როდის, ვისთვის და რისთვის არის საჭირო ლაზერული თარაზო

ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებისთვის: ფუნდამენტის ჩასხმისთვის, კედლების მოპირკეთებისთვის, ფანჯრების, კარებისა თუ შეკიდული ჭერის მონტაჟისთვის. არანაკლები დახმარების აღმოჩენა შეუძლია დეკორაციული სამუშაოებისას, იქნება ეს სტელაჟის მონტაჟი, ნახატებისა თუ თაროების დაკიდება და ასე შემდეგ. მიხვდებოდით, საუბარი ეხება ისეთ ინსტრუმენტს, რომელსაც ლაზერული თარაზო ჰქვია.

მოკლედ, თუკი გადაწყვიტეთ, შემდეგ კი გაბედეთ რემონტი წამოიწყოთ, ლაზერული თარაზო აუცილებლად დაგჭირდებათ, მით უმეტეს, თუკი რემონტის კეთება თქვენი შემოსავლის წყაროა.

ვისთვის და რისთვის არის საჭირო

სიზუსტის მიხედვით, თარაზო ამგვარად იყოფა:

  • მაღალი სიზუსტის - ყველაზე ზუსტი ხელსაწყო, რომლის ცდომილება პრაქტიკულად, უმნიშვნელოა და უნდა გააჩნდეს მინიმუმ 30-ჯერ გადიდების საცქერი მილაკი. მარტივი მისახვედრია, რომ მაღალი სიზუსტის ლაზერული თარაზო გამოიყენება მაშინ, როცა აუცილებელია აზომვითი სამუშაოების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
  • ზუსტი - დაშვებული ცდომილება ამ ხელსაწყოს შემთხვევაში 2-3 მმ გახლავთ.
  • ტექნიკური - შესაძლებელია, შეცდომა 10 მმ-ს აღემატებოდეს. ასეთი ხელსაწყო, როგორც წესი, ისეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება, სადაც მაღალი სიზუსტე სულაც არ არის საჭირო.
  • წერტილოვანი - ყველაზე მარტივი ხელსაწყო, რომელიც ობიექტზე წერტილის დასასმელად მხოლოდ ერთი სხივის პროეცირებას ახდენს. წერტილოვანი ლაზერული თარაზო მარტივი საყოფაცხოვრებო სამუშაოებისას გამოიყენება, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, შპალერის გაკვრა, თაროების მონტაჟი და ასე შემდეგ.
  • ხაზოვანი - ხელსაწყო, სადაც სინათლის ნაკადი გადის პრიზმიდან, რომელიც პერპენდიკულარულად არის განლაგებული. სხივების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ხელსაწყოს შესაძლებლობები. ყველაზე ფუნქციონალურს შეუძლია ჯვარედინი სხივების, დამატებითი წერტილების პროეცირება. იყენებენ სხვადასხვა კონსტრუქციის მონტაჟისას, სარემონტო სამუშაოების დროს.
  • როტაციული - სხივების გაფრქვევა ლინზაში გავლის შემდეგ ხდება. სხივის დიაპაზონი, ზოგ შემთხვევაში, 100 მეტრსაც აჭარბებს. ძირითადად, ხელსაწყოს პროფესიონალები იყენებენ: მშენებლები, ლანდშაფტის დიზაინერები, არქიტექტორები და ასე შემდეგ.

ლაზერული თარაზო და მისი უპირატესობები

  • თვალსაჩინოება, ხილვადობა

პირველ რიგში, ლაზერული თარაზო თვალსაჩინოების საუკეთესო საშუალებაა. იგულისხმება ის, რომ ლაზერული თარაზო კედლებზე, ჭერსა და იატაკზე წვრილი და მკვეთრი ლაზერული ხაზების პროეცირებას ახდენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მყისიერად შეიძლება საერთო სურათის სრულყოფილად დანახვა. მაგალითად, ვიზუალურად, სულ რამდენიმე წამში დაადგინოთ კედლებისა და იატაკის ფართობი, რამდენად სწორია ჭერი, ან იგივე კედელი თუ იატაკი, ტიხრები, კარები და მოკლედ, ყველაფერი, რაც საჭიროა.

  • ავტომატური გასწორება

ნებისმიერი ლაზერული თარაზო ავტომატურად სწორდება - ზუსტ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ პოზიციას იკავებს ადამიანის ჩარევის გარეშე, რაც კომპენსატორის ხარჯზე მიიღწევა. სწორედ ეს ფუნქცია გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს და თუნდაც ყველაზე მოუმზადებელი ადამიანი მოინდომებს სახლში მაგალითად, ნახატები ჩამოკიდოს, რას მისგან იქნება საჭირო, მხოლოდ ლაზერული თარაზოს ჩართვა გახლავთ.

  • თავისუფალი ხელები

ლაზერულ თარაზოსთან მუშაობისას თქვენი ორივე ხელი აბსოლუტურად თავისუფალია რაიმეს მონტაჟისთვის საჭირო ნებისმიერი მოქმედებისთვის.

ჩვეულებრივი თარაზოსგან განსხვავებით, რომელიც მოგეხსენებათ, სულ ერთ ხელში უნდა გეჭიროთ, მეორით კი, ვთქვათ, ხრახნის დამაგრებას ცდილობდეთ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებით მოხერხებული ხართ, ლაზერული თარაზო ასეთ სირთულეებს თავიდან აგარიდებთ.

  • დაზოგილი დრო

წარმოიდგინეთ, ჩამუხლული რომ ხართ და დიდხანს, გულმოდგინედ ცდილობთ მთელ პერიმეტრზე განსაზღვროთ იატაკის დონე ჩვეულებრივი თარაზოს დახმარებით და ამ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესის შემდეგ, ხაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. არა, წარმოდგენაც არ ღირს, ისეთი ემოციები შეუტევს ამ დროს ადამიანს!

ლაზერული თარაზო ასეთი უსიამოვნებებისგან ნამდვილად გიხსნით - ინსტრუმენტის ჩართვის შემდეგ, პრაქტიკულად, მომენტალურად მიიღებთ საერთო სურათს და რაც მთავარია, სასურველ შედეგს.

TOLSEN TOL1572-35141 ლაზერული თარაზო 20M

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 20 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528735632
  • წონა (კგ) - 0.55
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი
  • კომპლექტაცია - ჩანთა
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m
  • ლაზერი - 635 Nm Arima
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • ლაზერის ფერი - წითელი

CROWN CT44047 - ლაზერული თარაზო 30m

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 30 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177425058
  • წონა (კგ) - 0.85
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი
  • ლაზერის პროექცია - 1V 1H
  • სიზუსტე - ±3 mm / 10m
  • ლაზერი - 520 Nm II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

Dewalt DW0811-XJ ლაზერული თარაზო

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 30 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048475942
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი
  • კომპლექტაცია - ქეისი + 3x ელემენტი
  • სიზუსტე - ±0.4 mm/m
  • ლაზერი - I კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება