როგორ შეიცვალა ელექტრო შალაშინი პომპეიდან ინფლუენსერების საუკუნემდე

ისტორიის ფურცლებს თუ გადავშლით, პირველი შალაშინი უძველესი პომპეის გათხრებისას აღმოაჩინეს, ქალაქის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წელთაღრიცხვით 1-ელ საუკუნეში ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.

მას შემდეგ შალაშინი მნიშვნელოვნად შეიცვალა და პრიმიტიული ხელსაწყოდან ის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მშენებლობაში უაღრესად საჭირო ინსტრუმენტად გადაიქცა.

უფრო მეტიც, დღეს უკვე შესაძლებელია, ხელოსანმა თუ უბრალოდ, ხის მასალაზე მუშაობის მოყვარულმა ადამიანმა ელექტრო სალაშინი გამოიყენოს და შრომა უფრო მარტივიც გახადოს და უფრო პროდუქტიულიც.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო სალაშინი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ქვემოთ ამის შესახებ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებზე მოგიყვებით.

დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო შალაშინი ორ ტიპად იყოფა - პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო.

პროფესიონალური ელექტრო შალაშინის შეძენა და გამოყენება გამართლებულია იმ შემთხვევებში, თუ ხის დამუშავების ბიზნესით ხართ დაკავებული. თუკი ხის მასალის დამუშავება სახლში გჭირდებათ, ბუნებრივია, ზედმეტის გადახდა გამართლებული არ არის. უმჯობესია, ამ მიზნისთვის საყოფაცხოვრებო ელექტრო შალაშინი შეიძინოთ.

უნდა ითქვას, რომ საყოფაცხოვრებო მოდელის ღირებულება გაცილებით ხელმისაწვდომია, ხოლო საოპერაციო რესურსთან დაკავშირებით შემდეგი შეიძლება ითქვას: თუ ხელსაწყოს ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით გამოიყენებთ, პროფესიონალური ტიპის ანალოგებზე არანაკლები დროით მოგემსახურებათ.

გთავაზობთ კრიტერიუმების სიას, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

- გარეგნობა - შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ ვიზუალური მხარე ყველაზე ბოლოს გასათვალისწინებელი მომენტია, თუმცა, ზოგჯერ გარეგნობა ბევრზე მეტყველებს. მაგალითად, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქცია ფერების მიხედვით იყოფა. კერძოდ, იქმნება მწვანე და ლურჯი ფერის შალაშინები. ლურჯი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის, ხოლო მწვანე - საყოფაცხოვრებო პირობებისთვის. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ ერთეულ ბრენდებს, ყველა სხვა მწარმოებელი მოწყობილობებს საკუთარ ფერებში ქმნის.

- სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, ეფექტიანობა და წარმადობაც შესაბამისია. პროფესიონალური ელექტრო შალაშინის სიმძლავრე 1,5 კილოვატიდან იწყება, საყოფაცხოვრებოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 0,5 კილოვატია. სიმძლავრე უნდა გაითვალისწინოთ იქიდან გამომდინარე, რა ტიპის ხის მასალის დამუშავება მოგიწევთ. დაბალი სიმძლავრის საყოფაცხოვრებო შალაშინით მყარი ხის დამუშავება ძალიან რთული იქნება;

- დანების ბრუნვის სიჩქარე - ამ ფაქტორზე დამოკიდებულია მასალის დამუშავების ხარისხი. რაც უფრო მაღალია დანების ბრუნვის სიჩქარე, ხარისხი მით მეტად მისაღებია. საუკეთესო შედეგი წუთში 12-18 ათასი ბრუნით მიიღება. სხვადასხვა მოდელს შეიძლება რეგულატორი ჰქონდეს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უხეში ან სუფთა დამუშავებისთვის საჭირო სიჩქარეები შეარჩიოთ;

- დამუშავების სიღრმე - წარმოადგენს ნახერხის ფენის სისქეს, რომელიც ხელსაწყოს მიერ ერთი გასმით წარმოიქმნება. რაც უფრო მაღალია სიღრმის მაჩვენებელი, მით უკეთესია დამუშავების ხარისხი, ასევე, უფრო დიდია სიჩქარეც. დამუშავების სიღრმის დასარეგულირებლად, ხელსაწყო აღჭურვილია სპეციალური რეგულატორით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი სიღრმის მითითება 0-დან 4 მმ-მდე;

- დამუშავების სიგანე - ეს პარამეტრი დამუშავების სიჩქარეს განსაზღვრავს. რაც უფრო ფართოა ხელსაწყოს ბაზა, მით უფრო დიდი ზომის დაფარვა შეიძლება ერთი გასმით;

- წონა - ეს პარამეტრი გავლენას შალაშინის მუშაობაზე ახდენს. თუ ხელსაწყო მძიმეა, ხის დასამუშავებლად ხელოსანს დიდი ფიზიკური ძალისხმევა არ დასჭირდება. საკუთარი წონის ხარჯზე, მძიმე ხელსაწყო ვიბრაციას ამსუბუქებს, ამიტომ ადამიანს მხოლოდ მისი კონტროლი სჭირდება. მსუბუქი შალაშინი 3-4 კგ-მდე იწონის და მინუსი გახლავთ ის, რომ ექსპლუატაციის დროს ვიბრირებს, რის გამოც, საჭიროა არა მხოლოდ მოწყობილობის მართვა, არამედ ფიზიკური ძალისხმევაც.

B&D KA450-QS-ელ. სახეხი ხელსაწყო 220W

Black&Decker eleqtro shalashini

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 113.5x109mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048561010
  • წონა (კგ) - 3.58
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-16000min

CROWN CT24001HX - შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186248662
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმართველო + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება