როცა რეალური საქმეა გასაკეთებელი, იქ პერფორატორიც აუცილებლად დაგჭირდებათ

თუ სკოჩით რამე ვერ შეაკეთეთ, ესე იგი, საჭირო რაოდენობის სკოჩი არ გქონიათო, „ყველაფერშჩიკები“ იხუმრებენ ხოლმე და პრინციპში, მართლა ბევრი რამეს აგვარებს ეს წებოვანი ლენტი. ერთი ეგ არის, როცა რეალური საქმეა გასაკეთებელი, იქ უკვე ვეღარც ასეთი „ყველაფერშჩიკ-ფოკუსნიკები“ ახერხებენ რამეს და მით უმეტეს, სკოჩი არ ვარგა არაფერში.

მოკლედ, როცა რეალური საქმეა გასაკეთებელი, იქ უკვე საჭიროა პერფერატორი, რომელიც გვერწმუნეთ, ძალიან ბევრ რამეში გამოგადგებათ.

პერფორატორი საჭიროა იქ, სადაც აუცილებელია ძლიერი დარტყმითი ძალა: გაყვანილობისთვის არხების გასაჭრელად, ელექტროგადამცემებისა და ვენტილაციის არხებისთვის ხვრელების გასაბურღად, კედლიდან თუ იატაკიდან ფილების მოსაშორებლად, კედლების არასასურველი ნაწილების დემონტაჟისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მძლავრ მოდელებს შეუძლიათ აგურის, ქვის, ბეტონის, რკინაბეტონის და ასფალტის დამუშავებაც კი.

პერფორატორი ამგვარად არის მოწყობილი: ინსტრუმენტი იყენებს პნევმატიკურ კამერას, რომელშიც შეკუმშულ ჰაერს მოქმედებაში მოჰყავს დამრტყმელი, რაც თავის მხრივ, იწვევს ძლიერ ვიბრაციებს და რა შედეგებიც მოჰყვება ამ პროცესს, ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი.

პერფორატორი და მისი სახეობები

პერფორატორი 2 ძირითად სახეობად იყოფა:

  • ჰორიზონტალურად განლაგებულით ძრავით;
  • ვერტიკალურად განლაგებული ძრავით.

მოდელი ძრავის ჰორიზონტალური განლაგებით გაცილებით კომფორტულია და ბევრად პოპულარულიც არის, ვიდრე ვერტიკალურები. რატომ? პირველი მიზეზი წონაა. ჩვეულებრივ, მოდელის საშუალო წონა 5 კილოგრამია, რადგან კორპუსის წინა ნაწილი, სადაც მექანიკაა განლაგებული, ზეგამძლე პოლიმერული პლასტიკისგან მზადდება.

ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ არსებობს 2 ტიპის დამრტყმელი მექანიზმი. პირველია ელექტრომექანიკური, რომელიც ინსტრუმენტზე დამატებით ზეწოლას მოითხოვს, რათა დარტყმის ძალის საჭირო მაჩვენებელი გამოიმუშაოს. აღნიშნული ვარიანტი მუშაობისას ყოველთვის კომფორტული ნამდვილად არ არის თუნდაც იმიტომ, რომ კორპუსის უფრო მეტ ვიბრირებას იწვევს. პოპულარული ეს მოდელი დაახლოებით 10 წლის წინ იყო.

მექანიზმის მეორე ტიპია ელექტრო პნევმო მექანიკური. მისი წარმადობა გაცილებით მაღალია და წარმოქმნის დარტყმის ძალიან მაღალ ენერგიას იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმძლავრე არც ისე მაღალია. რაც მთავარია, ბაზარზე დღეისთვის არსებული პერფორატორების 99,9 % სწორედ ასეთი მექანიზმებით არის აღჭურვილი.

პერფორატორის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია - ელექტროძრავი ატრიალებს ლილვს, რომელზეც დამონტაჟებულია მოძრავი საკისარი, რომელიც, თავის მხრივ, ლულაში დამრტყმელთან ერთად უბიძგებს დგუშს. დარტყმის ეფექტიც სწორედ ასე წარმოიქმნება.

შეჯამებისთვის იმის თქმა შეგვიძლია, რომ პერფორატორი მართლაც უნივერსალური ინსტრუმენტია, ვინაიდან შეუძლია, ისეთი ხელსაწყოები შეცვალოს, როგორიცაა, მაგალითად, იგივე ბურღი, ან ვთქვათ, მცირე ზომის პნევმატიკური სანგრევი ჩაქუჩი.

CROWN CT18180 BMC - ელექტრო პნევმატური დრელი 650W;1,7J

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186249348
  • წონა (კგ) - 5.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1800min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + საცვლელი პირები + ქანჩი + მტვრის შესაგროვებელი
  • დარტყმის ძალა - 1.7J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-5800min

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800WX26MMX3.0J

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789581
  • წონა (კგ) - 5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 5 საცვლელი პირი
  • დარტყმის ძალა - 3J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-4000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

Dewalt - D25143K-KS ელ. პერფერატორი 900W;28mm

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 900W
  • ელემენტი - 3.2J
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048486405
  • წონა (კგ) - 4.596
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1450min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი+ დამატებით სახელური
  • დარტყმის სისწრაფე - 0-5350min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/30mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება