როცა კიბე ხარისხიანი და მყარია, აღარაფრის უნდა გეშინოდეთ!

- რატომ ჩამოვარდა ხელოსანი კიბიდან, მასწავლებელო და იმიტომ, რომ დედაჩემს ლანძღავდა.

- და რას ამბობდა?

- რას ამბობდა, მასწავლებელო და „გეყოფა კიბის ყანყალი, შენი დედა კი ვატირეო“...

კაცმა რომ თქვას, ამ ამბის ვერც ერთ გმირს ვერ გავამტყუნებთ: ხელოსანს იმიტომ ვერ გავამტყუნებთ, რომ აბა, რა ექნა, კიბე უყანყალა ის მაკვარანცხი ბავშვი და რაღაცით ხომ უნდა დაეცვა თავი და მაკვარანცხ ბავშვს იმიტომ ვერ გავამტყუნებთ, აბა, რა ექნა, დედა გაულანძღა ხელოსანმა და...

კარგით, ეს ისტორია გვერდზე გადავდოთ და საუბარი უდავო ჭეშმარიტებაზე გავაგრძელოთ: როცა კიბეები ხარისხიანი და მყარია, აღარც ყანყალის შეგეშინდებათ და აღარც რუხი მგლის.

და როგორ შევარჩიოთ საჭირო კიბეები, სწორედ ეს საკითხი გავშალოთ და განვიხილოთ, ჩვენ რომ ვიცით ხოლმე, ზუსტად ისე:

მახასიათებლები და ტექნიკური თავისებურებები

კიბეების შერჩევისას ურიგო არ იქნებოდა, მათი ტექნიკური მახასიათებლების გაგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც კიბეს ახასიათებს, სიმაღლეა. სხვა თავისებურებებზე საუბარი ქვემოთ გავაგრძელოთ:

1. სიმაღლე - ამ პარამეტრის მეორე სახელწოდებაა - კიბის მაქსიმალური სიგრძე. კიბის მაქსიმალური სიგრძე შემდეგნაირად გამოითვლება: ადამიანი უნდა დადგეს კიბეზე და გაზომოს მანძილი მიწიდან მხრებამდე. შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კიბის არა გაბარიტები, არამედ სამუშაო სიმაღლე, რომლის გამოთვლაც დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა, კიბის სიმაღლეს 120 სმ მიამატოთ, რაც ადამიანის სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელია მიწიდან მხრებამდე.

2. საფეხურები და ფიქსატორები - უყურადღებოდ არც მახასიათებლები უნდა დატოვოთ. ვერტიკალურ საყრდენებს შორის მანძილის ოპტიმალური მნიშვნელობა 29 სანტიმეტრია. ეს ევროპული სტანდარტი გახლავთ, რომელსაც ყველა თანამედროვე მწარმოებელი იცავს. საფეხურები მხოლოდ სპეციალური გოფრირებული მასალისგან მზადდება, რომელზეც ფეხი არ უნდა ცურავდეს. ეს არის სავალდებულო პირობა, რომელიც კიბის ნებისმიერ სახეობას ეხება.

კიბის შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აბსოლუტურად ყველა დეტალი, რადგან სიმაღლეზე სამუშაოს შემსრულებელი ადამიანის უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია ხარისხსა და კონსტრუქციულ მახასიათებლებზე.

მასალა

კიბის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა გამოიყენება, რაც განსაზღვრავს კიდეც ექსპლუატაციის პირობებს. მწარმოებლები, ძირითადად, შემდეგ მასალებს იყენებენ:

1. ალუმინი - გამორჩეულია გამძლეობით და მძიმე დატვირთვებს წარმატებით უმკლავდება. ნაკლოვანებებიდან უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში, მძიმე დატვირთვის ქვეშ, გარკვეული დეტალები იღუნება. უპირატესობებს რაც შეეხება, ალუმინის კიბე გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ფოლადი ან ხე. გარდა ამისა, არ აშინებს კოროზიული პროცესები, რის გამოც, ერთნაირი წარმატებით გამოიყენება როგორც ღია ცის ქვეშ, ისე შენობებში, სადაც მაღალი ტენიანობაა.

2. ფოლადი - გამოირჩევა გამძლეობით. ფოლადის კიბე საკმაოდ მძიმეა, რაც გადატანას ართულებს. კოროზიის რისკების გამო, აუცილებელია დამატებითი დამცავი საფარი - ლაქი ან საღებავი. შეიძლება ითქვას, ფოლადის კიბე დიდი პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს.

3. ხე - პრინციპში, ხისა და ალუმინის კიბეების ფასი დიდად განსხვავებული არ არის. მთავარი მინუსი ის გახლავთ, რომ ხის კიბეზე ტენიანობა უარყოფითად მოქმედებს და აფუჭებს, თუმცა ელექტრიკოსებისთვის სწორედ ეს ინსტრუმენტია ყველაზე სანდო და საიმედო დამხმარე. მაქსიმალური დასაშვები დატვირთვა დაახლოებით 100 კილოა, რაც მისი კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა.

4. მინაბოჭკოვანი - სპეციალური შემადგენლობა, რომელსაც ისეთი უპირატესობები აქვს, როგორიცაა სიმტკიცე, ტენიანობისგან დაცვა, ასევე, არ ატარებს დენს. მინაბოჭკოვან კიბეს ხშირად, ალუმინის კიბეებს უყენებენ. არის საიმედო, გამძლე და ამასთან ერთად, ძვირადღირებული. ასეთი მოდელის შერჩევა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს ეხება.

როგორ უნდა შეარჩიოთ უნივერსალური კიბე

  • გამოყენების მიზნები - სახლსა თუ აგარაკზე დაგეგმილი მცირე სამუშაოებისთვის საკმარისია მარტივი მისადგმელი ან მცირე ზომის გასაშლელი კიბე. ფასის მხრივაც უფრო მისაღებია და შესანახადაც მოსახერხებელია. თუკი სახლის მშენებლობა ან რემონტი ჯერ კიდევ დასასრულებელი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში, კიბე-ტრანსფორმერი ან კიბე-ხარაჩო სჯობს, რაღა თქმა უნდა.
  • მასალა - ხის ან კომბინირებული მასალის კიბე საკმაოდ გამძლეცაა და არც ძვირი ღირს, თუმცა მთავარი მინუსი ის არის, რომ არასწორად შენახვის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, ხის საფეხურები ლპება ან შრება და ექსპლუატაცია არც თუ უსაფრთხო გახლავთ. საუკეთესო გადაწყვეტილება ალუმინის კიბის შეძენაა - არ არის მძიმე, გამძლე და საიმედოა.
  • მხარეების რაოდენობა - რემონტისთვის უმჯობესია ორმხრივი გასაშლელი კიბე შეიძინოთ. ასეთი კიბით, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მეწყვილესთან ერთად მუშაობაა შესაძლებელი, რომელიც მაგალითად, საჭირო ინსტრუმენტს მოგაწვდით ან მონტაჟში დაგეხმარებათ.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009752
  • წონა (კგ) - 15.7
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 3x9

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x13 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009448
  • წონა (კგ) - 14.5
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x13

ტელესკოპური ალუმინის კიბე 1x11 საფეხურით

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849007574
  • წონა (კგ) - 10.67
  • საფეხურების რაოდენობა - 1x11

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება