როგორ შეარჩიოთ მტვერსასრუტი, რომელიც თქვენი ავტომობილის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ? |
როგორ შეარჩიოთ მტვერსასრუტი, რომელიც თქვენი ავტომობილის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ? |
ზოგჯერ ისეთი სიგიჟეები ხდება ხოლმე გზაზე, ადამიანი იფიქრებს და პრინციპში, მართალიც იქნება, საგზაო მოძრაობის წესების ნაცვლად, ჯობდა, ლოცვები მესწავლაო...
რას ვიზამთ, ბევრი მძღოლია, ვინც არც წესებს აქცევს ყურადღებას და გარშემომყოფებიც საერთოდ არ ადარდებს, თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ისეთები, ვინც ყოველმხრივ მოწესრიგებულია და უფრო მეტიც, „რკინის რაში“ სათანადოდ მოვლილი ჰყავს - გამართული ავტომობილის საჭესთან ზის, რომლის სალონი ყოველთვის სუფთა და მოვლილია.
როგორ მოუაროთ ავტომობილის სალონს და მარტივია - მანქანის მტვერსასრუტი უნდა დაიხმაროთ.
და როგორ უნდა შეარჩიოთ მტვერსასრუტი, რომელიც თქვენი „რკინის რაშის“ მოწესრიგებაში დაგეხმარებათ? ამ საკითხზე დიდი სიამოვნებით მოგიყვებით.
დავიწყოთ იმით, რომ მანქანის მტვერსასრუტი საკმაოდ კომპაქტური, რაც იმის საშუალებას იძლევა, საბარგულში ისე შეინახოთ, რომ დიდი ადგილი არ წაგართვათ, ასევე, გამოიყენოთ სივიწროვეშიც და მოკლედ, ზედმეტი სირთულეების გარეშე განაგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება.
მანქანის მტვერსასრუტის მოდელების უმეტესობა უზრუნველყოფს სალონის მშრალ დასუფთავებას, ანუ შესაძლებელია, მოაშოროთ ქვიშა, ნამცეცები და სხვა წვრილ-წვრილი ნარჩენები. უმეტეს სიტუაციებში ეს აბსოლუტურად საკმარისია. ზოგიერთი მტვერსასრუტი სითხისგან თავის დაღწევის საშუალებასაც იძლევა. ასეთი მოდელი იმ მძღოლს გამოადგება, ვის სალონშიც ხშირად ხვდება გაზიანი სასმელები, ყავა, ჩაი და ასე შემდეგ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სველი დასუფთავების მტვერსასრუტი მნიშვნელოვნად იშვიათად გვხვდება.
უმეტეს შემთხვევაში, მანქანის მტვერსასრუტში კონტეინერი თავსდება. ასეთი მოდელის პლუსები გახლავთ:
ასევე, არსებობს მტვერსასრუტი პატარა ტომსიკით, რომელიც საკმაოდ კომფორტულია. მინუსად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ ტომსიკა კონტეინერზე ბევრად პატარა ზომის არის და დაცლაც ხშირად სჭირდება.
მანქანის მტვერსასრუტს ამუშავებს როგორც აკუმულატორი და ელემენტი, ისე მანქანის სანთებელას ადაპტერიც.
აკუმულატორისა და ელემენტის მოდელი ძალიან კომფორტულია, რადგან არ აქვს სადენი და შესაბამისად, გამოყენებისას არაფერი აიბურდება, არაფერი გამოედება სავარძლებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ასეთი მტვერსასრუტი სახლშიც შეიძლება გამოდგეს ისეთი ადგილების დასასუფთავებლად, სადაც საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტი უძლურია.
მტვერსასრუტი, რომელიც სანთებელას ადაპტერში ერთდება, რეგულარულად დატენვას არ საჭიროებს და მუშაობისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მოდელების უმეტესობა 12 ვოლტზე მუშაობს.
ასეთი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სადენის სიგრძეს - ჩვეულებრივი ავტომობილისთვის უნდა იყოს მინიმუმ 2,5 მეტრი, ხოლო ჰეჩბეკებისთვის, უნივერსალებისა და სატვირთოებისთვის - 3,5-4 მეტრიდან.
პირველ რიგში, გულდასმით შეისწავლეთ მტვერსასრუტის გარეგნობა. კორპუსზე არ უნდა იყოს ნაჩხაპნები, დაზიანებები, ყველა ელემენტი თავის ადგილზე უნდა იყოს განთავსებული. არ უნდა იყოს დარღვეული ჰერმეტულობა, ყველა დეტალი ერთმანეთში მჭიდროდ უნდა იყოს ჩამჯდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანის დასუფთავება სიამოვნებას კი არ მოგანიჭებთ, ნერვებს მოგიშლით და ეჭვი გვაქვს, ასეთი პერსპექტივა არავის მოხიბლავს.
რეკომენდებულია, მანქანის მტვერსასრუტით სალონის დალაგების პროცესი მაქსიმუმ 30 წუთს გაგრძელდეს, რათა აკუმულატორი ზედმეტად არ დატვირთოთ.
როცა საქმეს მოითავებთ, სადენი ენერგიის წყაროდან უხეშად არ გამოქაჩოთ, რათა შეერთების ადგილი არ დააზიანოთ.
სადენი მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას, ზეთებს. არ მოათავსოთ მძიმე ნივთების ქვეშ, ან გამოყენებისას არ მოაყოლოთ მანქანის კარებში.
- ნამცეცებისა და მცირე ნარჩენების მოგროვება ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებში;
- კომპაქტური ზომები და მცირე წონა - ყოველთვის შეიძლება, თან გქონდეთ, შორეულ მგზავრობაში, ნადირობა-თევზაობის დროს, პიკნიკზე, ექსკურსიაზე და ასე შემდეგ;
- მაქსიმალური სიმარტოვე ექსპლუატაციისას - ბავშვიც კი პრაქტიკულად, უპრობლემოდ გაუმკლავდება;
- ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას - სულაც არ არის საჭირო, სადმე წასვლა, დალაგება-დასუფთავება ნებისმიერ ხელსაყრელ დროს შეიძლება;
მართალია, მანქანის მტვერსასრუტი ნამდვილად გამოსადეგია, მაგრამ ზოგიერთი მოდელი იმდენად მომხიბვლელია, ავტომობილის ყიდვის სურვილსაც კი გაგიჩენს. ჰოდა, აქვე რამდენიმე მათგანს გთავაზობთ, უფრო მეტს Holst.ge-ზე შესაბამის კატეგორიაში იხილავთ.
მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!