგვყევით:

რა თქმა უნდა, ელექტრო სახრახნისი შექმნილია ხრახნების, ჭანჭიკების, თვითმჭრელების დაჭერა-მოშვებისთვის. მოდელების უმრავლესობის რესურსი ცოტა არ იყოს, შეზღუდულია და არ გამოდის, მაგალითად, გრძელი აღჭურვილობით ან მყარ მასალასთან ვიმუშაოთ. ბურღვისთვისაც, რა თქმა უნდა, განსაზღვრული არ არის, თუმცა მძლავრი პროფესიონალური მოდელებისთვის არც ეს არის პრობლემა. ყოველი ინსტრუმენტი გარკვეული ტიპის სამუშაოებისთვის იქმნება და მისი ტექნიკური მახასიათებლები იდეალურია სწორედ იმ დატვირთვის, რისთვისაც შეიქმნა.

თანამედროვე ელექტრო სახრახნისი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს უსადენო რეჟიმი, რაც საშუალებას იძლევა, მოწყობილობა ძნელმისადგომ ადგილებშიც გამოიყენოთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობებითაც გახლავთ აღჭურვილი, რაც ინსტრუმენტის გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ზოგადად, მშენებლებისა და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ გარკვეული სამუშაოების წარმართვა, ეს ხელსაწყო მართლაც ჩინებული ვარიანტია.

ეჭვგარეშეა, რომ ელექტრო სახრახნისს ჩვეულებრივი სახრახნისის ჩანაცვლება შეუძლია. მაგალითად, სამზარეულოს ან გნებავთ, საძინებლის გარნიტურის აწყობისას, ჩვეულებრივი სახრახნისი გამოიყენება, თუმცა მძიმე და ღრმა ჭანჭიკების ხშირად დამაგრებას როგორც მინიმუმ ხელზე კოჟრების გამოწვევა შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდურების გადაღლაზე - 100 და 200 ჭანჭიკისა თუ ხრახნის საჭირო ადგილას მოთავსება, თანაც, ხარისხიანად, იოლი საქმე როდია.

ჩვეულებრივი ელექტრო სახრახნისის გარდა, არსებობს ხელსაწყო კვების განსაკუთრებული წყაროთი, ვგულისხმობთ ნიკელ-კადმიუმს, რომელზეც არაერთი საქებარი სიტყვის თქმა შეიძლება. მაგალითად, ეს ინსტრუმენტი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად დიდი მოცულობის სამუშაოებს ასრულებენ და მათ არსენალშიც იგი მთავარ ადგილს აუცილებლად დაიკავებს. აპარატი კომპაქტურია, რაც გარკვეულ უპირატესობას იძლევა რთულად მისადგომ ჭანჭიკებთან მუშაობისას, რომლებსაც გრძელი კლასიკური სახრახნისითაც ვერ მიუდგები.

ასევე, პლუსია სხვადასხვა სახის მექანიზმებისა და კონსტრუქციების მომენტალური დაშლა და აწყობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს. თუმცა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა უსადენო სახრახნისების უფრო მძლავრი მოდელები, რომლებშიც ბრუნვის სიჩქარეც მაღალი იქნება და სიმძლავრეც შესაბამისი.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო სახრახნისი

შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მოწყობილობის სახელურის ფორმა, ელემენტის სიმძლავრე და ტევადობა. ასევე, მოწყობილობას უნდა დაერთოს თავაკები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იაფი სახრახნისი ხარისხით დიდად ვერ დაიკვეხნის, ამდენად, ვერც დიდხანს მუშაობის რესურსი გამოარჩევს. უმჯობესია, უპირატესობა უფრო ძვირიან მოდელებს მიანიჭოთ.

მისაღები მახასიათებლებითა და გამძლეობით გამოირჩევა ლითიუმ-იონური ელემენტების მქონე ინსტრუმენტი. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ უსადენო სახრახნისს, რომელიც დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ბრუნების სიჩქარის კონტროლი, სახელურის რამდენიმე პოზიცია, რევერსი.

არ იქნებოდა ურიგო, თუ კომპლექტში ორი აკუმულატორი შედის. ბრუნების რეგულირების ფუნქციაც ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

არ უნდა დავივიწყოთ დელიკატური მუშაობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილ და ძვირფას მასალასთან მუშაობის შემთხვევაში. ამ დროს დაგეხმარებათ წნევის სიდიდის რეგულირების ფუნქცია.

CROWN CT22023 BMC - ელ.სახრახნისი 3.6V საცვლელი პირებით

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v
  • ელემენტი - 1.3Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs
  • გარანტია - 6 თვე
  • შტრიხ-კოდი - 7640177425379
  • წონა (კგ) - 1.36
  • კვების წყარო - ელემენტი
  • კომპლექტაცია - დამტენი + ქეისი + საცვლელი პირები
  • ბრუნვის სიჩქარე - 200min
  • ბრუნვის მომენტი - 3Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''
  • ფუნქციები - რევერსი

TOL1781-79036 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789642
  • წონა (კგ) - 1.32
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 21mm/10mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამტენი + ელემენტი

Dewalt - DCD709N-XJ ელ. სახრახნისი 18V; ელემენტის გარეშე

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048737552
  • წონა (კგ) - 1.457
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450/0-1650min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 60Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 30mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება