როგორ შევარჩიოთ კიბე სახლისთვის

ნათურის გამოცვლა, ჭაღის გაწმენდა, საოჯახო სურათის დაკიდება, ან მაღალი თაროდან სასურველი ნივთის აღება - ის ყოველდღიური აქტივობაა, რომელიც ჩვენ თბილ სახლთან ასოცირდება. სახლთან, სადაც თითოეულ ნივთს საკუთარი დანიშნულება აქვს და სრულიად ნორმალურია გაღიზიანებდეს კარადის თავზე ნივთის დადებისას სკამზე დადგომა. ყველა ამ პრობლემას პატარა, გამძლე, მსუბუქი კიბე გადაგიჭრიდათ, რომლის არჩევაში დახმარებას შევეცდებით.

kibe

კიბის არჩევისას, მისი ყველა მახასიათებელი უნდა გაითვალისწინოთ და შეუსაბამოთ თქვენს საჭიროებას. მაგალითად: თუ კორპუსში ცხოვრობთ პატარა ზომის კიბე ზედგამოჭრილია გამოსაყენებლად და შესანახადაც. ხოლო, თუ კიბეს ძირითადად ქალბატონი გამოიყენებს საოჯახო საქმეებისთვის, მაშინ სასურველია მსუბუქი და მყარი იყოს.

გაგაცნობთ TOLSEN-ის და SARAYLI-ის მაღალ ხარისხიან კიბეები მისაღებ ფასად, სახლისათვის.

TOLSEN სამშენებლო ინსტრუმენტების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მსოფლიოს მასშტაბით. SARAYLI კი კიბეების მწარმოებელი თურქული ბრენდია, რომელიც ლიდერია ქართულ ბაზარზე. SARAYLI გვთავაზობს კიბეების ყველაზე ფართო ასორტიმენტს, იგი აწარმოებს კიბეებს, როგორც სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ასევე ინდუსტრიული დანიშნულების კიბეებსაც, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.

kibeebi

TOLSEN -ის ორ საფეხურიანი მეტალის კიბე

  • ზომა: 480x510x720mm

  • მასალა: გალვანიზირებული/უჟანგავი მეტალი

  • წონა: 5.87 კგ

  • საფეხურების რაოდენობა: 2

  • სამუშაო სიმაღლე: 2.7 მეტრი

2 safexuriani kibe

ტოლსენის კიბე გამოირჩევა გამძლეობით და საიმედოობით. თითქმის წარმოუდგენელია მისი დეფორმირება, დამზადებულია უჟანგავი მეტალისგან, რაც მისი გამოყენების ვადის ხანგრძლივობაზე მიუთითებს, საყრდენი ფეხების სამაგრებით არასასიამოვნო ინციდენტის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, არის მსუბუქი, რაც მის გადაადგილებას ნებისმიერი ადმაიანისთვის მარტივს ხდის და მისი მცირე ზომა და კომპაქტურობა გამოსადეგია მიუდგომელ ადგილებში.

შესძენად მიჰყევით ლინკს: https://holst.ge/ge/product/6209/

ყველა ეს მახასიათებელი უალტერნატივოს ხდის ტოლსენის ორ საფეხურიან კიბეს, გარდა სიმაღლისა. თუ ფიქრობთ რომ მისი სიმაღლე არასაკმარისია, რადგან თქვენი ჭაღი უფრო მაღლა კიდია ან შესაძლოა თაროს ვერ მიწვდეთ, ტოლსენის სამ საფეხურიან კიბეზე უარს ნამდვილად ვერ იტყვით.

TOLSEN -ის სამ საფეხურიანი კიბე

  • ზომა: 690x470x1030mm

  • მასალა: გალვანიზირებული/უჟანგავი მეტალი

  • წონა: 7.6 კგ

  • საფეხურების რაოდენობა: 3

  • სამუშაო სიმაღლე: 3.03 მეტრი

3 safexuriani kibe

წინა მოდელისგან არ განსხვავდება, ზომისა და საფეხურების რაოდენობის გარდა. შედარებით დიდი სიმაღლე უფრო მეტად მიუწვდომელ ნივთებს გახდის ხელშესახებს, თუმცა ხდება ნაკლებად მობილური, ნაკლებად მსუბუქი და სივრცეც მეტი სჭირდება.

TOLSEN-ის ამ ორ კიბეს შორის არჩევანის გაკეთებისას, უნდა დაფიქრდეთ რა უფრო მნიშვნელოვანია - სიმაღლე თუ ნაკლები სივრცე შესანახად. თუ სათავსო პრობლემას არ წარმოადგენს, წინდახედულობა იქნება სამ საფეხურიანის შეძენა.

შესაძენათ მიჰყევით ლინკს: https://holst.ge/ge/product/6057/

SARAYLI -ის ოთხ საფეხურიანი კიბე

  • ზომა: 460x830x1300mm

  • მასალა: მეტალი

  • წონა: 7.4 კგ

  • საფეხურების რაოდენობა : 4

  • სამუშაო სიმაღლე: 3.3 მეტრი

4 safexuriani kibe

თუ თქვენ ეზო, ბაღი ან ბაღჩა გაქვთ SARAYLI-ის ოთხ საფეხურიანი კიბე ძალიან გაგიმარტივებთ მათ მოვლას.

3.3 მეტრი სამუშაო სიმაღლე პრაქტიკულია გარე თუ შიდა მოხმარებისთვის.

სიმაღლესთან შედარებით საკმაოდ მსუბუქია.

მეტალის კორპუსი გამძლეობას და დეფორმაციის მინიმალურ შესაძლებლობას განაპირობებს.

თუმცა, ცოტა რთულია სახლში მისი ადგილის გამოძებნა თუ ცალკე სათავსო არ გაქვთ ესეთი ნივთებისთვის ან აივანი სადაც შეძლებთ მის დაბინავებას.

SARAYLI -ის კიბე შეიძინეთ აქ https://holst.ge/ge/product/6153/

როგორც ზემოთ ავღნიშნე SARAYLI ასევე გთავაზობთ სხვადასხვა დანიშნულების ინდუსტრიულ კიბეებს, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ ამ კიბეებით შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი სიმაღლეების დაპყრობა. თუ გავითვალისწინებთ ამ კიბეების ხარისხს და სიმყარეს, მომხმარებელებს შეუძლიათ თავი მშვიდად იგრძნონ ნებისმიერი სირთულის დავალების შესასრულებლად. SARAYLI-ს კიბეების სრული ასორტიმენტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://holst.ge/ge/brand/SARAYLI/

კიბეგასაშლელი კიბეკიბეები

 

 

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება