რისთვისაა საჭირო ელექტრო შალაშინი ? |
რისთვისაა საჭირო ელექტრო შალაშინი ? |
დაუსრულებელი საქმე ასე გამოიყურებ ... მარტივად მიხვდებით, რომ სიტყვას რაღაც აკლია. ყველა ბოლომდე არ მიყვანილი საქმე ასეა. კმაყოფილები არც ჩვენ ვართ და არც სხვები. ხესა და ბეტონზე მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. ბრწყინვალე შედეგამდე რამდენიმე საფეხურია ასავლელი. საბოლოოდ, მწვერვალზე სალაშინის დახმარებით აღმოჩნდებით. ხელსაწყო ბოლო შტრიხებისთვის გამოიყენება და მასალის დახვეწაზე ზრუნავს. სწორედ მას მიჰყავს საქმე სრულყოფილებამდე. ამიტომ, თუ გინდათ რომ ხე და ბეტონი კარგად დაამუშაოთ, ელექტრო შალაშინი აუცილებლად დაგჭირდებათ. დასრულებული საქმე კი კარგად გამოიყურება.
ხელსაწყოს შეძენამდე ერთი უმარტივესი წესი გაითვალისწინეთ. მახასიათებლებს თვალი გულდასმით გადაავლეთ და ყველა დეტალი ერთმანეთს შეადარეთ. ელექტრო შალაშინებს ცასა და დედამიწასავით განსხვავებული თვისებებიც კი აქვთ. ზოგი მძლავრია, ნაწილი კი დაბალი მონაცემებით ხასიათდება. კომპლექტაციაში შემავალი ნივთებიც სხვადასხვაა. ასეთი კიდევ ბევრი დეტალია. ამიტომ, ინსტრუმენტების მონაცემები ფართოდ გახელილი თვალებით გადაიკითხეთ.
როგორც წესი, მახასიათებლებზე უკვე ბევრს იფიქრებდით და გადაწყევტილებაც მიიღეთ. ამის შემდეგ პროცესი უფრო მარტივდება. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. ნივთებს საიტიდან იწერთ და რამდენიმე დღეში თქვენთანაა. 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასო მიტანა ვრცელდება. ხელსაწყოებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებთ. მანამდე კი სამი შალაშინის განხილვას შემოგთავაზებთ.
სიის სათავეში Dewalt – ია. მაშ ასე, მძლავრი ხელსაწყოთი დავიწყოთ და ვთქვათ, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური მოდელია. სხვა მონაცემებიც მაღალი აქვს. სწრაფად ბრუნავს და საქმესაც მოკლე დროში ასრულებს. კომპლექტაცია კი უამრავი ნივთითაა სავსე. ორმხრივი საჭრელ პირიანი დანა, პარალელური მიმართველი და მტევრსასრუტის გადამყვანი, თქვენს განკარგულებაშია.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown წამყვანი ბრენდია და მუდამ ფართო არჩევანს გვთავაზობს. ელექტრო შალაშინი კი ფუნქციურად გამართული და ყოველმხრივ კომფორტულია. გამორჩეული ვიზუალი აქვს და მსუბუქია. ხელსაწყო საშუალო სიმძლავრისაა. ამავე სირთულის საქმეს კარგად ასრულებს. მტვრის შემგროვებელი და სამი ცალი სახეხი ფურცელი მოყვება. ხელმისაწვდომი ფასიც დიდი უპირატესობაა. მოკლედ, ხელს არაფერი გიშლით, რომ შალაშინი სწრაფად და მარტივად შეიძინოთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen - ის ელექტრო შალაშინი დაბალი სიმძლავრისაა. მუშაობაში პრობლემა არასდროს ექმნება, უბრალოდ გადატვირთულ სამუშაო რეჟიმს გაურბის. კომპლექტაციაში მტვრის ყუთი და სამი ცალი ქაღალდის სახეხი მოყვება. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. შალაშინთან ერთად კომპაქტურად იმუშვებთ და საქმესაც შუა გზაში არ დატოვებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: