რისთვის გამოიყენება და რა შეუძლია რეისმუსს?

ხის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები სახელოსნოებს არაერთი საჭირო დანადგარით ანებივრებს, ერთ-ერთი გამორჩეული კი რეისმუსი გახლავთ, რომელმაც მექანიკური ხელსაწყოები წარმატებით ჩაანაცვლა და ადამიანის შრომა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. რაც მთავარია, რეისმუსი იმის შესაძლებლობას იძლევა, შედეგები ყველაზე საუკეთესო იყოს.

რეისმუსის მუშაობის თავისებურებები

რეისმუსის მუშაობის უმთავრესი პრინციპი ხის მასალის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს.

აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:

  • მექანიზმის საფუძველი - ძრავა;
  • საჭრელი პირი;
  • ძირითადი და დამხმარე მაგიდები;
  • მოძრავი ლილვაკები;
  • მართვისა და რეგულირების ელემენტები (სიმაღლის არჩევის ღილაკი, ჩართვის ღილაკი, საკონტროლო ლამპა, გადამრთველი);
  • დამცავი სისტემები (ძრავის დატვირთვის სენსორი, მოკლე ჩართვისგან დამცავი);
  • ნახერხის შემგროვებელი.

მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გავრცელებულია რეისმუსის რამდენიმე ვარიანტი: ცალმხრივი და ორმხრივი. ამ უკანასკნელს დანების დამატებითი პირი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, ხე ერთდროულად ორი მხრიდან დამუშავდეს. ორივე რეისმუსის კონსტრუქცია ერთმანეთს ჰგავს. ნაკლებად გავრცელებულია სამმხრივი და ოთხმხრივი რეისმუსები.

რეისმუსის სახეობები

არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი რეისმუსები. პირველი ტიპი შედარებით ხელმისაწვდომია ღირებულების თვალსაზრისით. დანებიანი ლილვი ზედაპირზეა განლაგებული და ნამზადის დამუშავება მხოლოდ ერთი მხრიდან ხდება.

ორმხრივი მოდელი პროფესიონალური აღჭურვილობის კატეგორიას მიეკუთვნება. მასში დამონტაჟებულია ორი ბარაბანი დანებით, რაც საშუალებას იძლევა ნამზადის ერთდროულად ორივე მხარე დამუშავდეს. მოდელს შედარებით დიდი ზომა და წონა აქვს და შესაბამისად, ღირებულებაც მაღალია.

იქიდან გამომდინარე, რისთვის სჭირდებათ რეისმუსი - სახლში დაგეგმილი რემონტისთვის თუ პროფესიონალური ავეჯის თუ სადურგლო ნაკეთობების დასამზადებლად, ორი სახეობიდან ერთს ირჩევენ:

  • საყოფაცხოვრებო

შედარებით იაფფასიანი. განკუთვნილია სტანდარტული სისქის დამუშავებისთვის. ძრავა ერთფაზიანია, 3 კვტ სიმძლავრემდე. არ არის გათვლილი ხანგრძლივი დატვირთვებისთვის. კონსტრუქციის ზოგიერთი ელემენტი შედარებით იაფფასიანი მასალისგან მზადდება, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნამზადი მაღალი ხარისხით დამუშავდეს. მაგიდა არ არის გათვლილი გრძელი მასალის განთავსებისთვის. დამუშავების საშუალო სიგანე 300 მმ-ია, ხოლო ნათალის მოხსნის სიღრმე 1,5-2 მმ.

  • პროფესიონალური

პროფესიონალური მოდელი გარეგნულად საყოფაცხოვრებოსგან ნაკლებად განსხვავდება. თუმცა, ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. საგორავი, რომელიც ნამზადს ამოძრავებს, ან მაღალი ხარისხის რეზინისგან ან კაუჩუკისგან მზადდება, რაც მასალის მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს და ზედ კვალს არ ტოვებს. ნათალის მოხსნის სიღრმე 1-დან 3,5 მმ-მდე მერყეობს. ასევე, პროფესიონალური დანადგარი მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. აქვს სიმაღლის ზუსტი დაგეგმვის მასშტაბი, რომელიც ხშირად აღჭურვილია ციფრული დისპლეით. ძვირფასი დეტალების წყალობით კი ხის დამუშავების ხარისხი უპირობოდ შთამბეჭდავია.

რეისმუსის მოწყობილობა

რეისმუსის კონსტრუქცია თავის თავში აერთიანებს მძლავრ ელექტროძრავას, სამუშაო მაგიდას და როლიკებიან მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია დასამუშავებელი მასალის ავტომატურ მოძრაობაზე.

თუმცა, რეისმუსის მთავარი სამუშაო ელემენტია დანებიანი ლილვია. იმაზე, ერთია ის დანადგარზე, თუ ორი ან მეტი, დამოკიდებულია წარმადობა და დავალებების შესრულების შესაძლებლობა. რამდენიმე ლილვი ურთულესი ამოცანებისთვის არის დანიშნული - სხვადასხვა მხრიდან ერთდროული ჭრის საშუალებას იძლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს დანების შენადნობს, ფორმასა და გალესვის დონეს. ორმხრივად გალესილი დანები ორჯერ მეტხანს გაძლებს. ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა შენადნობი ფოლადის დანებს აქვთ.

როგორ უნდა მოუაროთ რეისმუსს?

რეისმუსის მუშაობის ხარისხი დიდწილად სწორედ მის მოვლასა და სწორად ექსპლუატაციაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი პირობა მისი სუფთად შენახვაა. სამუშაო მაგიდა რეგულარულად უნდა გასუფთავდეს, რადგან დიდი ალბათობით, იქ ფისი მოხვდება, რომელიც ზედაპირს დროულად უნდა მოშორდეს. მაგიდის გარდა, ფისი და მტვერი სხვა დეტალებზეც ხვდება, რომელთა გასაწმენდად გამხსნელის გამოყენებაა რეკომენდებული. გაწმენდა სჭირდება ლილვებს, ჯაჭვს.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402272112
  • წონა (კგ) - 33.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება