როგორ ავარჩიოთ საუკეთესო დრელი? |
როგორ ავარჩიოთ საუკეთესო დრელი? |
დრელი ელექტრიკოსის ხელსაწყოა, რომელსაც სხვადასხვა მასალებზე სამუშაოდ და მათ გასაბურღად იყენებს. თუმცა, დრელი არის მრავალმხრივი ხელსაწყო, რომელსაც არა მხოლოდ პროფესიონალი ტექნიკოები იყენებენ. ის, ყოველი შემთხვევისთვის, ყველა სახლში უნდა იყოს სახლის შეკეთებისას თუ გაფორმებისას, გამოსაყენებლად. დღეს, ბაზარზე უამრავი სახის დრელი არსებობს, რამაც შესაძლოა მყიდველი დააბნიოს. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, რათა იცოდეთ რომელი ტიპის დრელი არის თქვენთვის შესაფერისი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეძენისას, ასევე როგორ გამოიყენოთ ის უსაფრთხოდ.
დრელის შეძენისას, ისევე როგორც მრავალი პროდუქტის, პირველ რიგში გადამწყვეტი მწარმოებელი კომპანია ხდება ხოლმე. მაგალითად ავიღოთ ყველა თანამედროვე ადამიანისთვის განუყრელი ნივთი - მობილური. მობილურის შეძენისას ჩვენ უპირველესად ბრენდს ვაქცევთ ყურადღებას, გვიყვარს Apple, მოგვწონს Samsung-ის ინოვაციურობა, კემპინგის მოყვარულები Caterpillar-ის მობილურ ტელეფონებს ანიჭებენ უპირატესობას და ა.შ. ჩვენ ვიცნობთ ჩვენს საყვარელ ბრენდს და ვიცით ისიც, რომ ის არც ახალი მობილურის გამოშვებისას დაგვაღალატებს. შესაძლოა მობილურს დღეს უფრო დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაში, ვიდრე ეს შეიძლება დრელის შემთხვევაში ითქვას, თუმცა პრინციპი იგივეა. როცა რომელიმე ბრენდის ხელსაწყოს გამოიყენებთ და კარგ გამოცდილებას დააგროვებთ, ეს ბრენდი გიყვარდებათ და სხვა სახის პროდუქციასაც იგივე ბრენდირებით ეძებთ. თუმცა, თუ ინდუსტრიული ხელსაწყოებში ახალი ხართ, სანამ თქვენს ბრენდს იპოვით, საწყისი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ამისათვის კი კარგი იქნება ამა თუ იმ ბრენდის პრიორიტეტებს გაეცნოთ.
Crown - შვეიცარული ბრენდია, რომელიც საკუთარ მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად, ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. უკვე ათწლეულია, ეს ბრენდი ორიენტირებულია ინდუსტრიული ხელსაწყოების წარმოებაზე (მათ შორის დრელი). Crown აწარმოებს დიდი რაოდენობის ინდუსტრიულ ხელსაწყოებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის, რაც ხელს უწყობს თითოეული პროდუქტის თვითღირებულების მინიმალურამდე შემცირებას. შედეგად, ამ ბრენდის მაღალი ხარისხის დრელი საკმაოდ დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.
Bosch - ყველასთვის კარგად ცნობილი გერმანული ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. ის არის ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვანი გლობალური მიმწოდებელი. მასში დასაქმებულია დაახლოებით. Bosch ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო მწარმოებელი კომპანიაა. ამ ბრენდის პროდუქცია გამძლე და ხარისხიანია, სწორედ ამ თვისებებით შეაყვარა თავი მომხმარებელს და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
Stanley - ამერიკული ბრენდია, რომელიც ფასისა და ხარისხის იდეალური ბალანსით, ინდუსტრიულ ხელსაწყოებს სთავაზობს მოსახლეობას. ეს ბრენდი არანაკლებ ცნობადია მსოფლიოში. Stanley-ის დრელები ხშირად ხდება პროფესიონალის არჩევანი და მას წლების განმავლობაში უპრობლემოდ მოიხმარს. კომპანია 1943 წელს დაარსდა და უკვე ამ დროიდან მრავალი ადამიანის სახლში თუ პროფესიონალების ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილ ქამარში იყო ამ ბრენდის ხელის ინსტრუმენტები მოთავსებული. Stanley-ში საკუთარ კომპანიას ხარისხის, სანდოობისა და ინოვაციის სინონიმად მიიჩნევენ და ყოველდღიურად ცდილობენ ამის დამტკიცებას. თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არის ცნობილი და ამ დროის განმავლობაში არსებობა მომხმარებლების უწყვეტი გულის მოგებით მოახერხა.
Dewalt - მდიდარი ისტორიის მქონე ბრენდი ორიენტირებულია ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე და ინოვაციებზე. 1992 წლის შემდეგ DeWalt განაგრძობს საკუთარი პროდუქციის ოპტიმიზაციას, მომხმარებლების აბსოლუტური ნდობის უზრუნველსაყოფად. DeWalt ყველა პროფესიონალ ხელოსანს გაუგია და ამ ბრენდის პროდუქციის წყალობით იციან როგორი უნდა იყოს საუკეთესო ელექტრო ინსტრუმენტები. ბრენდი მომხმარებლის მაქსიმალურად კარგი გამოცდილებისთვის ქმნის საკუთარ პროდუქციას, რათა თითოეულმა მათგანმა კმაყოფილებით და დიდი პროფესიონალიზმით შეასრულოს საკუთარი ამოცანა.
დრელის არჩევისას, სიმძლავრე ის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რასაც ერთ-ერთი პირველი უნდა მიაქციოთ ყურადღება. მძლავრი დრელი გაცილებით მარტივად უმკლავდება წინაღობებს, ბევრად უფრო ეფექტური და მრავალფუნქციურია.
დრელის წონა ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ თქვენი პრიორიტეტი მძლავრი დრელია, მაშინ შესაძლოა გამოყენების კომფორტულობა დათმოთ, თუმცა, როგორც წესი, დრელისგან კომპაქტურობას და მოხერხებულობას მოვითხოვთ. ამიტომაც, მომხმარებლების უმეტესობისთვის მსუბუქი დრელი პრიორიტეტულია. მსუბუქი დრელით მუშაობისას, ნაკლებად დაიღლებით და საჭირო მანევრებსაც უფრო მარტივად გააკეთებთ.
დრელები დიდი ვარიაციით გვხვდება ქართულ ბაზარზე. ისინი ერთმანეთისგან მრავალი მახასიათებლით განსხვავდებიან. Holst.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც ასევე გთავაზობთ დრელების დიდ არჩევანს. ჩვენი პლატფორმით დრელის შერჩევა მარტივად შეგიძლიათ ზედმიწევნით ზუსტად და დეტალურად გაწერილი ანოტაციით. ასევე, იმისათვის, რომ დრელი შეიძინოთ, ძალიან მარტივი და მცირეხნიანი პროცედურის გავლა დაგჭირდებათ, რის შემდეგაც, Holst.ge-ის უფასო მიწოდების სერვისი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს, შეძენილ პროდუქტს სახლში მოგიტანთ.
თუ ისეთი დრელი შეძენა გინდათ, რომელსაც სახლის რომელიმე უჯრაში შეინახავთ და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოგიწევთ მისი გამოყენება, Crown-ის ეს დრელი ძალიან ხელმისაწვდომი ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. მისი მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, ეს დრელი დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ. დრელი 1.4 კილოგრამს იწონის, რითაც საკმაოდ კომფორტულია გამოსაყენებლად. მართალია მისი სიმძლავრე არც თუ ისე დიდია - 400 ვატი - თუმცა საოჯახო, სახლის საქმეებისთვის და დაზიანებული ნივთების შესაკეთებლად, სრულიად საკმარისია.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
Bosch-ის ეს დრელი ასევე ძალიან კარგია სახლის საქმიანობებისთვის, ისევე როგორც პატარა პროექტებისთვის, როგორიცაა ავეჯის აწყობა და ხრახნების გაკეთება. ამ დრელით მუშაობა შესაძლებელია როგორც ხეზე, ასევე ბეტონსა და მეტალზე. ეს პატარა და კომპაქტური დრელი კიდევ ერთი ფუნქციით გამოირჩევა - დარტყმის ფუნქცია. დრელი დარტყმის ფუნქციით საშუალებას მოგცემთ ხვრელები გააკეთოთ ქვასა თუ ბეტონში, მარტივად და სწრაფად. ეს დრელი ასევე აღჭურვილია დამატებითი კომპლექტაციით, რომელიც დამატებით სახელურსა და სიღრმის მარეგულირებელს მოიცავს.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
მძლავრი დრელი Stanley-ისგან, რომელსაც დარტყმის ფუნქციაც აქვს და ნებისმიერი ენთუზიასტისთვის თუ პროფესიონალისთვის შეუცვლელი ბურღი იქნება. მისი სიმძლავრის, მაღალი ხარისხისა და მრავალფუნქციურობის მიუხედავად, დრელის შეძენა ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ Holst.ge-ზე.
უპირატესობები:
დამატებითი კომპლექტაცია:
თუ საქმეს პროფესიონალურად უდგებით და ასეთივე დრელი გინდათ შეიძინოთ, მაშინ DeWalt-ის ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია. მას აქვს დარტყმის ფუნქცია, არის კომპაქტური და ძალიან კომფორტული მუშაობისას.
უპირატესობები: